საქორწილო ცერემონიებისა და დაბადების დღის წვეულებების ყველაზე კრეატიულ აქსესუარად ადამიანების უმრავლესობა ტორტს თვლის. ტკბილეულის მოყვარული იუბილარები ხშირად მნიშვნელოვანი დღის აღსანიშნავად ყველაზე სასაცილო და უცნაური დიზაინის მქონე ნამცხვრებს უკვეთავენ, უფრო ხშირად კი მეგობრები ან ოჯახის წევრები სიურპრიზად ყველაზე მხიარულ და არაორდინალურ ტორტს ჩუქნიან ბედნიერი დღის მასპინძელს.
9. “გაქცევის ბოლო შანსი გქონდა”
როდესაც თქვენ მეუღლე ქორწილის დღისთვის ასეთი დიზაინის ტორტს შეუკვეთავს, სტუმრები და ოჯახის წევრები აუცილებლად გაიღიმებენ და შესაძლოა თქვენი ურთიერთობის მომავლით ოდნავ შეშფოთდნენ კიდეც.
8. მაგიური ცხენი, რომელმაც უკვე მთელი ნამცხვარი შეჭამა
თქვენი ბავშვების ყველაზე საყვარელი მაგიური ცხოველი იდეალური ვიზუალისა და უნიკალური ძალების მატარებელი არსებაა, თუმცა თუ მას ასეთ ცუდ მდგომარეობაში გამოსახავთ, შესაძლოა პატარა იუბილარი საკმაოდ გაანაწყენოთ.
7. ცხვირის ოპერაციის გაკეთების აღნიშვნა
როდესაც მეგობარს ან ოჯახის წევრს საავადმყოფოდან სახლში დაბრუნებას ულოცავთ და გსურთ რთული ოპერაციის წარმატებით ჩავლა ორიგინალურად აღნიშნოთ, ალბათ უკეთესი იქნება თუ ყველა მტკივნეული პროცედურის აღმნიშვნელ სიმბოლოს მისთვის მირთმეულ ნამცხვრებზე არ დაახატინებთ.
6. “საოცარი ღამე”
ბევრი ახალდაქორწინებული წყვილისთვის ქორწინების პირველი ღამე მნიშვნელოვან სიმბოლოს წარმოადგენს და პატარძლის მიერ გრძნობების გამოხატვა ტორტის დამზადებისას უფრო თბილი ჟესტებითაც შესაძლებელია:
5. “სად არის მეორე წინდა?”
მხიარულ დიზაინსა და სექსისტურ განაცხადს შორის ზღვარის დაცვა ყოველთვის იდეალურია
4. სანტას ბავშვებისთვის არ სცალია
ახალი წლის მაგიური სტუმარი ბავშვებისთვის ერთ–ერთი ყველაზე საყვარელი პერსონაჟია და უკეთესი იქნება თუ მის მიერ საჩუქრების მოტანის ჯადოსნურ ისტორიას სიმთვრალის გამო ხელს არ შევუშლით
3. უცნაური დაბადების დღე
მეგობრისთვის ავტოავარიაში მოხვედრა ალბათ საუკეთესო დაბადების დღის სურვილების სიაში არ შედის:
2. ქორწინების მითი
ერთად ცხოვრების დაწყების პირველივე დღეს ღალატის აღმნიშვნელი ტორტის მირთმევა მხოლოდ კარგი იუმორის მქონე მეწყვილეს გაუხარდება:
1. “საყვარელი საუკეთესო მეგობარი”
ძაღლი ერთ–ერთი ყველაზე თბილი და მნიშვნელოვანი ცხოველია ადამიანების ცხოვრებაში, შესაბამისად თუკი მათი გამოსახულების მქონე ტორტის მირთმევა გსურთ მეგობრისთვის, ჯობს წინასწარ გაარკვიოთ როგორი სახით არ ესიამოვნება მას საყვარელი ლეკვის ხილვა.