მთავარი ფილმები 10 ფრანგული ფილმი სასიამოვნო საღამოსთვის

10 ფრანგული ფილმი სასიამოვნო საღამოსთვის

by guramus

ფრანგები ორიგინალობით ბევრ რამეში გამოირჩევიან, განსაკუთრებით კი კინემატოგრაფიაში. მათი ფილმები სხვაში ვერ შეგეშლებათ: იუმორი, პერსონაჟები, მომქედების ადგილი, ურთიერთობა, პორნო და სექსი, ემოცია- ფრანგული სული ყველაგან იგრძნობა. წარმოგიდგენთ 10 ფრანგულ კომედიას სასიამოვნო განწყობის შესაქმნელად.

  1. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება\Bienvenue chez les ch’tis (2008)

7

ფილმში კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ფილიპ აბრამსი, საფოსტო განყოფილების უფროსი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ კასისში, მარსელის ახლოს მდებარე სამოთხის კუთხეში გაანაწილონ, თუმცა მისი ყველა მცდელობა კრახით სრულდება. მისი ოცნებები იმსხვრევა, როდესაც მცირე დარღვევისათვის ორი წლით სამხრეთიდან ჩრდილოეთში გადაიყვანენ. სამხრეთელებისათვის ჩრდილოეთის პოლარული რეგიონი ნამდვილი საშინელებაა, თუმცა ფილიპი აღმოაჩენს მომხიბლავ ადგილებს, სტუმართმოყვარე ხალხს და ახალ მეგობრებს შეიძენს.


2. ეს უხერხული მომენტი\ Un momento D’egarement (2014)

10

ფილმი ეს უხერხული მომენტი მოგვითხრობს ორ ძველ მეგობარზე, რომლებმაც გადაწყვიტეს ქალიშვილებთან ერთად წავიდნენ დასასვენებლად, თუმცა ეს არცთუ ისე კარგი იდეა აღმოჩნდება, რადგან ერთ-ერთი მამაკაცი რომანს გააბამს საუკეთესო მეგობრის 17 წლის ქალიშვილთან, რომელიც მისი შვილის ბავშვობის მეგობარიც არის.


3. დაქორწინება ორი დღით\ Un plan parfait (2015)

9
ფილმში დაქორწინება 2 დღით იზაბელი გათხოვებაზე ოცნებობს, მაგრამ მისი ოჯახი დაწყევლილია; ყოველი პირველი ქორწინება აუცილებლად განქორწინებით სრულდება. ამიტომ, როდესაც შეყვარებული ხელს სთხოვს, იზაბელი გადაწყვეტს ბედის მოტყუებას. იპოვის პირველშემხვედრ უიღბლოს, შეაყვარებს თავს და ცოლად გაჰყვება…


4. სახელი\ Le prenom (2012)

8

ფილმში სახელი მეგობრული შეკრებისას ვენსანი, რომელიც სულ მალე მამა უნდა გახდეს , კითხვაზე თუ რას დაარქმევს ბავშვს პასუხობს , რომ მისი რჩეული სახელი ადოლფია. ვენსანის აზრით უცოდველი ხუმრობა გარშემომყოფებისთვის ნამდვილ ბომბად გადაიქცევა და წვეულების განმავლობაში არაერთი საიდუმლოს გამჟღავნების მიზეზი გახდება.


5. გიჟური ქორწილი\ QU EST-CE QU ON A FAIT AU BON DIEU?(2014)

4

ფილმის გიჟური ქორწილი მთავარი გმირები მუსიე ვერნეი და მისი ცოლი-წესიერი, ბურჟუაზიული ოჯახური წყვილია, რომელსაც ოთხი ულამაზესი ქალიშვილი ჰყავს. ასეთი ოჯახების უმთავრესი პრობლემა ქალიშვილების კარგად გათხოვებაა, თუმცა მსგავსი პრობლემა ვერნეის ოჯახს არ აქვს, სამი ქალიშვილი დაოჯახებულია, მაგრამ სიძეებმა, რბილად რომ ვთავათ, არ გაამართლეს: ერთი ჩინელია, მეორე არაბი, მესამე კი ებრაელი… მეოთხე ქალიშვილის გათხოვების დრო რომ მოვიდა, მან განაცხადა რომ მისი რჩეული შავკანიანია…