მთავარი ურთიერთობები რამდენჯერ შეიძლება ეწვიოს ადამიანს ნამდვილი სიყვარული – ფსიქოლოგების მოულოდნელი დასკვნა

რამდენჯერ შეიძლება ეწვიოს ადამიანს ნამდვილი სიყვარული – ფსიქოლოგების მოულოდნელი დასკვნა

by guramus

ადამიანს მხოლოდ ორჯერ შეიძლება უყვარდეს “დიდი სიყვარულით” – ამტკიცებენ ბრიტანელი ფსიქოლოგები.

ჩატარდა აკვლევა, სადა მონაწილეობა 2000-მდე მოხალისემ მიიღო. მოხალისეები პირადი ცხოვრების შესახებ პასუხობდნენ კითხვებს. აღმოჩნდა, რომ პრაქტიკულად ყველა მათგანმა დაადასტურა ის ფაქტი, რომ ცხოვრების მანძილზე მხოლოდ ორჯერ შეძლეს შეყვარება.

მოხალისეების 80% გამოტყდა, რომ თავიანთი ცხოვრება, ემოციური დაშორების შემდეგ, დაუკავშირეს ისეთ ადამიანს რომელიც არ უყვართ. აქედან გამომდინარე გამოაშკარავდა, რომ უსიყვარულო ურთიერთობებში ყოველი მე-9 ადამიანი იმყოფება.

გამოკვლევამ აღმოაჩინა კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი იმის შესახებ, რომ მამაკაცები ხანდახან უფრო ეჩვევიან ქალებს, ვიდრე ისინი მათ. საპირისპირო სქესის 40 % მზადაა შეინარჩუნოს წყვილი, ოღონდ ქალი იყოს ბედნიერი. მაგრამ ქალები, იმაზე ფიქრით, თუ როგორ უზრუნველყონ საკუთარი მომავალი, უმეტეს შემთხვევაში უარს ამბობენ გრძნობებზე.