მთავარი გასართობი ამ 20 ფოტოდან ერთი მაინც გახდება თქვენი ღიმილის მიზეზი

ამ 20 ფოტოდან ერთი მაინც გახდება თქვენი ღიმილის მიზეზი

by guramus

თუ ვინმემ მეტროში მხარი უხეშად გაგკრათ, თქვენი პარკინგის ადგილი სხვამ დაიკავა ან სხვა რომელიმე მიზეზის გამო ცუდ ხასიათზე ხართ,ეს ფოტოები აუცილებლად მოგგვრით სახეზე ღიმილს.ამ ფოტოებში წარმოდგენილი სიტუაციები მართლაც უნიკალურ და ყველაზე ადამიანურ გრძნობებს გამოხატავს, ამიტომაც მათი დათვალიერება გულგრილს არ დაგტოვებთ.

 

#1. ეს ფერმერი მაე ბუაა. ამ ქალბატონის ბრინჯის მინდვრები იმ წყალმა გაანადგურა, რომელიც ბავშვების გადასარჩენად მაშველებმა დატბორილი გამოქვაბულებიდან ამოტუმბეს. როგორც მაე ბუამ განაცხადა, იგი ღიმილით მიესალმება ამ ფაქტს და სრულიად არ არის გაბრაზებული, რადგან მისთვის გადარჩენილი 12 ბავშვის სიცოცხლე უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ბრინჯის ნათესები.

 

#2. როდესაც 5 შვილის დედა დიაბეტის შეტევის გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს, ორმა პოლიციელმა გადაწყვიტა სახლში დარჩენილიყო და ბავშვებისთვის სადილი მოემზადებინა. მოწადინებულმა ოფიცრებმა ვახშმის გამზადების შემდეგ ჭურჭელიც კი დარეცხეს.

 

#3. ფოტოზე ასახულია ჯეიმს ჰარისონი, რომელმაც 2.4 მილიონი ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა საკუთარი სისხლის დონირების შედეგად. მას ორგანიზმში იშვიათი სახის ანტისხეული ჰქონდა, რომლის გამოც მისი სისხლის გადასხმა ბავშვებს ყველაზე იშვიათი დაავადებებისგან თავის დაცვაში ეხმარებოდა. ჯეიმსი 60 წლის განმავლობაში ყოველ კვირა აბარებდა სისხლს, ხოლო ახლა იგი უკანასკნელად აბარებს სისხლს და რათქმაუნდა მადლიერი სტუმრები გვერდით უდგანან.

 

#4 ეგვიპტელი ფანი მექსიკელმა და კოლუმბიელმა გულშემატკივრებმა ხელში აიყვანეს, რათა მისი ქვეყნის ნაკრების თამაშის დანახვა შეძლებოდა:

 

#5 არაბი პოლიციელები ქალ მძღოლებს ყვავილებს ურიგებენ მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ქალებს მანქანის ტარების უფლება კანონით მიანიჭეს.

 

#6 დედის მზრუნველი ხასიათი ძაღლებშიც აშკარად ისახება:

 

#7. ეს კეთილი მუსიკოში მეტროში ფულის მოსაგროვებლად უკრავს, თუმცა მის ყუთში ჩაყრილ ხურდას სრულიად არაორდინალური დანიშნულება აქვს. იგი ამ თანხას უსახლკარო ადამიანებისთვის აგროვებს და ყუთიდან ფულის ამოღების ნებას აძლევს იმ გაჭირვებულ გამვლელებს, ვისაც ეს სჭირდება.

 

#8 72 წლის მოხუცს ცოლის გარდაცვალების მიუხედავად სიყვარული მაინც არ უნელდება. იგი ყოველდღე სანაპიროს სტუმრობს მისი მეუღლის პორტრეტთან ერთად რათა ის ადგილი მოინახულოს, სადაც მათ ერთმანეთი გაიცნეს.

 

#9 ახალგაზრდა ბიჭმა ავტობუსის მოსვლამდე დარჩენილი დრო ორიგინალურად გაიყვანა. მან გაჩერების ირგვლივ დაყრილი ნაგავი მოაგროვა და ურნაში ჩაყარა. ამასობაში მისი ავტობუსიც მოვიდა და იგი საკუთარ გზას დაადგა.

 

#10 ფელიქს სანჩესის ბაბუა 2008 წლის პეკინის ზაფხულის ოლიმპიადის წინ გარდაიცვალა. ამის გამო განერვიულებულმა სპორტსმენმა მხოლოდ 22–ე ადგილზე გასვლა მოახერხა. მან დაიფიცა, რომ ბაბუის ხსოვნის საპატივცემულოდ ოქროს მედალს მოიპოვებდა და მან ეს 2012 წელს მოახერხა. ფელიქსმა შეჯიბრში მონაწილეობა ბაბუის სურათთან ერთად მიიღო, რომელიც ფორმის შიდა მხარეს ჰქონდა მიკრული და გამარჯვების შემდეგ სწორედ მის წინაშე დაჩოქებით აღნიშნა წარმატება.

 

#11. ეს ბედნიერი მამაკაცი რამდენიმე წლის განმავლობაში დღეში 15 საათი კომპანია უბერის მძღოლად მუშაობდა, რათა საკუთარი ოცნება აესრულებინა და რესტორანი გაეხსნა. საბოლოოდ მან ამას მიაღწია და ფოტოს გადაღების დროს იგი სწორედ კულინარის დიპლომს იღებს.

 

#12. ფოტოზე პრინცი ჰარი და მისი მეგობარი ობოლი ბავშვი არიან გამოსახული, რომელიც მან 14 წლის წინ აფრიკაში ვიზიტისას გაიცნო. ამდენი წლის შემდეგ სამეფო ოჯახის წევრმა იგი საკუთარ ქორწილში მიიწვია სტუმრად:

 

#13. ტეხასში თინეიჯერ ბიჭს მთელი სკოლა ერთდროულად ამხნევებს მას შემდეგ, რაც მისი დედა კიბომ შეიწირა.

 

#14. ერთგულმა პატრონმა საკუთარი ძაღლის ოპერაციის თანხების დასაფარად ავტომობილი გაყიდა:

 

#15. მეტყევეებმა შემთხვევით ხეს ის ნაწილი მოაჭრეს, რომელშიც დედა კოდალას ბუდე და პატარა ბარტყები ჰყავდა დატოვებული. ამ ფაქტის შემჩნევის შემდეგ მუშებმა მალევე მოიფიქრეს ორიგინალური გამოსავალი და ხესთან დაბრუნებულ დედას ბუდე თითქმის ორიგინალურ მდგომარეობაში დაახვედრეს. კოდალამ შვილები მშვიდად გამოკვება:

 

#16. ერთ–ერთი კოლეჯის კურსთამთავრებულთა დაჯილდოების ცერემონია, რომელშიც 92 წლის სტუდენსაც გადაეცა საოცნებო დიპლომი.

 

#17. ყველა პროფესიის წარმომადგენლებს აქვთ განტვირთვის უფლება

 

#18. 17 წლის შემდეგ მონდომებულმა გოგონამ ოცნება აიხდინა

 

#19. პოლიციის ოფიცერმა ქუჩაში უსახლკარო ადამიანი გაიცნო, რომელიც მრავალი წელი უსახლკაროდ და სამსახურის გარეშე ცხოვრობდა. იგი გაჭირვებულ მამაკაცს წვერის გაპარსვაში მოეხმარა და თან სუფთა სამოსიც აჩუქა. ამის შედეგად უსახლკარო ფილმა მაკდონალდში ინტერვიუ წარმატებით ჩააბარა და მისი პირველი სამსახურიც იშოვა.

 

#20. საშინელი შტორმის შემდეგ, პენსიაზე გასულმა მოხუცმა გადაწყვიტა მის მეზობლებს დახმარებოდა გაზონების გასუფთავებაში. იგი საკუთარი მანქანით დადიოდა მისი სახლის ირგვლივ მდებარე ქუჩებში და ხეებით დაფარულ ეზოებს ასუფთავებდა საკუთარი ნებით. მისი თქმით, პენსიაზე გასვლის შემდეგ საკმარისი დრო აქვს სხვების დასახმარებლად.