მთავარი ურთიერთობები ფლირტის 7 ხერხი,რომელიც მამაკაცებს აცოფებთ

ფლირტის 7 ხერხი,რომელიც მამაკაცებს აცოფებთ

by guramus

მამაკაცებს ფლირტი ძალიან მოსწონთ, მაგრამ არის ფაქტორები რომელიც ძალიან აღიზიანებთ. ზოგჯერ მამაკაცები, მხოლოდ იმიტომ ითმენენ, რომ ის ქალი ძალიან მოსწონთ.

1. ქუდის მოტაცება – ჟესტი რომელიც მამაკაცებს საშინლად აღიზიანებთ. ეს არც ერთმა ქალმა არ უნდა გააკეთოს.

2. ილაპარაკოს ბავშვის ხმაზე, განზრახ ენა მოიჩლიფოს ან განზრახ ხმა გაინაზოს – ასეთი საქციელით მამაკაცის თვალში დებილად გამოჩნდებით.

3. თავს იკატუნებს და თავი სულელად მოქვს, იმისთვის, რომ მიზეზი ჰქონდეს გაცნობის – არ წარმოაჩინოთ თავი სულელად
მაგალითად ვერ ხვდება როგორ მუშაობს ყავის ჩამოსასხმელი აპარატი, იმედი აქვს, რომ აი ის სიმპატიური მამაკაცი მიეხმარება.უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი მეთოდით თუ მაინც გაიცნობთ მამაკაცს, მასთან სერიოზული ურთიერთობის იმედი არ გქონდეთ.
4)ძნელად “შესაბმელს” თამაშობს-თუ მამაკაცი გამოუსწორებელი თავხედი არაა ან გვარიანად ჩაბუჟბუჟებული უმეტეს შემთხვევაში რაც არ უნდა მოეწონოს ქალი მაინც ეხათრება გამოელაპარაკოს, გაუგზავნოთ მას სიგნალი სხვადასხვა მეთოდით რომ გაგიცნოთ და მერე ცხვირი აიბზუოთ, “მე ასეთი არა ვარ ავტობუსს ველოდები, “ეს იგივეა, როგორც ცნობილ ანეკდოტშია, როდესაც დედალი მამალს გაურბის და თან ფიქრობს “ძალიან სწრაფად ხომ არ გავრბივარ?”
5)თმები გაუსწოროთ, ან დაუვარცხნოთ-ვერცერთი მამაკაცი ვერ იტანს მას, ამას ვერ იტანს ბავშვობიდან, როდესაც დედა უვარცხნიდა თმას.დაანებეთ თავი, თუ აწეწილ აქვს თმა თქვენ ნუ ჩაერევით, თვითონ მიხედავს.
6) აეჭვიანოთ-ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ქარაფშუტული საქციელი რა შეიძლება ქალმა გააკეთოს.სხვა მამაკაცს ეფლირტავოთ მისი თანდასწრებით.რას მოიგებთ ამით? არაფერს, მინიმუმ კამათს და ჩხუბს და მაქსიმუმ დაშორებას.
7)საერთო ინტერესების ინსცენირება-თუ ვთქვათ მამაკაცი გატაცებულია “ფორმულა”–1-ით ან თევზაობით, მან შეიძლება გატაცებით მოგითხროთ საკუთარი ჰობის შესახებ, ნუ მოაჩვენებეთ თავს, რომ თქვენც იგივე ჰობი გაქვთ, მხოლოდ იმიტომ, რომ ის ასიამოვნოთ, იმიტომ, რომ თქვენი ტყუილი უცებ გამჟღავნდება და მის თვალში მატყუარა გამოჩნდებით, რითაც ნდობას დაკარგავთ.