წარმოგიდგენთ ჩვევებს, რომლებიც უნდა გნივითაროთ, რათა ბედნიერები გახდეთ. შესაძლებელია ბევრისთვის ეს ნათელი იყოს, მაგრამ ხშირად ხდება, რომ ჭეშმარიტება ბანალურია. სცადეთ დაიცვათ ისინი ერთად და გაოცდებით როგორ შეიცვლება თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ.
ჩვევები, რათა თავი უკეთ ვიგრძნოთ
თუ გსურთ იყოთ ბედნიერი
- იურთიერთეთ პოზიტიურ და ოპტიმისტ ადამიანებთან.
- ყოველდღე ჩამოწერეთ ფურცელზე 3 კარგი რამ, რაც იმ დღეს შეგემთხვათ.
- ხშირად გაიცინეთ. სიცილი ორგანიზმში ენდორფინების გამომუშავებას უწყობს ხელს.
- ყოველდღე გაატარეთ ცოტა დრო ქუჩაში.
- მეტი იმოძრავეთ. ეს შეიძლება იყოს ფეხით გასეინება ან 20 წუთიანი ვარჯიში.
- თუ გყავთ ძაღლი, ისეირნეთ მასთან ერთად.
- ჩეხუტეთ ვინმეს დღეში ერთხელ მაინც და თხოვეთ რომ ჩაგეხუტონ.
- დაურეკეთ ძველ მეგობარს ან ნათესავს.
- დღეში 30 წუთი გაატარეთ საყვარელი საქმის კეთებაში ან უბრალოდ დაისვენეთ.
- გმოსცადეთ რაღაც ახალი. მაგალითად იყიდეთ ახალი სახეობის ყავა ან ჩაი.
თუ გსურთ ეფექტურად ებრძოლოთ სტრესს
- ღრმად ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ 2 წუთის განმავლობაში. კონცენტრირდით თქვენს სუნთქვაზე.
- გააკეთეთ გაწელვის სავარჯიშოები 10 წუთის მანძილზე.
- მოუსმინეთ რაიმე დამამშვიდებელს და ყურადღების გადამტან მუსიკას, სიხლეებს, ყველაფერი რაც კარგად განგაწყობთ.
- მეტი ჩაეხუტეთ სავარელ ადამიანს, მეგობარს ან შინაურ ცხოველს. შეხება – ეს მნიშვნელოვანია.
- მოშორდით სტრესის წყაროს. გააკეთეთ შესვენება საქმიან შეხვედრაზე, დააპაუზეთ რთული პროექტი, შეაჩერეთ კამათი… თუნდაც 5 წუთით.
- შეისუნთქეთ ლავანდას ან ნემსიწვერას ეთერული ზეთი. სინი სისხლის წნევა ამცირებენ.
- ზაფხულში გადით ქუჩაში და დაჯექით მზის ქვეშ 5 წუთი.
- დახატეთ.
- გაესაუბრეთ მეგობარს 10 წთ, გაიგეთ როგორ აქვს საქმეები..
- დახარჯეთ 10 წთ, რათა სალუთარი თავი მწყობრში მოიყვანოთ. მიიღეტ აბაზანა, დაივარცხნეთ…
- ცოტა წაუძინეთ.
- დაღეჭეთ საღეჭი რეზინა.
თუ გსურთ მეტად იყოთ დარწმუნებული საკუთარ თავში
- გაიხსენეთ 3 რამ, რაც საკუთარ თავში გიყვართ. წარმოთქვით ისინი ხმამაღლა. გააკეთეთ ეს ყოველდღე.
- დადექით სწორად, დაე ხელები ბუნებრივად ეკიდოს.
- ჩაიცვით სამოსი, რომელოც გიხდებათ.
- ფორმა მიეცით ყველაფერს, რის თქმასაც გეგმავთ საზოგადოების წინაშე. თუ მზად იქნებით, თავს უფრო თავდაჯერებულად იგრძნობთ. გამოიყენეთ კონსპექტი თუ ეს შესაძლებელია.
- ეცადეთ არ ინერვიულოთ. განმარტოვდით ავტომობილში, საპირფარეშოში ან ნებისმიერ სხვა ადგილას, რათა შესაბამისად განეწყოთ სანერვიულო შეხვედრის წინ. ეცადეთ მოდუნდეთ.
- ეცადეთ მედიტირებას ან ლოცვას თქვენთვის.
- ყოველდღე გააკეთეთ რაღაც, რაზეც როგორც წესი ნერვიულობთ ხოლმე. მაგალოთად, დაელაპარაკეთ უცხო ადამიანს.
- ეურთიერთეთ მას, ვინც კომპლიმენტებს გეუბნებათ და გაქებთ.
თუ გსურთ უფრო გააზრებულად იცხოვროთ
- მიმართეთ მედიტაციას. დაიწყეთ დღეში 15 წუთით. მოეწყვეთ წყნარ ადგილას. დააყენეთ ტაიმერი, დახუჭეთ თვალები და ფოკუსირება მოახდინეთ სუნთქვაზე.
- ყურადღებით იყავით ნივთებთან და მოვლენებთან მიმართებაში, რომლებიც ახლა თქვენს თავს ხდება. რა ფერისაა ეს პეპელა? რისი გემო აქვს ამ ყავას?
- გაუშვით ყველანაირი შფოთი და წუხილი. უთხარით თქვენ თავს: “მე ამაზე ვიზრუნებ, როცა დრო მოვა” ან “წარსული უკვე წარსულია, მას ვერ შევცვლით”.
- კონცენტრირდით იმაზე, რასაც გრძნობთ. დაფიქრდით იმაზე, თუ როგორი კომფორტულია ეს საწოლი ან როგორი სასიამოვნო ნიავი.
- ემოციურად უფრო ღია იყავით პარტნიორთან და მეგობრებთან. გაიგეთ როგორ გრძნობს თავს თქვენი მეგობარი, მოუყევით რა ემოციებს განიცდით თავად, კითხეთ რას შეუძლია დამშვიდება, გაახარეთ ან შთააგონეთ ადამიანი, რომელთანაც ურთიერთობაში ხართ.
სოციალური ჩვევები
თუ გსურთ გაიცნოთ ახალი ადამიანები
- გაუღიმეთ უცხო ადამიანს შეხვედრისას.
- დაამყარეთ თვალის კონტაქტი.
- წარადგინეთ საკუთარი თავი.
- კითხეთ მოსაუბრეს ღია კითხვები მის გემოვნებასა და სურვილებზე.
- ისაუბრეთ საერთო თემებზე.
- სიცილი აერთიანებს. იპოვნეთ ხერხი ერთად გაიცინოთ. მოუყევით ანეკდოტი ან სასაცილო ისტორია, რომელიც შეგემთხვათ.
თუ გსურთ აგრძნობინოთ, რომ დაინტერესებული ხართ პაემანზე წასვლით.
- დაუთნეთ მინიმუმ 20 წთ დღეში პირად ჰიგიენად. სახლიდან გასვლამდე მიიღეთ დუში, დაივარცხნეთ თმა.
- ხშირად გაიღიმეთ.
- შეწყვიტეთ წუწუნი და ნუ ჩაიციკლებით ნეგატიურ საუბრებზე.
- მოდუნდით, გაასწორეთ ზურგი, დაუშვით ხელები, ამოატრიალეთ ხელისგულები – ყველაფერი ეს საუბრობს თავდაჯერებასა და გულღიაობაზე.
- დაამყარეთ და შეინარჩუნეთ თვალის კონტაქტი თქვებთვის საინტერესო ადამიანთან. უყურეთ იმაზე დიდხანს, ვიდრე გჩვევიათ, მაგრამ არ მიაშტერდეთ.
თუ ქალი ხართ და გსურთ სექსუალურად გამოიყურებოდეთ
- ატარეთ ოდნავ ღია სამოსი. აირჩიეთ თქვენი სხეულის ყველაზე მიმზიდველი და საყვარელი ნაწილი. (მხრები, ფეხები, ხელები ან დეკოლტე) და ატარეთ სამოსი, რომელიც ამას ხაზს გაუსვამს.
- მეტი წითელი მაკიაჟსა და სამოსში. ცადეთ წაისვათ წითელი ტუჩსაცხი, ჩაიცვათ წითელი კაბა ან ფეხსაცმელები. კვლევა აჩვენებს, რომ მამაკაცები მეტვყურადღებას აქცევენ ქალებს წითლებში და მათ უფრო სექსუალურებად თვლიან.
- მიუახლოვდით ადამიანს, რომელიც გიზიდავთ.
- ატარეთ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი.
თუ მამაკაცი ხართ და გსურთ სექსუალურად გამოიყურებოდეთ
- გასწორდით.
- გაჭინეთ ზურგი და მხრები უკან გაწიეთ.
- დათანხმდით მსუბუქ შეხებას. შეახეთ გოგონას ხელი საუბრის დროს ნაზად, მოხვიეთ ხელი, როცა კარს გაუღებთ.
- ატარეთ უფრო მოტკეცილი სამოსი.
ჩვევები სპორტით დაკავებისთვის
თუ გსურთ წონაში დაკლება
- მიირთვით ხშირად, მაგრამ ცოტა.
- ისაუზმეთ პირველი 30 წუთის მანძილზე გაღვიძებიდან, რათა ნივთიერებათ ცვლა დაჩქარდეს.
- ივარჯიშეთ ან გაიარეთ ფეხით დილით. ყოველდღე სულ 10 წუთიანი აქტიურობა მეტაბოლიზმს დააჩქარებს.
- ივარჯიშეთ 1 სთ დღეში, შეგიძლიათ დღის სხვადასხვა მონაკვეთზე გაყოთ.
- დალიეთ 1 ჭიქა წყალი ყოველი საკვების მიღებამდე.
- მიირთვით ბევრი ბოსტნეული და სამარხვო ხორცი.
- ჩაანაცვლეთ თეთრი პროდუქტები, თეთრი პური და კარტოფილი მწვანეთი, სტაფილოსფრით, წითლით ან ყავისფრით… ბოსტნეული და ხილი.
- გამოსცადეთ ახალი ტიპის ფიზიკური აქტივობები: სირბილი, ველოსიპედი, რაფტინგი, ცეკვა.
- ხშირად ისეირნეთ ძაღლთან ერთად, თუ გყავთ.
თუ ახლა დაიეყეთ ვარჯიში და ფორმაში მოსვლა გსურთ
- გამოიმუშავეთ ჩვევა გააკეთოთ სავარჯიშოები ყოველდღე.
- გაზარდეთ ვარჯიშის დრო დღეში 5 წუთამდე.
- ყოველდღე ჩამოწერეთ მიზნები და მიღწევები. რეგულარულად გაზარდეთ დატვირთვა და ვარჯიშის ინტენსივობა.
- დაითვალეთ პულსი ვარჯიშის დროს, რათა იცოდეთ რომელი სავარჯიშოა თქვენთვის ოპტიმალური და როდის უნდა გაჩერდეთ.
- გაამახვილეთ ყურადღება თუ როგორ გრძნობთ თავს სპორტით დაკავების დროს.
- დატვირთეთ თავი ისე, რომ რთული იყოს მაგრამ ნუ მიიყვანთ ტანჯვამდე.
თუ გსურთ გააუმჯობესოთ სპორტული შედეგები
- ყოველდღე დაისახეთ პატარა მიზანი და მიაღწიეთ მას. შეადგინეთ საბოლოო მიზნების გეგმა და ივარჯიშეთ, ყოველდღე, რათა მას მიაღწიოთ.
- კონსულტაცია გაიარეთ მწვრთნელთან ან სხვა სპორტსმენთან, წაიკითხეთ სპეციალური საიტები და ფორუმები, რათა ვარჯიში უფრო ეფექტური გახადოთ.
- კვირაში ორჯერ ან ერთხელ მაინც ივარჯიშეთ მასთან, ვინც თქვენი აღტაცების ობიექტია.
- წქიკითხეთ სპეციალური ლიყერატურა, შეისწავლეთ ფიზიკური დატვირთვის ახალი სავარჯიშოები და მეთოდები.
ჩვევები, რათა ვიყოთ ჯანმრთელი
თუ გსურთ სწრაფად ჩაგეძინოთ
- არ დალიოთ ალკოჰოლი. მის მაგივრად დალიეთ ბალახის ჩაი დაძინებამდე 1 საათით ადრე.
- ვარჯიში დაასრულეთ დაძინებამდე მინიმუმ 2 საათით ადრე.
- ყოველდღე ერთსა და იმავე დროს დაწექით.
- გაიღვიძეთ ერთსა და იმავე დროს სამუშაო და დასვენების დღეებში.
- შეამცირეთ სინათლე დაძინებამდე ნახევარი საათით ადრე.
- არ დალიოთ კოფეინის შემცველი სასმელები 14:00 საათის შემდეგ.
- იფიქრეთ რაიმე სადიამოვნოსა და დამამშვიდებელზე, როცა საწოლში ჩაწვებით.
- ეცადეთ გეძინოთ შინაური ცხოველის ან ადამიანის გვერდით.
- დაჭიმეთ ყველა კუნთი და შემდეგ მოადუნეთ. გააკეთეთ რამდენჯერმე, სანამ ბოლომდე მოდუნებულად არ იგრძნობთ თავს.
თუ გსურთ ღრმად გეძინოთ მთელი ღამე
- შეამცკრეთ ტემპერატურა საძინებელში და გადაიფარეთ თბილი პლედი.
- დამალეთ ან თვალს მოარიდეთ ოთახში არსებული ყველა სინათლის დიოდური ინდიკატორი.
- ღამით კომპიუტერზე ან გაჯეტზე ჩართეთ ბუნების ხმა: ოკეანის, წვიმის, ჩიტების…
- მიმართეთ მედიტაციას ან იკითხეთ 10 წუთის მანძილზე ძილის წინ.
- დიდი დრო გაატარეთ საძინებლის გარეთ, ამ ოთახში მხოლოდ დასვენებისა და ძილისთვის დაბრუნდით.
თუ გსურთ სწორად იკვებოთ
- შეადგინეთ კვების გეგმა.
- სამსახურში კონტეინერით საკვები წაიღეთ.
- მოირთვით ცოტა ხილი და ბოსტნეული დილიდან შუადღემდე.
- არ იყიდოთ წასახემსებელი ავტომატურ კარადებში ან სწრაფი კვების ობიექტებში. ამის მაგივრად სახლიდან წამოღებული საკვები მიირთვით.
- შეიძინეთ ნატურალური პროდუქტები, ეცადეთ არ იყიდოთ ნახევარფაბრიკატები.
- გაყავით რესტორნის თუ სასადილოს კერძი ნახევრად. დარჩენილი წაიღეთ სახლში.
- თხოვეთ მეგობარს ან კოლეგას გაიყოს თქვენი კერძი სადილის დროს.
- შეუკვეთეთ პატარა ან საბავშვო პორცია.
თუ გსურთ უფრო სასარგებლო სასმელები დალიოთ
- დაუმატეთ წყალს ლიმნის ან ლაიმის ნაჭერი.
- ჩაანაცვლეთ გაზირებული წყალი ჩვეულებრივი, უგაზო წყლით.
- ტკბილი, გაზიანი სასმელების ნაცვლად დალიეთ ჩაი ან ყავა ყინულით, შაქრის და რძის გარეშე.
- დალიეთ შაქრის დაბალი შემცველობის მქონე წვენები.
- არ დაუმატოთ სასმელს რძე, ნაღები და შაქარი.
თუ გსურთ დააჩქაროთ მეტაბოლიზმი
- დალიეთ 1 ჭიქა მწვანე უშაქრო ჩაი დღეში სამჯერ.
- გახურდით 10 წუთი ყოველ დილით სამსახურში წასვლამდე.
- ისაზუმეთ გაღვიძებიდან 30 წუთის მანძილზე.
- მიირთვით დღეში 6-ჯერ,მაგრამ პატარა პორციებით.
- დაუმატეთ ყინული გამაგრილებელ სასმელებს.
- დაკავდით სპორტით სიცივეში.
თუ დიდხანს სიცოცხლე გსურთ
- ჩაიტარეთ შემოწმებითი კვლევები წელიწადში ერთხელ მაინც.
- იარეთ ფეხით დღეში ნახევარი საათი.
- მიირთვით ბოსტნეული და ხილი ყოველდღე.
- უარი თქვით მავნე ჩვევებზე. (ალკოჰოლი, მოწევა, ნარკოტიკები)
თუ გსურთ შეამციროთ ონკოლოგიური დაავადებების რისკი
- ყოველდღე მიირთვით ნატურალური ხილი და ბოსტნეული.
- დალიეთ მწვანე ჩაი ყოველდღე.
- არ მოწიოთ და გაექეცით პასიურ მწეველობას. თუ თქვები მეგობარი ან მეორე ნახევარი ეწევა, სთხოვეთ ეს აივანზე ან გარეთ გააკეთოს.
- შეწყვიტეთ შემწვარი საკვების მირთმევა.
კარიერული რჩევები
თუ გსურთ უფრო პროდუქტიული იყოთ სამსახურში
- შეადგინეთ დღის გეგმა, დაისაზეთ პატარა მიზნები. დღის განმავლობაში ეცადეთ მიაღწიოთ მას და შეასრულოთ დავალებები.
- შეისვენეთ მუშაობისას ყოველ ერთ საათში. ადექით, გაიჭიმეთ, გადით საპირფარეშოში ან დალიეთ ჭიქა წყალი.
- დაგეგმეთ ყველაზე რთული საქმე დღის იმ ნაწილში, როცა თავს ყველაზე კარგად და მაქსიმალურად პროდუქტიულად გრძნობთ.
- მიდით სამსახურში სამუშაო დღის დაწყებამდე 15 წუთით ადრე.
- თუ საქმეზე კონცენტრირება გიჭირთ, გაიკეთეთ ყურსასმენები და ითხოვეთ ცოტა ხანი არ შეგაწუხონ.
- გამორთეთ სმარტფონი თუ ის ყურადღებას გიფანტავთ. შეამოწმეთ ელექტრონული ფოსტა მხოლოდ გარკვეულ დროებში.
- არ გამოიყენოთ სოციალური ქსელები და მესენჯერი სამუშაო დღის მანძილზე.
თუ უფრო სწრაფად გსურთ წინსვლა
- ყველა კონფერენციაზე და შეხვედრაზე გამოდით სიტყვით, რათა შეგამჩნიონ და თქვენი წინადადება გაიგონ.
- მიდით ოფისში იყავით ფრთხილად როცა სახლში მუშაობთ. როცა ოფისში ვერ გხედავენ, კოლეგებს თქვენი შროსი შეფასება უჭირთ, ამიტომაც დაწინაურების შესაძლებლობას იმცირებთ.
- ივარჯიშეთ ხალხის წინაშე გამოსვლასა და პრეზენტაციებზე. გაიმეორეთ ყველა არგუმენტი. მზადმყოფ ადამიანს კრიტიკის მოგერიება უადვილდება.
- ჩაიცვით უფრო მოდურად, ვიდრე თქვენს კოლეგებს აცვიათ.
თუ საკუთარი ბიზნესის დაწყება გსურთ
- გამოყავით დღეში 15 წთ პროექტის შედგენისთვის ან მომავალი ბიზნესის პრეზენტაციისთვის.
- ატარეთ თან სავიზიტო ბარრათები.
- გააბით ახალი ნაცნობობა. ბიზნესისთვის ხალხია საჭირო. მოძებნეთ პოტენციური კლიენტები, თანამშრომლები, სპონსორები ან უბრალოდ აქტიური ხალხი ახალი იდეებით.
- შეადგინეთ ბიზნეს გეგმა და მოიფიქრეთ, როგორ შეძლებთ მის გაუმჯობესებას.
- დღეში 30 წუთი ბიზნესში რაიმე ახლის გაგებას დაუთმეთ. წაიკითხეთ წიგნები, მონაწილეობა მიიღეთ სემინარებსა და ტრენინგებში, დაუსვით კითხვები შემდგარ ბიზნესმენებს.
- ყოველ დილით 15 წუთი დაუთმეთ იმის კეთებას, რაც თქვენს ბიზნესს დაეხმარება. დაწერეთ პოსტი სოციალურ ქსელში, დაურეკეთ პარტნიორა ან კლიენტს, დანიშნეთ შეხვედრა.
თუ ახალი მასალის შესწავლის სურვილი გაქვთ
- წაიკითხეთ ტექსტი ხმამაღლა.
- ცალკე ამოიწერეთ ტექსტის ძირიღადი, საკვანძო მომენტები.
- გაიმეორეთ თქვენთვის საწოლში, ძილის წინ.
- გამოკვეთეთ და გამოყავით მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
- დაღეჭეთ კევი, სანამ რაიმეს ზეპირად დამახსოვრებას ცდილობთ.
- გაილაწუნეთ ან დაიჭირეთ ხელში ყინულიანი პაკეტი, როცა რაიმე რთული ტექსტის ან ფორმულის დამახსოვრებას ცდილობთ. ფიზიკური შეგრძნება ადრენალინის გამომუშავების სტიმულაციას ახდენს, რომელიც დაგეხმარებათ რაიმე გონებაში ჩაიბეჭდოთ.
- მოიფიქრეთ სიმღერა ან ლექსი, რათა რთულად დასამახსოვრებელი ტერმინები დაიმახსოვროთ.
- გამოიყენეთ გამოსახულება (ნახატი ან ფერები) რათა ტექსტი ან განსაზღვრება ასოციაციურად დაიმახსოვროთ.
სასარგებლო რჩევები ყოველი დღისთვის
თუ გსურთ ყოველთვის დროულად მიხვიდეთ
- ჩამოწერეთ პუნქტებად გეგმები და შეხვედრები დღის მანძილზე და იმოძრავეთ ერთიდან მეორეზე.
- შეხვედრაზე 15 წუთით ადრე მიდით, ვიდრე საჭიროა, რათა დროზე მიხვიდეთ.
- სამუშაო გრაფიკში დაგეგმეთ დრო ტელწფონზე საუბრისთვის, ვახშმისთვის, ყავისთვის და სხვა ყურადღების გამფანტავი ფაქტორებისთვის.
- დააწესეთ დროებითი ჩარჩოები და დედლაინები ყველა დავალებისთვის. ეცადეთ ამ ჩარჩოებიდან არ გახვიდეთ.
- დააყენეთ შემახსენებელი შეტყობინება ტელეფონზე.
- შეხვედრაზე წასვლამდე დაგეგმეთ მარშრუტი ნავიგატორში, რათა მან აირჩიოს გზა საცობების გარეშე.
თუ გსურთ, რომ უფრო ორგანიზებული იყოთ
- გამოყავით არასასურველი იმეილები საფოსტო ყუთიდან.
- გადაიხადეთ გადასახადები ხელფასის დღეს.
- შეინახეთ გადახდის ქვითარი.
- დააბრუნეთ ნივთები თავიანთ ადგილებზე, რათა უწესრიგობა არ იყოს.
- არ შეინახოთ არა საჭირო, ძველი და გამოუსადეგარი ნივთები. გადაყარეთ ან მიეცით მას, ვისაც სჭირდება.
თუ გსურთ უაზრო ჩვევებს შეებრძოლოთ
- ცადეთ დააკავოთ სალითარი თავი 10 წუთით, სანამ რამე სულელურ ჩვევას მიუბრუნდებით.
- გაერკვიეთ ემოციაში, ადგილსა თუ მოვლენაში, რომელიც უაზრო ჩვევას იწვევს.
- თუ ნერვიულობის დროს თმას ხელზე იხვევთ ან წარბებს ამოძრავებთ, ეცადეთ ამის მაგივრად აიღოთ ფანქარი და რაიმე დახატოთ.
- მოიფიქრეთ რაიმე ჯილდო, რითიც საკუთარ თავს გაახარებთ მაშინ, როცა სულელურ ჩვევას არ მიმართავთ.
- დასჯაც კარგი ხერხია მოტივირებისთვის. მაგალითად, 50 ჩაჯდომა ყოველ გამოთქმულ ბილწ სიტყვაობაზე.