ახალი წლის არდადეგებზე, დღესასწაულის წინ სახლის გაფორმება და საახალწლო დეკორაციების შექმნა განწყობას აგიმაღლებთ და პატარებსაც ადვილად გაართობთ. წარმოგიდგენთ 3D ფიფქების გაკეთების მარტივ ხრიკებს, შემოქმედებითი პროცესი არასდროს ყოფილა ასეთი სასიამოვნო!
ქაღალდის ფიფქი, ვარიანტი 1
დაგჭირდებათ:
- სქელი ქაღალდი,
- სახაზავი,
- მაკრატელი,
- ფანქარი,
- ქაღალდის წებო,
- დეკორაციული ლენტი
- დეკორატიული თვალი ან მსგავსი ელემენტი ფიფქის ცენტრისთვის.
1. აიღეთ ქაღალდი და საზახავისა და ფანქრის მეშვეობით ჩამოხაზეთ 14 ხაზი ზომებით 14×2,5 სმ.
2. გაჭერით ქაღალდი ხაზების მიყოლით და დაყავით ორ ჯგუფად (თითოეულში 7 ც.).
3. გამოჭერით ქაღალდისგან წრე დიამეტრით 5 სმ.
4. აიღეთ ერთი სწორი ქაღალდი და მოატრიალეთ ისე, როგორც ქვედა ფოტოზეა ნაჩვენები. დააწებეთ.
5. გაიმეორეთ ეს პროცედურა სხვა ნაწილებზეც.
6. მოაჭერით ზედა ნაწილის გამონაზარდები, რათა ალესილი კუთხეები მიიღოთ.
7. აიღეთ წრე და მიაწებეთ მას მომავალი ფიფქის 7 ელემენტი.
8. გადმოატრიალეთ და მიაწებეთ დარჩენილი 7 ელემენტი.
9. ცენტრში დააწებეთ თვალი ან მძივი.
ქაღალდის ფიფქი, ვარიანტი 2
დაგჭირდებათ:
- სქელი ქაღალდი,
- მაკრატელი,
- ფანქარი,
- დეკორაციული ლენტი,
- სქემა.
1. დახაზეთ ან ამოაპრინტერეთ მსგავსი სქემა და ამოჭერით.
2. დაადეთ ფერად ქაღალდს, შემოხაზეთ ფანქრით და ამოჭერით. 1 ფიფქისთვის 2 მსგავსი დეტალი უნდა გააკეთოთ.
3. გადაკეცეთ ერთ-ერთი შუაზე. გააკეთეთ კიდევ 2 ასეთი გადაკეცვა სხვა კუთხეებიდან.
4. უნდა მიიღოთ სამკუთხა ვარსკვლავი.
5. გაიმეორეთ პროცედურა მეორე დეტალზეც.
6. შეაერთეთ. წებო საჭირო არაა, ისინი ერთმანეთს დაამაგრებენ.
7. დაუმაგრეთ ჩამოსაკიდი.
ფიფქი ჯვალოთი
დაგჭირდებათ:
- ჯვალო/ტილო,
- მაკრატელი,
- სტეპლერი,
- დეკორატიული ლენტი,
- ოქროსფერი საღებავი სპრეი.
1. ამოჭერით ჯვალოსგან კვადრატები ზომით 12×12 სმ.
2. გადაკეცეთ შუაზე, შემდეგ კიდევ ერთხელ.
3. ერთ-ერთ მხარეზე გაჭერით სამ ადგილას, ისე რომ თანაბარი მანძილებით იყვნენ დაშორებულნი.
4. გაშალეთ. გადმოატრიალეთ ორი ცენტრალური და ყველაზე პატარა ნაჭრები შუაში და დაამაგრეთ სტეპლერით.
5. გაიმეორეთ ეს ქმედება ცენტრიდან მეორე ამონაჭერ ხაზებზეც, ოღონდ ამჯერად ისინი მეორე მხარეს ამოაბრუნეთ. გააკეთეთ კიდევ ორჯერ, სანამ არ მიღებთ ისეთ მოსართავს, როგორიც ფოტოზეა.
6. ასე გააკეთეთ კიდევ 5 ცალი. საბოლოოდ ფიფქი 6 მსგავსი ნაწილისგან უნდა შედგებოდეს.
7. სტეპლერის მეშვეობით შეაერთეთ ეს ნაწილები ერთმანეთთან.
8. შეგიძლიათ მეტი ტონალობისთვის ოქსოფერი სპრეი შეასხათ.
ფიფქი თექისგან
დაგჭირდებათ:
- თექა,
- მაკრატელი,
- თექის ფერი ძაფები,
- კონტრასტული ფერის ძაფები,
- ნემსი,
- დეკორატიული ელემენტები,
- წებო,
- სქემა დეტალების ამსოაჭრელად.
1. დაბეჭდეთ/დახაზეთ და ამოჭერით ასეთი “ფოთოლი”
2. დაადეთ მაკეტი თექას და შემოხაზეთ კონტური. გააკეთეთ ეს 6-ჯერ.
3. ამოჭერით “ფოთლები” , გადაკეცეთ და მომრგვალებულ ნაწილზე 2 პატარა სამკუთხედი ამოჭერით.
4. კონტრასტული ძაფის მეშვეობით “ფოთლებს” რამდენიმე ნაკერი გაუკეთეთ, თითქოს უფრო რომ დაამსგავსოთ ფოთოლს.
5. მათი ქვედა ნაწილი დააკერეთ თექის ფერი ძაფით, რათა მოცულობითი ფორმა მიიღონ.
6. მიაკერეთ ექვსივე დეტალი ერთმანეთს. ძირებით ცენტრისკენ.
7. მიაკერეთ შუაში რაიმე დეკორატიული ელემენტი.
შეგიძლიათ გააკეთოთ სხვადასხვა ფერში და სხვადასხვა დეტალით.
ფიფქი დამჭერებით
დაგჭირდებათ:
- 8 ხის დამჭერი,
- წებო,
- პატარა ოქროსფერი ფიფქები,
- ოქროსფერი საღებავი სპრეი,
- დეკორატიული ლენტი.
1. დამჭერებს მოაცალეთ ზამბარა.
2. აიღეთ ერთ-ერთი ნაწილი და გვერდზე წაუსვით წებო, მიაწებეთ მეორე ნაწილი იგივე მხრიდან. (ერთმანეთის საწინააღმდეგო მხარეს) გაიმეორეთ სხვა დამჭერებზეც.
3. დააწებეთ 4 ნაწილი ისე, რომ ჯვარი მიიღოთ. შემდეგ მათ შორის მიამატეთ კიდევ 4.
4. დაფარეთ ოქროსფერი საღებავით.
5. როცა გაშრება, ცენტრში რაიმე დეკორატიული ელემენტი დააწებეთ და გაუკეთეთ ჩამოსაკიდი.
როგორც ხედავთ, “დღესასწაული საკუთარი ხელებით” მხოლოდ სიტყვები არაა. სცადეთ და ჩაატარეთ ექსპერიმენტები. ცოტაოდენი შთაგონების, სურვილის და მონდომების წყალობით ყველაფერი გამოგივათ.