2.1K
ბერძნული სალათა საბერძნეთის ერთადერთი ნაციონალური კერძი არაა. გაგიგიათ “პესტიციო”, “მელომაკარონა” ან “კეფტედესი”?
წარმოგიდგენთ განუმეორებლად გემრიელ ბერძნულ კერძებს, რონლებიც შეგიძლიათ სახლში მოამზადოთ.
ბერძნული სალათა – Χωριάτικη σαλάτα
ინგრედიენტები:
- 200 გ პომიდორი
- 150 გ კიტრი
- 150 გ ფეტა (ბერძნული ყველი)
- 50 გ დაჭყლეტილი ხახვუ
- 25 გ ოხრახუში
- 60 გ ზეთისხილი
- 15 გ ზეითუნის ზეთი
- მარილი, პილპილი, ორეგანო
მომზადება:
- დაჭერით ყველი ფეტა კუბიკებად, წვრილად დაჭერით ოხრახუში.
- შემდეგ დაჭერით ბოსტნეული (პომიდორი, კიტრი და ხახვი) და დაუმატეთ ზითისხილი და ზეითუნის ზეთი. აურიეთ.
- დაუმატეთ ყველი ფეტა.
- მოაყარეთ ორეგანო, მარილი და პილპილი გემოვნებით.
მწვადი – Σουβλάκι
ინგრედიენტები:
- 1 კგ ღორის ხორცი
- 1 თაცი დაჭყლეტილი ხახვი
- 1 ბულგარული წიწაკა
- 1 პომიდორი
- 2 კბილი ნიორი
- 2-3 ს. კ. ზეითუნის ზეთი
- 1 ჩ. კ. ორეგანო
- 1/2 ლიმნის წვენი
- მარილი, ახლადდაფქული შავი პილპილი
მომზადება:
- ღორის ხორცი პატარა ნაჭრებად დაჭერით.
- ხახვი და ბულგარული წიწაკა დიდ კვადრატებად.
- ნიორი დაჭყლიტეთ და აურიეთ ზეითუნის ზეთთან და ორეგანოსთან.
- ჯამში მოათავსეთ ხორცი, პილპილი და ხახვი. დაუმატეთ მარინადი, მოაყარეთ მარილი, პილპილი და აურიეთ. დაახურეთ თავზე და მაცივარში 3 საათით შეინახეთ.
- შამფურებზე მორიგეობით წამოაცვით ხორცის და ბოსტნეულის ნაჭრები. ხის შამფურები წინასწარ ნახევარი საათით წყალში გააჩერეთ.
- გაზქურას დააფარეთ ფოლგა, ზევიდან რკინის თარო და მასზე შამფურები.
- 180 გრადუსზე გაცხელებულ გაზქურაში 30 წუთით მოათავსეთ.
გამომცხვარი მაკარონი ხორცით – Παστίτσιο
ინგრედიენტები:
- 800 გ მაკარონი (სქელი სპაგეტი ან ნებისმიერი სქელი მაკარონი)
- 800 გ ნებისმიერი ფარში
- 2 ხახვი
- 1/2 ჭიქა თეთრი ღვინო
- 1 ჭიქა ტომატის წვენი
კრემისთვის:
- 2 ს. კ. ნაღების კარაქი
- 1/2 ლ რძე
- 2 ს. კ. ფქვილი
- 200 გ ნებისმიერი ყველი მაგარი სახეობების
- დარიჩინი
- მუსკატის თხილი
- მარილი, პილპილი
მომზადება:
- მოხარშეთ მაკარონი ბოლომდე, დაუმატეთ მზესუმზირის ზეთი.
- ტაფაზე შეწვით წვრილად დაჭრილი ხახვი, დაუმატეთ ფარში და აურიეთ.
- 5-7 წუთის შემდეგ დაუმატეთ ღვინო,მარილი, პილპილი, ცოტაოდენი დარიჩინი და მუსკატის თხილი. როგორც კი ღვინო აორთქლდება, დაუმატეთ ტომატის წვენი და აურიეთ. მოამზადეთ, სანამ სირბილე არ დაიკარგება.
- კრემისთვის: ქვაბში საშუალო ცეცხლზე დაადნეთ ნაღების კარაქი. შემდეგ მოურიეთ, დაუმატეთ ფქვილი, რძე, მარილი და პილპილი კრემოვანი მდგომარეობის მიღებამდე. სულ ბოლოს დაუმატეთ ყველი.
- ღრმა გაზქურაში, რომელსაც მცენარეული ზეთი უსვია, ყველა ფენა დააწყვეთ: 1/2 ნაწილი მაკარონი, ფარში, 1/2 ნაწილი მაკარონი, ზევიდან კრემი.
- წინასწარ 180-200ºC-ზე აგცხელებულ გაზქურაში მოამზადეთ 30-40 წთ. კრემმა წითელ-ოქროსფერი შეფერილობა უნდა მიიღოს.
პიტა ქათმით – Κοτόπουλο Γύρος
ინგრედიენტები:
- 4 ც პიტა
- 200 გ ქათმის ფილე
- 200 გ სალათის ფურცელი
- 30 გ წითელი ხახვი
- 20 გ ვაშლის ძმარი
- 50 გ ქინძი
- 30 გ კამა
- 1 ნიორი
- 200 гგ ნატურალური იოგურტი
- 40 გ სოიოს სოუსი (ან მარილი/პილპილი)
მომზადება:
- სოუსისთვის: დაჭყლიტეთ 1 მარცვალი ნიორი, წვრილად დაჭერით კამა, დაუმატეთ ქინძი, იოგურტი, სოიოს სოუსი (ან მარილი/პილპილი). ყველაფერი კარგად აურიეთ და მაცივარში შედგით.
- ქათმის ფილე საშუალო ნაჭრებად დაჭერით, დააწყვეთ ტაფაზე, სადაც ზეითუნის ზეთი ასხია, მოასხით სოიოს სოუსი და პაპრიკა. გადმოიღეთ როცა ოქროსფერი იქნება.
- წითელი ხახვი დაჭერით ნახევარწრეებად და დაამარილეთ ვაშლის ძმარში 5 წუთით.
- პიტა მოათავსეთ გაქურაში და წინასწარ 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 3-4 წთ გააჩერეთ.
- გამოიღეთ პიტა. ჯერ მოათავსეთ 100 გ სალათის ფურცელი, შემდეგ ხახვი და 1 ს.კ. სოუსი, დაუმატეთ ქათამი, დაასხით 2 ს.კ. სოუსი და დაუმატეთ დარჩენილი სალათი.
კოტლეტები საკმაზებით – Κεφτέδες
ინგრედიენტები:
- 500 გ ღორის ფარში
- 150 გ დაჭყლეტილი ხახვი
- 1-2 კბილიდ აჭყლეტილი ნიორი
- 100 გ (2 ნაჭერი) გამხმარი პური
- 1 ქათმის კვერცხი
- 1 ს.კ. წითელი ღვინის ძმარი
- 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი
- 1 ჩ.კ. გამხმარი ორეგანო
- 4 ს.კ. დაჭყლეტილი ოხრახუში
- 1 ჭიქა ფქვილი
- მარილი, პილპილი
- ზეითუნის ან მზესუმზირის ზეთი შეწვისთვის
მომზადება:
- ფარშისთვის: ჩაალბეთ პური წყალში ან რძეში (5-10 წთ). შემდეგ ხელით მოზილეთ ღრმა ჯამში. დაუმატეთ სხვა ინგრედიენტები, ფქვილის და ზეთის გარდა, კარგად მოზილეთ ფარში.ფარშიან ჯამს დაახურეთ საკვებისთვის განკუთვნილი პარკი და მაცივარში 1-1,5 საათით დატოვეთ. ამის შემდეგ გამოიღეთ და სითხე გადაასხით.
- ერთ ხორცის ბურთულაზე აიღეთ 2 ს.კ. ფარში. შეწვამდე ყოველი ბურთულა ფქვილში ამოავლეთ.
- ნახევრად ჩაძირეთ კარგად გაცხელებულ ზეთში და შეწვით 10 წუთი ისე, რომ ერთნაირი ყავისფერი შეფერილობა მიიღონ.
- მოათავსეთ ქაღალდის ხელსახოცზე, რათა ზედმეტი ცხიმისგან გაიწმინდოს.
ვაშლის ღვეზელი – Μηλόπιτα
ინგრედიენტები:
- 300 გ ფქვილი
- 1 კგ გასუფთავებული ვაშლის პიურე
- 2 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
- 1 კვერცხი
- 2 ს.კ. დაფხშვნილი სუხარი
- 100 გ დაჭყლეტილი ნიგოზი
- მარილი
- დაფქული დარიჩინი
- 150 გ მარგარინი
- 100 გ შაქარი
- 1 ს.კ. ლიმნის წვენი
მომზადება:
- ცომისთვის: აურიეთ ფქვილი, მარგარინი, წყალი და მარილი. ყველაფერი კარგად აურიეთ.
- ვაშლის პიურეს შეურიეთ შაქარი, ლიმონი, სუხარი, ნიგოზი და დარიჩინი.
- გაყავით ცომი ორ ნაწილად: პირველი ნაწილი მრგვალ ფორმაზე დადეთ და ზევიდან ვაშლის პიურე მოათავსეთ. მიღებულ მასას დარჩენილი ცომი დაასხით.
- გამოაცხვეთ გაზქურაში 175ºC ტემპერატურაზე 50-60 წუთით.