1K
პრობლემები, სამსახური და ყოველდღიურობა ხშირად რეალობის აღქმნის უნარს გვიკარგავს: – ვეღარ ვიგებთ როგორ მოვიქცეთ, ვართ სულ გაღიზინებულნი და თავი დაპროგრამებული რობოტები გვგონია.
ასეთ დროს საჭიროა გავითვალისწინოთ შემდეგი რჩევები:
- ეცადეთ თქვენს ოთახს და სამუშაო მაგიდას მრავალფეროვნება შემატოთ: აუცილებლად გადაახალისეთ, დადგით ლარნაკი ყვავილებით, ნუ გადავიწყდებათ ფოტოსურათები და სხვადასხვა პატარა ფიგურები.
- ეცადეთ ხშირად იაროთ ფეხით: – გარდა იმის, რომ იქნებით ტონუსში, განიტვირთებით.
- გამოძებნეთ დრო, დაგეგმეთ მეგობრების შეკრება ან თავად ესტუმრეთ მათ. მოულოდნელობის ეფექტი სიხარულს აორმაგებს.
- მოაწყეთ პიკნიკი საყვარელ ადამიანთან ერთად ან შესთავაზეთ იდეა მეგობრებს და გაისეირნეთ ქალაქგარეთ.
- შეცვალეთ თქვენი ოთახის ინტერიერი ან თუნდაც ერთი განსაკუთრებული დეტალი. ახალი ამბავი კარგ განწყობას შეგიქმნით.
- იყიდეთ ის ნივთი, რომელიც გულით გსურდათ და ფასდაკლებას ელოდით.
- თუ საბანკო ანგარიში არ გაქვთ, შექმენით ის და პერიოდულად თანხის შეტანაც ნუ დაგავიწყდებათ. ადამიანებს მომავალზე ფიქრი და მისი დაგეგმვა ძალიან უყვართ.
- შეიცვალეთ იმიჯი: სცადეთ, მოირგოთ ახალი ვარცხნილობა, თმის ფერი, მაკიაჟი, ჩაცმის სტილი.
- გაესაუბრეთ ისეთ ადამიანებს, რომელთაც ჩვეულებრივ დიალოგს არ უბამდით. გაჩერდით მათთან და მისალმების შემდეგ წამოიწყეთ რაიმე საინტერესო თემაზე მსჯელობა.
- დაურეკეთ ძველ ნაცნობებს, გაიხსენეთ მათთან ერთად მოგონებები.
- ესტუმრეთ ისეთ ადგილებს, სადაც ბავშვობაში ხშირად დადიოდით.
- განიტვირთეთ და ეწვიეთ კულტურულ დაწესებულებებს.
- აიღეთ შვებულება და გვიანობამდე იძინეთ.
- დაუთმეთ დრო საკუთარ თავზე ფიქრს. კითხეთ, კიდევ რა სჭირდება მას.