ბავშვის აღზრდა რთული და საპასუხისმგებლო საქმეა. ყველა ის ცოდნა, რაც პატარობიდან იდება მოზარდის გონებაში, განსაზღვრავს მის მომავალს. რა თქმა უნდა, ყველა მშობელს სურს იცოდეს აღზრდის ყველა ქმედითი მეთოდი, რომელიც მის შვილს მხოლოდ სასიკეთოდ წაადგება.
ჩვენ შემოგთავაზებთ ბავშვის აღზრდის ებრაული სისტემის პრინციპებსა და მიდგომებს. აქ ნათლად იკვეთება აპრობირებული განსაკუთრებული სიბრძნე, რაც ყველა აღმზრდელისთვის მისაღები უნდა იყოს.
- ბავშვი დააყენე იმ გზაზე, რომელიც მხოლოდ მისთვისაა განკუთვნილი.
ებრაული აღზრდის სისტემაში დიდი ყურადღება ექცევა კონკრეტული ბავშვის ხასიათის თავისებურებებს. თუ შეეცდებით, შეუცვალოთ ბუნება, ბავშვმა შესაძლოა შიშის გამო კიდევაც დაგიჯეროთ, თუმცა დროთა განმავლობაში ისევ სათავისო გზას დაადგება, რადგან არ შეიძლება თანდაყოლილი ბუნების ცვლილება.
2. დაე, ბავშვის არჩევანი შენთვის ისეთივე მნიშვნელოვანი გახდეს, როგორც შენი საკუთარი არჩევანია.
3. ადამიანს ემეტყველე ისე, რომ შეეხო მისი გულის სიმებს, თუნდაც ამის გაკეთებას დიდი დრო დასჭირდეს.
შესაძლოა მკაცრი მოთხოვნების შესრულებას უფრო ნაკლები ძალისხმევა დასჭირდეს, მაინც უპირატესობა წყნარ და რბილ ტონს უნდა მიენიჭოს. ამ დროს ბავშვი მეტი გულისყურითა და ხალისით მოეკიდება დავალების მომზადების საკითხს.
4. გახსოვდეთ, რომ არსებობს სიტყვები, რომლებიც შესმენილი იქნება და პირიქით, არსებობს ისეთი სიტყვებიც, რომლებიც ყოველთვის შეუსმენელი დარჩება.
თუ სწორ სიტყვებს არასწორ დროს იტყვით, ისინი არ იქნება შესაბამისად აღქმული. ხოლო როცა საჭირო დრო დადგება, ამ სიტყვებს უკვე ძალა ექნებათ დაკარგული. ადამიანს გაახსენდება, რომ ისინი ერთხელ უკვე უარყო.
5. ცოდვილი უნდა უწოდოთ იმ ადამიანს, რომელიც ყურადღებას არ აქცევს თავის შვილებს, არ იცავს მათ და არ აკონტროლებს მათ საქციელს მანამდე, სანამ არ დარწმუნდება რომ ისინი გათავისუფლდნენ ცოდვებისა და ცუდი ქცევებისგან.
6. ბავშვს ასწავლე კეთილგანწყობით, ვინაიდან ცოდნა მხოლოდ იმ შემთხვევაში რჩება მეხსიერებაში, თუ ადამიანი მას იღებს სიწყნარისა და სიმშვიდის ატმოსფეროში.
7. ბავშვს დადებითი ჩვევები გამოუმუშავე თანდათან, ასევე აუჩქარებლად ასწავლე კეთილი საქმეების კეთება. ადამიანს ხომ არ შეუძლია ყველა ღირსება ერთბაშად შეიძინოს.
სრულყოფილებამდე მისვლა მხოლოდ თანდათანაა შესაძლებელი, ნაბიჯ-ნაბიჯ. ამასთან თითოეული ნაბიჯის ზომა ბავშვის გონებრივ და ფიზიკურ მონაცემებს უნდა შეესაბამებოდეს.
8. აღმზრდელობითი პროცესის არსი მარტივია – უნდა მოხდეს ბავშვის სინდისის ფორმირება.
სწორედ სინდისის კარნახით ემიჯნება ადამიანი ცუდ საქციელებს და ასევე სინდისის ხმა უბიძგებს მას კეთილი საქმეებისკენ.
ბავშვის ებრაული აღზრდის სისტემა მოიცავს მრავალ ამოცანას. მშობლებს სურთ, რომ ბავშვმა მოახდინოს თავისი თავის რეალიზება, იყოს ბედნიერი პირად ცხოვრებაში, წარმატებული თავის საქმიანობაში და დაფასებული საზოგადოების მიერ. ამ მიზნით დედა და მამა იყენებენ ყველა ბერკეტს – წახალისებას, დაჯილდოვებას, დასჯას, ავტორიტეტულ ადამიანებზე ორიენტაციას…
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პრინციპი ბავშვს საშუალებას აძლევს, გაიზარდოს პატიოსანი და უანგარო ადამიანი და ამავდროულად ცრუ მღელვარებისა და მოჩვენებითი პრობლემებისგან თავისუფალი. მისი ურთიერთობები აღმზრდელებთან აგებულია სიყვარულსა და პატივისცემაზე, ასევე მოწიწებით რიდზე.