მთავარი ურთიერთობები ჭკვიანი ქალები სექსში საუკეთესოები არიან – 7 იდუმალი ნიშანი იმისა, რომ საწოლში შეუდარებელი იქნებით

ჭკვიანი ქალები სექსში საუკეთესოები არიან – 7 იდუმალი ნიშანი იმისა, რომ საწოლში შეუდარებელი იქნებით

by guramus

ბევრი კომპონენტი არსებობს იმისა, რომ სექსში შეუდარებელი იქნებით. ალბათ, ყველა ადამიანის მიზანია, რომ მაქსიმალურად მიიღოს სიამოვნება და პარტნიორიც ასიამოვნოს. გთავაზობთ 11 იდუმალ ნიშანს, რომელიც ადასტურებს, რომ სექსში საუკეთესო იქნებით.

1. ბევრ ღვინოს სვამთ – როგორც ფლორენციის უნივერსიტეტის მეცნიერები ამტკიცებენ, ქალები, რომლებიც დღეში 2 ჭიქა ღვინოს მაინც სვამენ, უფრო ტემპერამენტიანები არიან.

2. ხართ მხიარული და გაქვთ იუმორის გრძნობა – როგორც ამტკიცებენ, მხიარულ ადამიანებს სექსუალური ცხოვრებაც აწყობილი აქვთ. მათ შეუძლიათ საწოლშიც ბედნიერება და სიხარული გამოასხივონ.

3. გიყვართ ნაყინი ყავის არომატით – ჩიკაგოს მეცნიერთა ერთი ჯგუფი ამტკიცებს, რომ ყავის არომატიანი ნაყინი მხოლოდ ბუნებით ძალიან სექსუალურ ადამიანებს მოსწონთ.


4. ჭკვიანი ხართ – თქვენი IQ პირდაპირ არის დამოკიდებული თქვენს სექსუალურ შესაძლებლობებზე. ბრიტანელმა პროფესორმა ტიმ სპექტორმა ჩაატარა კვლევა. კვლევაში ჩართული იყო 2000 ქალი, რომელთა ასაკი 20-დან 65 წლამდე იყო და აღმოჩნდა რომ ქალები, რომლებიც იყვნენ უფრო განათლებულები და ინტელექტის დონე უფრო მაღალი ჰქონდათ, უფრო სექსუალურები და ვნებიანები იყვნენ საწოლში, ვიდრე დანარჩენები.

5. ნელა ჭამთ – ეს ფსიქოლოგიური მომენტია. ნელა ჭამის დროს მაქსიმალურად ცდილობთ დააგემოვნოთ საკვები. იგივე ხდება სექსშიც. საწოლშიც მაქსიმალურად ცდილობთ მიიღოთ სიამოვნება.

6. როცა ზუსტად იცი, რისი ჭამა გსურს – ეს კიდევ ერთი საინტერესო ინდიკატორია იმისა, თუ როგორი იქნებით საწოლში . ფსიქოლოგები ამბობენ, რომ თუ ადამიანმა ზუსტად იცის რისი ჭამა სურს, ეს ნიშნავს რომ ზუტად იცის რისი გაკეთება სურს საწოლში და ასეთი ადამიანები, როგორც წესი, სექსის დროს საუკეთესოები არიან.

7. თუ კარგად ცეკვავთ – ცეკვა ადამიანს უფრო ენერგიულს და ვნებიანს, ასევე თავდაჯერებულს ხდის. ვინც კარგად ცეკვავს, თავის ქარიზმასა და ვნებას საწოლშიც არ იშურებს.

ასევე დაგაინტერესებთ

9 რჩევა “ვანილა” სექსის მქონე ქალებს

შენი სხეული შენზე ადრე გრძნობს, ვინ არის ის „ერთადერთი“