მთავარი ურთიერთობები “დედაჩემი” – დედის დღეს აუცილებლად წასაკითხი ისტორიები

“დედაჩემი” – დედის დღეს აუცილებლად წასაკითხი ისტორიები

by guramus

ორი მარტივი სიტყვა

აბიგაილ ვორტმენი, აშშ

როდესაც პირველ კლასში მივიდე, ძალიან ვნერვიულობდი. სწავლის პირველ დღეს სკოლის კართან ვიდექი და მუცელში უამრავი პეპელა დაფრინავდა. დედას ვკითხე: “მეგობრები როგორ გავიჩინო?”, დედამ ამ კიტხვაზე ისეთი პასუხი გამცა, რომელიც დღემდე მახსოვს- “იყავი შვეიცარია- ემეგობრე ყველას, მოეპყარი ყველას თანაბრად და სამართლიანად”. 20 წლის ვარ უკვე და დღემდე მახსოვს ეს სიტყვები. დარწმუნებული ვარ, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე ჩემი დევიზი იქნება “იყავი შვეიცარია”.

ყოველთვის დამჭირდები

სამან რამანი, პაკისტანი

მე: დედა, შენ ზღაპრული ადამიანი ხარ

დედას გაეცინა ხმამაღლა

მე: სერიოზულად, შენ ნამდვილად ზღაპრული ხარ. შენ ყველაფერი იცი.

დედა: ჩემო შვილო, ვცდილობ ყველა კითხვაზე ამომწურავად გაგცე პასუხი. როდესაც გაიზრდები მე აღარ დაგჭირდები.

მე: არა, მე ყოველთვის დამჭირდები. ამას ვერაფერი შეცვლის

დედა: ჩემო გოგონა, არაფერია მარადიული გარდა დიდი ლურჯი ცისა.

10 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ზღაპრული ადამიანი დავკარგე. დედა ცდებოდა, მე ის კვლავ მჭირდება

ძლიერი ქალი

რობინ ჰინსი, აშშ

დედაჩემს ბრწყინვალე იუმორი ჰქონდა. ყველაფერს იუმორით უდგებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პატარა ვიყავი, ეს ფაქტი კარგად მახსოვს. კომუნალურების გადახდისასაც კი იღიმოდა და ხუმრობდა. ვერ ვხვდებოდი რა იყო ფულის გადახდაში სამხიარულო. ბოლოს მივხვდი, თუ რამდენად ძლიერი ადამიანი იყო დედა. არ უნდოდა ცხოვრების სიმძიმე გულთან მიეტანა და ეს შვილებზეც გადასულიყო. უნდოდა ცხოვრება ბედნიერი ყოფილიყო ჩვენთვის, მიუხედავად გაჭირვებისა და სიღარიბისა.