მთავარი საკითხავი ფსიქოლოგ კარლ იუნგის 20 გენიალური ციტატა, რომლებიც დაგეხმარებათ უკეთ შეიცნოთ საკუთარი თავი

ფსიქოლოგ კარლ იუნგის 20 გენიალური ციტატა, რომლებიც დაგეხმარებათ უკეთ შეიცნოთ საკუთარი თავი

by guramus

ფსიქოლოგ კარლ იუნგის 20 გენიალური ციტატა, რომლებიც დაგეხმარებათ უკეთ შეიცნოთ საკუთარი თავი

კარლ გუსტავ იუნგს თამამად შეიძლება ეწოდოს პოზიტიური ფსიქოლოგი და ფილოსოფოსი. ნებისმიერი ნევროზის ან დეპრესიის ფორმაში ის ხედავდა ცნობიერების გაფართოვების იმპულსს. genius.ge -მ დღეს გადაწყვიტა გაგაცნოთ ფროიდის მოსწავლის და უბრალოდ გენიალური ფსიქოლოგის ციტატები, რლებიც დაგეხმარებათ მიიღოთ და შეიყვაროთ საკუთარი თავი, ზუსტად ისეთი, როგორიც ხართ!

1. ნუ შეაჩერებ იმას, ვინც შენგან მიდის. წინააღმდეგ შემთხვევაში არ მოვა ის, ვინც შენთან მოდის.

2. ყველაფერმა, რაც სხვებში გაღიზიანებთ, შესაძლოა მიგიყვანოთ საკუთარი თავის გაგებამდე.

3. თუ ნიჭიერი ადამიანი ხართ, ეს ნიშნავს, რომ რაღაც მიიღეთ ცხოვრებისგან. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ შეგიძლიათ რაიმე გასცეთ.

4. ორი პიროვენების შეხვედრა ჰგავს ორი ქიმიური ნივთეირების კონტაქტს: თუ არსებობს ოდნავი რეაქციაც კი, იცვლება ორივე ელემენტი.

5. ყველაზე მძიმე ტვირთი, რომელიც ბავშვის მხრებზე იდება, ეს არის მისი მშობლების მიერ განუვლელი ცხოვრება.

6. ყველაფერი, რაც სხვებში არ მოგწონთ, საშუალებას გაძლევთ გაუგოთ საკუთარ თავს.

7. თქვენი ხედვა გახდება ნათელი მხოლოდ მაშინ, თუ საკუთარ გულში ჩახედვას შეძლებთ. ვინც გარეთ იყურება – მხოლოდ სიზმრებს ხედავს, ვინც საკუთარ თავში იყურება – ფხიზლდება.

8. მარტოობა განპირობებულია არა ადამიანების გარშემო არყოფნის გამო, არამედი მათთან იმაზე საუბრის შეუძლებლობით, რაც თქვენთვის არსებითია, ან თქვენი მსოფლმხედველობის მათი მხრიდან მიუღებლობით.

9. მაჩვენეთ ფსიქიურად ჯანმრთელი ადამიანი და მე მას განვკურნავ.

10. ჩვენ ვიწევთ წარსულისკენ, მშობლებისკენ, და ვიწევთ მომავლისკენ, შვილებისკენ, რომელსაც ვერასოდეს ვნახავთ, მაგრამ ძალიან გვინდა ამაზე ზრუნვა.

11. ის, რასაც წინააღმდეგობას უწევთ, რჩება.

12. დეპრესია შაოსან ქალს ჰგავს. თუ მოვა, ნუ განდევნი, მიიწვიე მაგიდასთან როგორც სტუმარი და მოისმინე ის, რისი თქმაც მას სურს.

13. ხდება ისე, როცა ხელები უმკლავდებიან იმ თავსატეხს, რომლის წინააღმდეგ ინტელექტი უძლურია.

14. სიზმარი — პატარა, კარგად დამალული კარია, რომელსაც მივყავართ იმ პირვანდელ კოსმიურ ღამეში, სადაც სული იმყოფებოდა ცნობიერების გაჩენამდე.

15. ვისაც არ გაუვლია პირადი ვნებების საწმენდში, მას ისინი ბოლომდე გადალახული არ აქვს. 16. თქვენი ხედვა ნათელი გახდება მხოლოდ მაშინ, როცა საკუთარ სულში ჩახედვას შეძლებთ.

17. მე არ ვარ ის, რაც ჩემ თავს მოხდა, მე ვარ ის, ვინც გადავწყვიტე რომ ვიყო.

18. ჩვენ შევიძლია ვიფიქროთ, რომ სრულად ვაკონტროლებთ საკუთარ თავს. თუმცა, მეგობარს შეუძლია ისეთი რამ გვიამბოს საკუთარ თავზე, რაზეც წარმოდგენაც კი არ გვაქვს.

19. «მაგიური» — ფსიქიკურის სხვა სიტყვით გამოხატვაა.

20. ჩვენი პიროვნებები წარმოადგენს ჩვენს გარშემო არსებული სამყაროს ნაწილს და მათი საიდუმლოც ამ სამყაროსავით უსაზღვროა.