504
ანტონ ჩეხოვი განსაკუთრებით მათთვისაა ცნობილი, ვისაც მცირე ზომის მოთხობები იტაცებს, რადგანაც ჩეხოვი მიჩნეულია ყველა დროის ერთ-ერთ უდიადეს მოთხრობების მწერლად. წარმოშობით რუსი შემოქმედი, მოთხრობების წერის პარალელურად, იყო დრამატურგი და ერთვებოდა სამედიცინო საქმიანობაში.
ცხოვრებისეული აზრები:
- “თუ გსურთ მარტოობა, დაქორწინდით”
- “პიროვნებაში ყველაფერი ერთდროულად უნდა მოგეწონოს, მისი სახეც, ჩაცმულობა, სული და ფიქრები.”
- “არაფერი ისე არ ამტკიცებს და აწრთობს სიყვარულს, მეგობრობასა და პატივისცემას, როგორც რაღაცისადმი საერთო სიძულვილი.”
- “უფრო ადვილია ფულის ღარიბი ადამიანისაგან სესხება, ვიდრე მდიდრისაგან.”
- “თითოეული ბედნიერი ადამიანის კარებზე უნდა იდგეს ვინმე ჩაქუჩით ხელში, რომლის კაკუნიც მუდმივად იმის შემხსენებელი იქნება, რომ ქვეყნად უბედური ადამიანებიც არსებობენ.”
- “ყველას ერთი და იგივე ღმერთი ჰყავს, უბრალოდ თვითონ ხალხი განსხვავდება ერთმანეთისაგან.”
- “მხოლოდ სიყვარულით ქორწინებაა საინტერესო; დაქორწინდე ქალზე მხოლოდ იმის გამო, რომ ის ლამაზია, იგივეა, რომ იყიდო უსარგებლო ნივთი მხოლოდ იმის გამო, რომ ეს ნივთი კარგია.”
- “არაყი თეთრია, მაგრამ აწითლებს ცხვირს და აშავებს რეპუტაციას.”
- “სიყვარული ასწავლის ადამიანს, როგორი უნდა იყოს იგი.”
-
“ლიტერატურა ჩემი კანონიერი ცოლია, ხოლო მედიცინა- საყვარელი. როცა მე ვიღლები ერთ-ერთი მათგანისაგან, მთელ ღამეს ვატარებ მეორესთან.”
-
“ის, ვინც გამუდმებით ცურავს ოკეანეში, შეყვარებულია ხმელეთზე.”
- “არაფერი ისე არ ამშვიდებს და ათრობს ადამის მოდგმას, როგორც ფული. როცა ბევრი ფული გაქვს, სამყარო გაცილებით უკეთეს საცხოვრებელ ადგილად გეჩვენება, ვიდრე ის სინამდვილეშია.”
- “რაც უფრო კულტურულია ადამიანი, მით უფრო უიღბლოა იგი.”
-
“კარგი აღზრდა იმით კი არ გამოიხატება, რომ საწებელს სუფრაზე არ დაღვრით, არამედ იმით, რომ არ შეიმჩნევ ეს სხვას რომ დაემართება.”
- “კაცი, რომელიც არ სვამს, ჩემი აზრით, სრული კაცი არ არის.”
- “საქმე არც ოპტიმიზმში და არც პესიმიზმშია, არამედ იმაში, რომ ასიდან ოთხმოცდაცხრამეტს ჭკუა არ აქვს.”
- “თუ არ იცი, რას გრძნობ ადამინის მიმართ – დახუჭე თვალები და წარმოიდგინე, რომ ის არ არის, არ იყო და არ იქნება. და მაშინ, შენთვის ყველაფერი ნათელი გახდება.”
- “ყველას მიაჩნია, რომ პიესა ადვილი დასაწერია. მათ არ იციან, რომ კარგი პიესის დაწერა საძნელო საქმეა, და ორჯერ უფრო მძიმე და მტანჯველია ცუდი პიესის დაწერა.”
-
“მართალი – გულწრფელი ადამიანია.”