მთავარი ასტროლოგია ასიამოვნეთ ყვითელი მიწის ღორს. ასტროლოგები გვირჩევენ რა ფერის სამოსი არ უნდა ჩავიცვათ 2019 წელს.

ასიამოვნეთ ყვითელი მიწის ღორს. ასტროლოგები გვირჩევენ რა ფერის სამოსი არ უნდა ჩავიცვათ 2019 წელს.

by Keti

2019 წელს ყვითელ მიწის ძაღლს შეცვლის ახალი მფარველი – ყვითელი მიწის ღორი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საახალწლო ჩაცმულობა, რაშიც შარშან დაიხარჯეთ, მშვენივრად გამოგადგებათ წლევანდელი ახალი წლის შესახვედრადაც. მაგრამ არის ერთი ნიუანსი – სტილისტები გვირჩევენ უპირატესობა მივანიჭოთ კაბას, მთავარია ის იდეალურად მოერგოს ფიგურას. ღორი ჭკვიანი, საიმედო ცხოველია, აფასებს მომჭირნეობას და არა ფულის უაზრო ხარჯვას.

რა ჩავიცვათ დღესასწაულზე, რათა ვასიამოვნოთ წლის მფარველს? რა ფერებში შევხვდეთ ახალ, 2019 წელს?

არ არის საიდუმლო, რომ ღორი ყვითელი ფერის მიმართ კეთილგანწყობილი იქნება. მაგრამ ეს არ არის წარმატების მომტანი ერთადერთი ფერი, რადგან ღორი არამხოლოდ ყვითელია, არამედ მიწისაცაა, რომელიც ბუნებრივ ფერებს შეიცავს – ქვიშის, თაფლის, კაკლის, ყავისფერ, მწვანეს, გრაფიტის.. ეს ფერები არამხოლოდ ახალი წლის ღამეს, არამედ მთელი წლის მანძილზე იქნება აქტუალური.

ფერი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის:

ვერძი

ვერძები ენერგიული, თამამი, ვნებიანი, ხშირად ჯიუტი, დამორჩილებადი ქმნილებები არიან. სტილისტები მათ სთავაზობენ ჩაცმულობის ხასიათი წითელ ტონებში გამოხატონ.

კურო

ღია და მიზანმიმართული კუროს საფირმო ფერი არის მუქი ლურჯი. ისინი მიწის სტიქიას ეკუთვნიან, ამიტომ ლურჯი ფერის გარდა, ახალ წელს, იდეალურად მოუხდებათ ქარვისფერი, კაკაოსფერი, ოქროსფერი და მუქი ყვითელი ფერები.

ტყუპები

საახალწლოდ მათ შეუძლიათ ინებივრონ ცივი ფერებით: თეთრი, ღია ცისფერი, ვერცხლისფერი, ნაცრისფერი… ექსპერტები რეკომენდაციას აძლევენ, რომ აირჩიონ წყვილი მორთულობები: მაგალითად ორი ბეჭედი ან სამაჯური თითო ხელზე.

კიბო

ისინი რომანტიკული ქმნილებები არიან და ძლიერად აფასებენ სახლის სიმყუდროვესა და კომფორტს. კირჩხიბებს მოუხდებათ ბარხატის ან აბრეშუმის ნაჭრის მორთულობა თბილ ტონებში (ატმისფერი, ვანილისფერი, მდოგვისფერი, ღია ოქროსფერი).

ლომი

თვითდაჯერებული, უხეში ლომები აფასებენ ყველაფერში ფუფუნებას. ხასიათის ეს თვისება მსუბუქად გამოიხატება ოქროსფერი ელემენტებით ან მდიდრული კაბით. რეკომენდირებული ფერი მათთვის არის ოქროსფერი, ყვითელი ლეოპარდისფერი, თეთრი, მელნისფერი.

ქალწული

ფეთქებადი ხასიათის ქალწულებმა უნდა შეარჩიონ შოკოლადისფერი და მასთან მიახლოებული ხაზი – ღია ყავისფრიდან ნაზ კრემისფერამდე – კაბები.

სასწორი

დიზაინერები სასწორს ურჩევენ ყურადღება მიაქციონ შიფონის, ხავერდისა და აბრეშუმის თეთრ, ბორდოსფერ, ვერცხლისფერ ან მუქ ფერებს.

მორიელი

სრული სიცოცხლისუნარიანობის ნიშანი. ამას შეიძლება ხაზი გაესვას წითელი და ნარინჯისფერი სამოსით.

მშვილდოსანი

ფეთქებადი ხასიათი და თავდაჯერებულობა შეიძლება კომპენსირდეს ჩაცმულობის ზომიერებით: ნაზი და არაჭყეტელა ფერებით (ღია კაკაოსფერი, ღია ვარდისფერი, ცისფერი, ღია ყვითელი..)

თხის რქა

ქალებმა უპირატესობა უნდა მიანიჭონ ყვითელ, მდოგვისფერ, ღია კაკაოსფერ, რძისფერ ან ყავისფერ კაბებს. სტილისტები ურჩევენ ერთი ტონის შერჩევას.

მერწყული

პატიოსნება, სიკეთე, მსუბუქი ხასიათი – მათი მთელი სიმდიდრეა. ამის ხაზგასმა შეიძლება საახალწლო წითელ, შავ, ოქროსფერ და ბორდოსფერ მორთულობაში.

თევზები

მომხიბლავი, ნაზი და იდუმალი ქალთევზები გამოირჩევიან მტკიცე ხასიათით. საუკეთესო ფერი თევზების მორთულობისთვის არის ცისფერი, ფირუზისფერი, ლურჯი, თეთრი, ღია მწვანე სამოსით.

რეკომენდირებულია, რომ წელს მხოლოდ ყვითელი ფერით არ შემოვიფარგლოთ და გარდა მოდური ტენდენციებისა ჩვენი ფიგურის თავისებურებებიც გავითვალისწინოთ.