მთავარი რჩევები 5 ყალბი საჭმელი, რომელსაც ყოველდღე ყიდულობთ და ვერ ხვდებით

5 ყალბი საჭმელი, რომელსაც ყოველდღე ყიდულობთ და ვერ ხვდებით

by guramus
კვერცხი

ყალბი კვერცხები შეიცავენ ბევრ ისეთ საზიანო ინგრედიენტს, როგორიცაა ბენზოიდის მჟავა, სოდიუმი და ბევრი სხვა. ამიტომ კვერცხის ნებისმიერი ნაწილი შეიძლება იყოს ყალბი, ცილაც და გულიც. ეს პრობლემა უმეტესწილად აზიაში გვხვდება, თუმცა მაინც საჭიროა კვერცხის შეძენისას ფრთხილად იყოთ.

როგორ ავირიდოთ თავიდან ყალბი კვერცხის ყიდვა?

  • ყალბ კვერცხებს უხეში კარკასი აქვთ და როგორც წესი ნამდვილებზე უფრო დიდი ზომის არიან. თუკი კარკასი ჩვეულებრივს გავს, მაშინ მიაქციეთ ყურადღება გულს. თუკი ის ზედმეტად ყვითელია, მაშინ კვერცხი ყალბია.
ასტრია

2010 წელს აღმოაჩინეს რომ ასტრიის დიდი ნაწილი, რომელიც ჩინეთში იწარმოება, ყალბია. ის მზადდება დამლპალი მარცვლეულისა და მომწამვლელი ნივთიერებების ნარევისგან. მას პლასტმასისგანაც კი აკეთებენ. საქმე იმაშია, რომ სწრაფი კვების ობიექტების მიერ გამოყენებული სანელებელი სოუსები ამ კერძის უარყოფით მხარეებს ნიღბავს, მაგრამ თუკი მას სოუსების გარეშე გასინჯავთ, მაშინვე მიხვდებით ის ყალბია თუ არა.

ვაშლები

გასაოცარია ის ფაქტი, რომ ვაშლიც კი შეიძლება იყოს ყალბი. ამ შემთხვევაში თვითონ ვაშლი შეიძლება ნამდვილი იყოს, თუმცა მასში შეშვებული დანამატები საშიშია. ასეთ ვაშლებს ქიმიკატების დახმარებით ზრდიან, რათა კარგი ვიზუალი ჰქონდეთ. ასევე მათ სპეციალური ხსნარით აპრიალებენ, რათა გარეკანის ფერი და ფორმა დიდხანს შეინარჩუნოს, რის გამოც მათი ჭამა თქვენი ჯანმრთელობისათვის მართლაც ძალიან საშიშია.

როგორ ავირიდოთ თავიდან ყალბი ვაშლის ყიდვა?

  • თუკი ვაშლები ზედმეტად ბრწყინავს, ზედმეტად მწვანეა ან ზედმეტად მრგვალი, ისინი დიდი ალბათობით ყალბია. იყიდეთ ისეთი ვაშლები, რომლებიც არ გვანან ფოტოშოპით დახატულებს.
მოცვი

ამერიკის შეერთებულ შტატებში მასშტაბური კვლევა ჩაუტარეს იმ პროდუქტებს, რომლებიც წესით მოცვს უნდა შეიცავდეს და ამ კვლევის შედეგები საკმაოდ ცუდია. როგორც აღმოჩნდა, ამ პროდუქტების უმრავლესობა მოცვის ნასახსაც კი არ შეიცავს. ისინი დამზადებულია სახამებლების, საღებავების, არომატული შენარევებისა და ჰიდროგენული ზეთების ნარევისგან. ასეთი დიდი ოდენობით ყალბი მოცვის პროდუქტი იმიტომ არსებობს, რომ ამ საჭმელზე მოთხოვნა მართლაც ძალიან დიდია, რადგან იგი სუპერსაჭმელად ითვლება.

როგორ უნდა ავირიდოთ ყალბი მოცვის შემცველი პროდუქტის ყიდვა თავიდან?

  • წაიკითხეთ მაღაზიის დახლზე განთავსებული პროდუქტის ინგრედიენტების სია მის შეფუთვაზე. თუკი პროდუქტში შემავალი ნარევების სიაში Indigo carmine (E132)–ს აღმოაჩენთ, ესეიგი ეს პროდუქტი მოცვს საერთოდ არ შეიცავს. სწორედ ასეთი მარტივი ხერხით შეძლებთ ძირითადი და ცნობილი ნაწარმის შემოწმებას.