მთავარი ურთიერთობები 6 მიზეზი რომ ის ჯერ კიდევ გოგონაა და არა ქალი

6 მიზეზი რომ ის ჯერ კიდევ გოგონაა და არა ქალი

by guramus

1. შემომხედეთ!
მოუწესრიგებელი სამოსი, ხმაურიანი სკანდალები და უამრავი სელფი სოციალურ ქსელში – თუ ჯერ კიდევ გოგონაა, ეს ყველაფერი მისთვისაა დამახასიათებელი და ყურადღების მიქცევას ცდილობს. ქალს პოპულარობა და სოციალურ ქსელში მოწონებების რიცხვი არ ადარდებს, მას მხოლოდ პატივისცემა სურს.

2. დამოუკიდებლობა

ქალს საკუთარი თავის უზრუნველყოფა ყოველთვის შეუძლია და დასახმარებლად მეგობრებს, მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მიმართავს. გოგონას კი მაშინვე შეამჩნევთ, რამდენად უსუსურია, როცა ყველაფრის მის ნაცვლად კეთებას გთხოვთ.

3. ალკოჰოლი და წვეულებები

ქალმა მოქცევის წესი და ზღვარი კარგად იცის. ვერასდროს ნახავთ კლუბიდან გამოსულ მთვრალს ან სკამზე ჩამოძინებულს. ყველაფერს აკონტროლებს.

4. გატაცება სოციალური ქსელით

ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ ახალგაზრდა გოგონები დღეს თვითშეფასებას სოციალური ქსელების საშუალებით იმაღლებენ და ტელეფონისთვის თავს გაწირავენ. ინტერნეტი – პირველია, სადაც გაღვიძებისთანავე შედიან.

5. ნაყოფიერი დრო

გოგონები, დროის უმეტეს ნაწილს სერიალების ყურებასა ან დაქალებთან ჭორაობაში ფლანგავენ. ქალი პროდუქტიულად და კულტურულად ვითარდება, ყოველ ჯერზე ცდილობს,  რაღაც ახალი სცადოს.

6. კვება

გოგონა, ყოველთვის ცდილობს გამხდარი გამოიყურებოდეს და ნაკლები მიირთვას. ქალს კი უყვარს საკუთარი სხეული და თავს უფლებას აძლევს მიირთვას ყველაფერი, რაც სურს, ყველაზე შესაშურ პარტნიორთანაც კი.