მთავარი ადამიანები აი, რატომ გამოვიყურებით სარკეში უკეთ ვიდრე ფოტოებზე

აი, რატომ გამოვიყურებით სარკეში უკეთ ვიდრე ფოტოებზე

by guramus

კვლევის მიხედვით, დიდ ბრიტანეთში ქალები დღეში 70-ჯერ იხედებიან სარკეში. ეს გასაკვირი არაა, მომზადების პროცესი, ღმის და მაკიაჟის შესწორება და აშ. თითქოს ბრწყინვალედ გამოვიყურებით, შემდეგ ვიღაც უცებ გვიღებს ფოტოს და ასე აღარ ვფიქრობთ. თითქოს ორი სხვადასხვა ადამიანია სარკეში და ფოტოზე! თქვენ მარტო არ ხართ! ეს განცდა ბევრისთვისაა ნაცნობი. ჩვენ გეტყვით როგორ “გვეხუმრება” ტვინი.

1. სარკე გვატრიალებს.

სარკში ჩვენი თავის დანახვისას რეალობას არ ვხედავთ – სარკე ამოტრიალებულ ვერსიას აირეკლავს. რადგანაც სარკეში მუდამ ვიყურებით, ამ შეტრიალებულ სახეს მივეჩვიეთ. თუ საკუთარ თავს ფოტოებზე ხშირად არ უყურებთ, შოკს ნამდვილად ექნება ადგილი.

2. მყისიერი კონტროლი

როცა სარკეში ვიხედებით, სრულ კონტროლს ვფლობთ. თუ არ მოგვწონს ესა თუ ის კუთხე, მაშინვე ვწევთ თავს საპირისპიროდ. ვასწორებთ სახის გამომეტყველებას და ვიღებთ უფრო დამაკმაყოფილებელ გამოხედვას. როცა საქმე ფოტოგრაფიას ეხება, მხოლოდ მაშინ ვხედავთ საკუთარ თავს, როცა ფოტო გადაღებულია. ამ შემთხვევაში სწორი პოზები და ხრიკები თუ დაგვეხმარება. შეისწავლეთ საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეები და ეცადეთ საუკეთესო კუთხით გადაიღოთ.

3. სინათლეს აქვს მნიშვნელობა

ჩვენი ტვინი ისე მუშაობს, რომ ვერ ამჩნევს სინათლის განსხვავებას როცა სარკეში ვიყურებით. კამერა ასე არ მუშაობს. მისთვის ყველა ჩრდილს და ტონალობას აქვს მნიშვნელობა. როგორც ფოტოგრაფები ამბობენ “სინათლეს შეუძლია შექმნას ან პირიქით გაანადგუროს”.

4. ჩვენი სახეები ასიმეტრიულია.

არავის აქვს აბსოლიტურად სიმეტრიული სახე. ეცადეთ სახეზე ერთმანეთს შეადაროთ საპირისპირო მხარეები, ისინი სხვანაირია. ჩვენ მიჩვეულნი ვართ საკუთარი თავის მხოლოდ ერთი კუთხით ყურებას და ვფიქრობთ ერთი მხარე მეორეს ჰგავს. ამიტომაც გვგონია სხვა ადამიანი ფოტოზე.

5. გარემო ჩვენზე “ძალადობს”.

მკვლევარმა ნოლან ფინიმ ახსნა, რომ სარკეში მაშინ ვიყურებით, როცა სახლში ან საიმედო გარემოში ვართ. ფოტოგრაფებთან კი ერთგვარ დაძაბულობას ვგრძნობთ. ვცდილობთ არ დაგვეხუჭოს თვალები, გვქონდეს ტუჩები სწორად და არ გავიცინოთ “უშნოდ”. რადგანაც ფოტოების სოციალურ მედიაში გაზიარებას ვგეგმავთ, საკუთარ თავზე წნეხას განვიცდით.

ეცადეთ მოეშვათ კამერის წინ.

6. სარკეში მხოლოდ გარკვეულ დეტალებს ვხედავთ.

სარკეში ყურებისას ფოკუსირებას სახის გარკვეულ ნაწილზე ვახდებთ: ტუჩებზე, ცხვირზე, თვალებზე და ვერ ვაანალიზებთ როგორ გამოიყურებიან ისინი ერთად. როცა ფოტოს ვუყურებთ ყველაფერს ერთიანად აღვიქვამთ და მთლიან სურათს ვკიცხავთ. საკუთარი თავის შესწავლა დაგვეხმარება უფრო თავდაჯერებულები ვიყოთ კამერასთან.

მოკლედ, უფრო დიდ დროს ვხარჯავთ სარკეში ყურებაზე, ვიდრე ფოტოებზე. ტვინის ხრიკებით კი გვგონია, რომ ფოტოები უცნაური გამოდის. ეს არ ნიშნავს იმას, რომ საშინლად გამოვიყურებით, უბრალოდ მიჩვევა და შესწავლა გვჭირდება.