მთავარი საკითხავი ფაინა რანევსკაიას გენიალური ციტატები და რეპლიკები

ფაინა რანევსკაიას გენიალური ციტატები და რეპლიკები

by guramus

რუსი მსახიობი ფაინა რანევსკაია ცნობილი იყო არა მარტო გენიალური როლებით, არამედ ციტატებითა და რეპლიკებით, რომელიც შემდეგ უკვე მოარულ ფრაზებად იქცეოდა. ისინი დღესაც არ კარგავენ აქტუალურობას.

გთავაზობთ ფაინა რანევსკაიას რამდენიმე გამონაქვამსა და რეპლიკას:

რანევსკაიას ერთხელ ჰკითხეს: “თქვენი აზრით, რომელი ტიპის ქალები არიან უფრო ერთგულები ქერათმიანები თუ შავგვრემანები?” რაზეც მან დაუფიქრებლად უპასუხა – “ჭაღარები”.

ერთხელ თეატრში ერთმა უნიჭო ახალგზრდა მსახიობმა განაცხადა: “მარგალიტი, რომელიც პირველ მოქმედებაში მეკეთება აუცილებლად ნამდვილი უნდა იყოსო”, რაზეც რანევსკაიამ წყნარად უპასუხა”ყველაფერი – მარგალიტიც პირველ მოქმედებაში და შხამიც ბოლო მოქმედებაში, ნამდვილი იქნება”-ო.

როცა მსახიობმა ინფარქტი გადაიტანა და გამოჯანმრთელდა თქვა, თავისი არსით, ძალიან მნიშვნელოვანი ფრაზა:”თუ ავადმყოფს ძალიან უნდა სიცოცხლე, მაშინ ექიმები უძლურნი არიან”.

ასევე დარჩა, საზოგადოების მეხსიერებაში, მისი გამონათქვამები:

ულამაზესი ფარშევანგის კუდის ქვეშ, იმალება ჩვეულებრივი ქათმის უკანალი. ასე, რომ ნაკლები პათოსი ბატონებო!

იმისათვის, რომ გაღიარონ – საჭიროა, სავალდებულოც კი არის, მოკვდე.

ლესბოსელობა, ჰომოსექსუალიზმი, მაზოხიზმი, სადიზმი – ეს მანკიერება არ არის. მანკიერება, წესით, მხოლოდ ორი რამ არის – ჰოკეი ბალახზე და ბალეტი ყინულზე.

მე არ ვიცი სიტყვა “თამაში”. თამაში შეიძლება კარტის, შაშის. სცენაზე უნდა იცხოვრო.

ამ ქვეყანაზე ყველაფერი რაც გსიამოვნებს – ან მავნეა, ან ამორალური, ან გასუქებს.

ხშირად ვიღებ წერილებს:”დამეხმარეთ გავხდე მსახიობი”. ვპასუხობ: “ღმერთი გიშველით”.

რა თქმა უნდა ქალები უფრო ჭკვიანები არიან. თქვენ როდესმე გაგიგიათ, რომ რომელიმე ქალს ჭკუა დაეკარგა მამაკაცის ლამაზი ფეხების გამო?

მეოთხედ ვუყურებ ამ ფილმს და მინდა გითხრათ, რომ დღეს მსახიობებმა ითამაშეს ისე, როგორც არასდროს.

1. “არიან ადამიანები, რომლებთანაც გინდება მიხვიდე და ჰკითხო: რთულია ტვინის გარეშე ცხოვრება?”

2. “ცხოვრება მეტისმეტად ხანმოკლეა, იმისთვის, რომ დრო ვკარგოთ დიეტებზე, ძუნწ მამაკაცებსა და ცუდ ხასიათზე”.

3. “ქალები უფრო ჭკვიანები არიან. ოდესმე გაგიგიათ ქალზე, რომ თავი დაკარგა, მამაკაცის ულამაზესი ფეხების გამო ?”

4. რატომ აქვთ ლამაზ ქალებს უფრო მეტი დაფასება მამაკაცებისგან, ვიდრე ჭკვიანებს? – იმიტომ, რომ ბრმა მამაკაცი ცოტაა, უტვინო კი- საკმარისად.

5. “ყველა წუწუნებს საკუთარ გარეგნობაზე, გონებრივ შესაძლებლობებზე – არავინ.”

6. “არ არსებობს დაავადება ,სევდაზე მტანჯველი.”

7. „როდესაც ადამიანი ბოროტებას გაგიკეთებს, შენ სამაგიერო ბოროტების სანაცვლოდ – კამფეტი მიეცი. კიდევ თუ ბოროტებას გაგიკეთებს, კვლავ კანფეტი გაუწოდე და ასე გააგრძელე მანამ, სანამ დიაბეტი არ დაემართება.“

8. ამ ქვეყნად ყველაფერი სასიამოვნო ან ზიანს გვაყენებს, ან ამორალურად ითვლება, ან მიდის სიმსუქნემდე.

9. ულამაზესი ფარშევანგის კუდის ქვეშ, იმალება ჩვეულებრივი ქათმის უკანალი. ასე, რომ ნაკლები პათოსი ბატონებო!

10. წარმატების მისაღწევად ქალი უნდა იყოს საკმარისად ჭკვიანი, რომ მოსწონდეს სულელ კაცებს და საკმარისად სულელი, რომ მოსწონდეს ჭკვიან კაცებს.

11. თქვენ არ ხართ დამნაშავე იმაში, რომ მე არ მოგწონვართ. ..ყველას ხომ არ ექნება კარგი გემოვნება!!! 12. “ძალიან მეშინია სულელების, განსაკუთრებით, სულელი ქალების., რადგან არ ვიცი, როგორ ველაპარაკო მათ ისე, რომ მათ დონემდე არ დავიდე.”

13. “ადამიანები სხვადასხვაგვარები არიან, როგორც სანთლები – ზოგი სინათლის და სითბოსთვისაა, ზოგი – საჯდომში გასაკეთებლად.”

14. “იმას, რასაც ჩემს ზურგს უკან ლაპარაკობენ ჩემზე, მხოლოდ ჩემი საჯდომი ისმენს!”

15. “ისე უნდა იცხოვრო, რომ არამზადებმაც დაგიმახსოვრონ.”

16. მამაკაცებო, აი, დაქორწინდებით და მიხვდებით, რა არის ბედნიერება. მაგრამ გვიან იქნება.

17. .სჯობს იყო უზრდელი და კარგი ადამიანი, ვიდრე ზრდილი, მაგრამ უვარგისი

18. “ღმერთმა ქალი ლამაზ არსებად შექმნა იმისათვის, რომ მამაკაცს შეყვარებოდა და – სულელად იმისათვის, რომ მამაკაცი შეყვარებოდა”.

19. გოგონებო ნუ გაანაწყენებთ მამაკაცებს, მთელი მათი ცხოვრება ისედაც ტრაგედიაა, ხან ხელს ვერ გამოკრავენ, ხან კბილს ვერ გამოკრავენ, ხანაც ვერ წვდებიან .

20. თუ კი გყავს ადამიანი, რომელსაც შეგიძლია სიზმრები მოუყვე, არ გაქვს უფლება მარტოსულად ჩათვალო თავი. ფიანა რანევსკაია