მთავარი რჩევები რატომ ტირიან პატარები და როგორ დავაძინოთ მარტივად?

რატომ ტირიან პატარები და როგორ დავაძინოთ მარტივად?

by guramus

პატარების ტირილი ეს არის უნივერსალური მოვლენა. კვლევის მიხედვით დანიაში, გერმანიასა და იაპონიაში ყველაზე მშვიდი ჩვილები არიან. მეორეს მხრივ პატარები დიდი ბრიტანეთიდან, კანადიდან და იტალიიდან უფრო მეტს ტირიან, ვიდრე სხვა განვითარებულ ქვეყნებში. რატომ ხდება ეს? ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს: ოჯახის-სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობა, მშობლების ზრუნვის მეთოდები, კვება და ა.შ

ბავშვის ტირილი გამოწვეულია ორსულობის გამოცდილებაზე, თუ როგორ მიმდინარეობდა ეს პროცესი, ასევე დამოკიდებულია გენეტიკაზე.

დანიელი ბავშვები ნაკლებს ტირიან იმის გამო, რომ მშობლებს არ უწევთ ნერვიულობა ფინანსურ საკითხებზე და მათ უფრო დიდი დრო რჩებათ თავიანთ პატარებთან გასატარებლად.

როდესაც ბავშვები ტირიან ეს თქვენს ხასიათზეც მოქმედებს. თქვენ  არ უნდა მისცეთ უფლება თავს, რომ ამან გაგვაღიზიანოს.

რამდენიმე რჩევა რათა, ბავშვი დავამშვიდოთ ტირილის დროს

1. აიყვანეთ ხელში და მშვიდად ამოძრავეთ

2. მოასმენინეთ მშვიდი სიმღერა ან თქვენ უმღერეთ

3. მიეცით საწოვარა

4. თავი დაადებინეთ თქვენს მკლავზე

მარტივი გზა პატარას დასაძინებლად

ბავშვის დაძინება მარტივი არ არის, მაგრამ ბევრი მშობელი ამას მარტივად ახერხებს.

მოეფერეთ პატარას ნაზად სახეზე და ტანზე, ჩასჩურჩულეთ რომ დაიძინოს და ეს მეთოდი იმუშავებს.

1.დაინიშნეთ დრო რომელზეც ყოველ დღე ერთი და იმავე დროს დააძინებთ თქვენს პატარას

2. აბანავეთ მანამ სანამ დააძინებთ

3. თუ პატარა ჭირვეულობს არ იძინებს და ტირის, ეს ნიშნავს რომ მას გაზები აწუხებს

4. ჩაუტარეთ მარტივი ვარჯიშები ფეხების მოძრაობით

როგორ ვუზრუნველყოთ პატარას უსაფრთხო ძილი

1. სეირნობისას ბავში ჩასვით ეტლში. მათ არ უნდა ეძინოთ დივანზე, მშობლების საწოლში და სხვა შეუსაბამო ადგილას

2. უნდა ეძინოთ ზურგით

3. დააწვინეთ რბილ მატრასზე, სათამაშოების, ბალიშების და სხვა საგნების გარეშე

4. პატარას უნდა ეძინოს თქვენს ოთახში, ოღონდ არა თქვენს საწოლში

5. მიეცით საწოვარა ძილის პროცესში

6. არ მოწიოთ სიგარეტი იმ ოთახში სადაც პატარას ძინავს