მთავარი საკითხავი უმბერტო ეკოს ციტატები, რომლებსაც ოდესღაც მის სხვადასხვა რომანებში ფანქრით ვხაზავდით

უმბერტო ეკოს ციტატები, რომლებსაც ოდესღაც მის სხვადასხვა რომანებში ფანქრით ვხაზავდით

by guramus

უმბერტო ეკო ხშირად ამბობდა, რომ მწერლობა – მისი დროებითი პროფესიაა.
“მე ფილოსოფოსი ვარ. ისტორიებს მხოლოდ შაბათ-კვირას ვწერ”.

გთავაზობთ ციტატებს, რომლებსაც ოდესღაც მის სხვადასხვა რომანებში ფანქრით ვხაზავდით:

1. რაზეც არ უნდა საუბრობდე, შენ მას რეალობად აქცევ.

2. როცა წესების დაცვას ცდილობთ, ამ დროს მთელი სიმძაფრე და შთაგონება იკარგება.

3. ყველაფერი ყოველთვის თქვენი ვარსკვლავის ქვეშ არ იბადება, და ერთადერთი გზა ადამიანური ცხოვრებისთვის, ეს არის – თქვენს ჰოროსკოპში ყოველდღიურად შეიტანოთ კორექტირება.

4. სიკეთე და ბოროტება… რაც ერთისთვის სიკეთეა – სხვებისთვის ბოროტებაა. ფერიებსა და ჯადოქრებს შორის ზღაპრებშიც განსხვავებაა – ეს ასაკისა და გარეგნობის საკითხია.

5. ყველა ადამიანი საკუთარ გარემოებებზე წუწუნებს. ვისაც რაიმე გააჩნია, ის იმაზეც ჩივის.

6. არაფერი ისე არ ახარებს მხდალს, როგორც სხვისი ადამიანის სიმხდალე.

7. როგორი დაცინვაა, ცხოვრობდე დევნილობაში, სადაც არავის გაუგდიხარ.

8. არ არსებობს იმაზე დიდი უსამართლობა, ვიდრე მართალი ადამიანის დასჯაა, რამეთუ უკანასკნელ ცოდვილს, მეგობრები უკანასკნელ ცოდვასაც მიუტევებენ, მართალს კი პირველსაც არ ჰპატიობენ.

9. გამოცდილება აჩვენებს, რომ ადამიანი, რომელიც არაფერს ნანობს, არ აქვს სურვილი უკეთესი გახდეს.

სტატიის გაგრძელება წაიკითხეთ მეორე გვერდზე