არის რაღაცეები, რასაც პარტნიორები ურთიერთობაში ხშირად აკეთებენ. რამდენადაც გამაღიზიანებელი არ უნდა იყოს ეს ყვალფერი, რატომღაც მაინც ვპატიობთ მათ. დღეს წარმოგიდგენთ ასეთ 8 პუნქტს.
1 . ისინი ყოველთვის აგვიანებენ – შეგიძლიათ დააგვიანოთ პაემანზე ერთი ან სულაც ორი საათით, მაგრამ ის მაინც დაგელოდებათ. რატომ?! – იმიტომ, რომ თქვენ ხვდებით ერთმანეთს.
2 . გეგმებს გვიშლიან გაფრთხილების გარეშე – შეუძლიათ ბოლო წამს ჩაშალონ გეგმები ისე, რომ არც კი გაგვაფრთხილონ წიანსწარ. რას იზამთ ამის გამო, შეყვარებულს ხომ ვერ დაშორდებით?
3 . მიგათრევენ ადგილებში, სადაც არ გინდათ წასვლა – ყოფილხართ შეყვარებულთან ერთად ფეხბურთის საყურებლად? ან ისეთ ადგილას, სადაც არ გინდოდათ წასვლა, მაგრამ “ხათრით” წაყევით? ამას მეგობარს ნამდვილად არ გაუკეთებდით.
4 . არ გაძინებენ ღამით – ხშირად რეკავენ, გემესიჯებიან და რატომრაც მაინც და მაინც ღამით მოუნდებათ გრძნობებზე ლაპარაკი. მეგობარმა რომ დაგირეკოთ, ალბათ არც უპასუხებთ.
5 . გაიძულებენ, ყოველ ორ წუთში დარეკვას – როდესაც სადმე ხართ, აუცილებლობად მიაჩნიათ, რომ უნდა დარეკოთ და მოუყვეთ თქვენს შესახებ. ეჭვიანები და მესაკუთრეები არიან.
გადაავლეთ თვალი დღის პოპულარულ სტატიას – 5 ნიშანი, რომ თქვენი პარტნიორი სერიოზული ურთიერთობისთვის მზად არ არის