მთავარი საკითხავი ანა ფროიდის 19 გენიალური ციტატა

ანა ფროიდის 19 გენიალური ციტატა

by guramus

ანა ფროიდი ცნობილი ფსიქოანალიტიკოსის ზიგმუნდ ფროიდის მეექვსე, ნაბოლარა ქალიშვილი, თავადაც ცნობილი ფსიქოანალიტიკოსი გახლდათ და ბავშვთა ფსიქოლოგიის ფსიქოანალიზის დამფუძნებელი. იგი ბავშვობიდანვე იყო დაინტერესებული ამ თემატიკით და მამამისის უზარმაზარი ჩრდილის ქვეშაც კი მოახერხა მეოცე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ფსიქოანალიტიკოსად ქცეულიყო. ანამ მამისგან განსხვავებით, რომელიც ყველაზე მეტად ქვეცნობიერი იდით იყო დაინტერესებული მისი მთელი ცხოვრება ეგოს და მის აღზრდას მიუძღვნა.

1. მამაჩემი გამუდმებით იმას უსვამდა ხაზს, რომ ამქვეყნად უამრავი რამაა, რასაც ვერ ვხსნით, სხვა ფსიქოანალიტიკოსებთან კი ყველაფერი განმარტებული და გაცხადებულია.
2. ჩვენ ამ ცხოვრების ტყვეები ვართ, ისევე როგორც უსაზღვრო ოკეანის სივრცეში თავიანთ პაწაწინა ნავებში დატყვევებული მეზღვაურები.
3. როგორ შეუძლია ვინმემ საერთოდ რამე იცოდეს ადამიანებზე?
4. ვინ დაგპირდათ დედამიწაზე მხოლოდ სიხარულისთვის გგზავნითო?

5. ყოველთვის გარეთ ვეძებდი ძალას და თავდაჯერებას, მაგრამ ვცდებოდი. ის შენშია, ყოველთვის და მუდამ.
6. ბავშვები როგორც წესი არასოდეს ადანაშაულებენ საკუთარ თავს იმაში, რომ დაიკარგნენ.
7. კრეატიული გონება ნებისმიერ ცუდ ტრეინინგს გადაურჩება.
8. ყველა პრობლემის სათავე ერთია – საკუთარ თავთან კავშირის დაკარგვა.
9. ჩვენ ტყეში მხოლოდ იმ სიცარიელეს ვამჩნევთ, რომელსაც გუშინ ხეები ავსებდა.

სტატიის გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე