მთავარი რჩევები ამ ინგრედიენტებს ვაზავებ ერთმანეთში და ფანჯრების გაწმენდა წელიწადში ერთხელაც საკმარისია. ბრილიანტივით ბზინავს.

ამ ინგრედიენტებს ვაზავებ ერთმანეთში და ფანჯრების გაწმენდა წელიწადში ერთხელაც საკმარისია. ბრილიანტივით ბზინავს.

by Keti

როგორც წესი, ფანჯრების წმენდას ბევრი დრო მიაქვს და მოიცავს მრავალ სტადიას – ჯერ სველი წმენდა, შემდეგ მშრალი. დროა შეწყვიტოთ ეს მანკიერი წრე და დავიწყოთ რაღაც ახალი.

ფანჯრების წმენდა რთული საკითხია. განვიხილოთ მიზეზები, თუ რატომ წმენდენ ფანჯრებს იშვიათად:

1. ეს მონოტონური საქმეა და პატარა ბინაშიც კი ბევრი დრო მიაქვს.

2. ეს საქმე უკავშირდება სიმაღლეს. მაღალ სართულებზე ფანჯრის წმენდა სიცოცხლისთვის საფრთხისშემცველია, მით უმეტეს, მათთვის, ვისაც სიმაღლის შიში აქვს.

3. და რა თქმა უნდა ერთ-ერთი მიზეზი ამ საქმიანობის უაზრობაა. ხუთწუთიან წვიმასაც კი შეუძლია გააფუჭოს იდეალურად გაწმენდილი მინების სისუფთავე.

უმეტესად, ადამიანები ფანჯრებს წელიწადში ორჯერ წმენდენ – გაზაფხულსა და შემოდგომაზე. ამ რეჟიმით ბინები რაღაც დროის მანძილზე ცოტა სუფთად გამოიყურება. და თუნდაც უფრო გაახშიროთ ფანჯრების წმენდა, წვიმას და მის შედეგებს მაინც ვერსად გაექცევით.

ამრიგად, ჩვენ გთავაზობთ კარგი საშუალების რეცეპტს, რომელიც დაგეხმარებათ ფანჯრების სისუფთავის შენარჩუნებაში. ის უკვე ნაცადია და აპრობირებული.

დაგჭირდებათ

  • თეთრეულის ყველაზე უბრალო კონდიციონერის ერთი თავსახური
  • 0,5 ჭიქა თბილი ანადუღარი წყალი
  • ერთი ს. კ. გლიცერინი
  • პლატსმასის ჭურჭელი
  • ჯაგრისი

მომზადება

1. პლასტმასის ჭურჭელში ჩაასხით კონდიციონერის ერთი თავსახური და შეურიეთ წყალს.

2. ნარევში ჩაამატეთ გლიცერინი და კარგად გახსენით.

3. ხსნარი დატოვეთ 15 წუთით. ის უკვე მზად არის!

4. ხსნარის რამდენიმე წვეთი დაასხით ჯაგრისზე და გაწმინდეთ მისი დახმარებით შუშა ერთი მხრიდან. ეს მოძრაობა შეასრულეთ სწრაფად ერთ მინაზე, რათა მან გახმობა ვერ მოასწროს. მზად არის! მეტი არაფრის გაკეთება არ არის საჭირო. ეს თხლად წასმული ფენა დარჩება და შემდეგ მტვერი და წვიმის წვეთები უბრალოდ არ მიეკრობა მინას. ამდენად ფანჯრები დიდხანს დარჩება სუფთა.

მოხარულები ვიქნებით, თუ ცოტათი მაინც გაგიმარტივებთ დალაგების პროცესს. გაუზიარეთ სხვებსაც ეს წარმატებული მეთოდი!