წლები თავისას შვრება და როგორც არ უნდა მოვუაროთ სახეს, 40-50 წლიდან ჩნდება ნაოჭები, იცვლება სახის მოყვანილობა, ეს კი კანისა და კუნთების ტონუსის კარგვის გამო. ფრანგი კოსმეტოლოგი ეველინ განტერი გთავაზობთ ეფექტურ საშუალებას ახალგარდობის დასაბრუნებლად – სახის კუნთების განმუხტვის ვარჯიშს.
ჩვენ გავეცანით ამ ვარჯიშებს და გთავაზობთ მათ. ავტორი გვირჩევს მათ ჩატარებას უკვე 30 წლის შემდეგ.რადგან საუკეთესო წამალი ხომ პროფილაქტიკაა.
ნაოჭების საწინააღმდეგო ვარჯიშები
ეველინ განტერის ვარჯიშები რთული არაა. მას არ აქვს შეზღუდვები და უკუჩვენება. ვარჯიში უნდა შეასრულოთ ყოველდღე ან კვირაში 4-5ჯერ. ერთი თვის შემდეგ უკვე 5 წლით ახალგაზრდას დაემსგავსებით, ამტკიცებს ფრანგი კოსმეტოლოგი.
ვარჯიში ჩაატარეთ ნელა, გამოიყენეთ თითები და ხელისგულები. თითის ზეწოლა საჭირო კუნთებს დაძაბვას აიძულებს. ამის გარეშე ვარჯიშებს აზრი არ აქვს. არ დაგავიწყდეთ ვარჯიშებამდე სახის გაწმენდა და ხელების დაბანა.
1. სახის მასაჟი ტაშით
ეს ვარჯიში უხდება ნებისმიერი ასაკის ქალს. ის საუკეთესოდ ჭიმავს კონტურებს და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. ამრიგად, დაიტანეთ სახეზე დღის მალამო, დაიწყეთ ტაშის კვრა ყელიდან მარცხნიდან მარჯვნივ. შემდეგ გადადით ნიკაპზე, უტყაპუნეთ ხელის თითებით ნიკაპის შუა ნაწილიდან ყურებამდე.
გააკეთეთ მასაჟი სახის ყველა უბანზე – ცენტრიდან პერიფერიისკენ და გადადით შუბლზე. დარტყმის ძალა თავიდან უნდა იყოს სუსტი და ზომიერი, შემდეგ თანდათან გაზარდეთ ისე, რომ შესამჩნევი იყოს ტაში. თუნცა ტკივილამდე ნუ მიიყვანთ. 30 წლის ასაკიდან მასაჟი გააკეთეთ ერთხელ, დილაობით. 40 წლის შემდეგ დღეში ორჯერ – დილა-საღამოს.
2. ჰორიზონტალური ნაოჭების გასწორება შუბლზე
ეს ვარჯიში შუბლის ნაოჭების მოშორებაში დაგეხმარებათ და წარბების აწევაში. ორივე ხელის საჩვენებელი თითი წარბების პარალელურად მოათავსეთ – რამდენიმე მილიმეტრით მაღლა. მჭიდროდ მიაჭირეთ თითები კანს, ისე რომ წარბებმა ვერ შეძლოს აწევა.
ეცადეთ გადალახოთ თითების წინააღმდეგობა და ასწიოთ წარბები. როცა დაძაბულობა ყველაზე ძლიერი იქნება, გაჩერდით ასე 5 წამით. შემდეგ მოდუნდით. გაიმეორეთ ეს სამჯერ.
3. შუბლის ვერტიკალური ნაოჭების გასწორება
ვარჯიშისას ჩართულია კუნთი, რომელიც წარბებს შეჭმუხვნაში ეხმარება. მჭიდროს მიაჭირეთ წარბებსა და შუბლს ხელის თითები, გაშალეთ ხელები, თითქოს შუბლის კანს ჭიმავთ. შემდეგ წარბების შეჭმუხვნას ეცადეთ. გაჩერდით ასე 15-20 წამი. ამ დროს შუბლზე არ უნდა იყოს ნაოჭი. თუ ისინი არის, გაჭიმეთ კანი ხელებით უფრო ძლიერად. მოდუნდით. გაიმეორეთ ვარჯიში სამჯერ.
4. თვალქვეშა ტომრების მოშორება
შუა და საჩვენებელი თითი თვალის შიდა კუთხეში მოათავსეთ, რათა კუთხე დააფიქსირონ. არ დააწვეთ ძლიერად. გაახილეთ თვალები და შეჭმუხნეეთ ქვედა ქუთუთო, რათა გამკვრივდეს.
ისუნთქეთ მშვიდად. დაძაბულობისას გაჩერდით 15-20 წამით, შემდეგ მოდუნდით და სამჯერ გაიმეორეთ.
5. სახის ოვალის კორექცია
ეს ვარჯიში დაგეხმარებათ ლოყების მოშორებაში. გააღეთ პირი და შუა და საჩვენებელი თითები დაიდეთ ქვედა კბილებზე, ეცადეთ დახუროთ პირი, თან არ გაჭიმოთ ის ქვევით. გაჩერდით 15-20 წამი. მოდუნდით და სამჯერ გაიმეორეთ.
6. ნიკაპის გამკვრივება
საჩვენებელი, შუა და არა თითები დაიდეთ ქვედა ტუჩის ქვეშ. შეეცადეთ ტუჩების დახმარებით მოიშოროთ უძრავი თითები. გააკეთეთ 30 წამით, შემდეგ მოდუნდით და ორჯერ გაიმეორეთ.
7. ცხვირ-ტუჩის ნაკეცის მოშორება
საჩვენებელი, შუა და არა თითები მიადეთ ქვედა ტუჩის ღრძილებს კა კბილებს. დახუჭეთ თვალები, გააღეთ პირი და წარმოთქვით ბგერა ,,ო”. ზედა ტუჩმა დაჭიმვა უნდა იგრძნოს. გააკეთეთ ეს ერთი წუთით. გააკეთეთ ჯერჯერობით დღეში ორჯერ და შემდეგ ერთხელ.
8. მთელი თვალის გამაგრება
საჩვენებელი თითები წარბებზე დაიდეთ და მიაწექით. დანარჩენი თითები მოხარეთ. 5 წამი იყურეთ ქვემოთ და მარცხნივ. შემდეგ ასწიეთ თვალები, არ შეცვალოთ ხედვის მიმართულება. თვალები ნელა გადააადგილეთ და შემდეგ 5 წამით იყურეთ მარცხნივ და მაღლა. ნელა გადაიტანეთ მზერა მარჯვნივ და მაღლა. ნელა დაუშვით მზერა ქვემოთ, შწემდეგ იყურეთ მარჯვნივ და ქვემოთ. დახუჭეთ თვალები. მოდუნდით 5-10 წამი და გაიმეორეთ სამჯერ
9. ნიკაპის ფორმირება
ზუსტად ნიკაპის შუაში და ქვემოთ დაიდეთ დიდი თითები, თვალები დახუჭეთ, მიაწექით ნიკაპს ქვენმოთ დიდი თითებით, თავით გაუწიეთ წინააღმდეგობა. 1 წუთით დააწექით ნიკაპის ქვედა ნაწილს თითებით. გაიმეორეთ დღეში ერთხელ. როცა დაასრულებთ ნიკაპის ცხიმოვანი ფენის მასაჟი გაიკეთეთ.
10. პირის კუთხეების აწევა
საჩვენებელი თითები დაიდეთ პირის კუთხეებზე. ნელა მიაწექით. ეცადეთ თითების წინააღმდეგობის გადალახვას. გაჩერდით 30 წამით და მოდუნდით. გაიმეორეთ ორჯერ.
გაუზიარეთ სტატია მეგობრებს, რათა მათაც იზრუნონ თავიანთ სილამაზეზე!