განშრება ყოველთვის რთულია, მაგრამ არ არის აუცილებელი, რომ ყველა განშორება ტრაგიკულად ვაქციოთ. ეს ცხოვრების ნატურალური ნაწილია, რომლის გარეშეც არცერთი ჩვენგანი არ მიდის ამ ქვეყნიდან. ნუ აიცრუებთ გულს ადამიანებზე ადვილად, აპატიეთ მათ და მიეცით კიდევ ერთი შანსი, აი, მე რა მინდა ვუთხრა ადამიანს, რომელიც ერთ დროს ძალიან მიყვარდა და რომელთანაც ხშირი ურთიერთობა აღარ მაქვს.
ზოგადად ვიტყოდი, რომ ცხოვრებამ ტემპი აკრიბა და ნელ-ნელა მიედინება შენი წასვლის შემდეგ
დიახ, ცხოვრება დასტაბილურდა, გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც შენი ადგილის დაკავებას ცდილობენ, მაგრამ რაღაც მიზეზის გამო ამ ღრმა სიცარიელეს მაინც ვგრძნობ. ჩემი ახალი მეგობრები ხალისიანები არიან, მაგრამ იყო მომენტები და ემოციები, რომელთა გაღვიძებაც მხოლოდ შენ შეგეძლო. ცდილობენ, მაგრამ ამ გრძნობების გაღვივება მათ არ ძალუძთ. ალბათ უნარები არ ყოფნით, ან სხვანაირები არიან, ფაქტი კი ის არის რომ ყველაფერი ახლა სხვანაირადაა.
მართალია, რომ ადრე ჩემი ცხოვრების უფრო დიდი ნაწილი იყავი, ვიდრე ახლა ხარ. ისიც ვიცი, რომ განშორებისთვის ჩვენი მიზეზები გვქონდა. ამისდა მიუხედავად, მინდა იცოდე, რომ ჩემი ისტორიის ნაწილი იქნები ყველგან და ყოველთვის. ახალ “მსახიობებამდე” შენ გქონდა მთავარი როლი და მაქსიმუმ რაც შემიძლია არის მხრების გაშლა და ჩემს ცხოვრებაში შენი დაბრუნება, თუ კი ოდესმე ეს მოგინდება.
სტატიის გაგრძელება იხილეთ მეორე გვერდზე