696
რა არის ფაქტები? თითქოს ისეთს ვეღარაფერს გავიგებთ, რაც ძალიან გაგვაკვირვებს. მაგრამ ჩვენ დღეს შემოგთავაზებთ იმ უკვე მომხდარ ფაქტებს, რომლებიც ფიქრში ჩაგაგდებთ, გაგაოცებთ და კიდევ ერთხელ დაგარწმუნებთ იმაში, თუ რა უცნაურია ეს სამყარო.
ისტორია ის საკითხია, რაც ყოველთვის დააინტერესებთ ადამიანებს. უცნაური მოვლენები არამხოლოდ წარსულის საქმეა, არამედ ჩვენს სიცოცხლეშიც, ჩვენს რეალობაშიც მუდმივად ხდება და მის შესახებ ცოტა გვიან ვიგებთ. და ცხადია, ამ შემთხვევაშიც, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს!
უცნაური ფაქტების ინფოგრაფიკა
კიდევ 10 საინტერესო ფაქტი:
- ყველაზე მაღალი ლეგოს კოშკი 35 მეტრი სიმაღლის იყო, ის 500,000 ნაწილისგან ააგეს.
- ფორთოხალი თავიდან მწვანე იყო. ის მანდარინისა და პომელოს ჰიბრიდია, რომელსაც პირველი შეჯვარებისას მწვანე ფერი ჰქონდა.
- ანტარქტიკა სამყაროს უდიდესი უდაბნოა.
- შემწვარ ქათამს შოტლანდიური წარმოშობა აქვს.
- ღორებს არ შეუძლიათ ზემოთ ახედვა. მათი სხეული მიწაში ქექვისთვისაა ჩამოყალიბებული.
- 40 ლიტრი სტაფილოს წვენის ერთ ჯერზე მიღება ადამიანს მოკლავს.
- ეიფელის კოშკის ადგილმდებარეობა თავიდან ბარსელონაში იყო ჩაფიქრებული.
- ბანანი ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების შედეგად ლურჯდება.
- ჩანთოსან ცხოველებს სამი ვაგინა აქვთ.
- ბანგლადეშში 6 სეზონია: ზაფხული (ბენგალურად გრისმა), მონსუნი (ბარსა), შემოდგომა (შარატი), გვიანი შემოდგომა (ჰემანტა), ზამთარი (შითი) და გაზაფხული (ბასანტა).
თქვენც ხომ არ ფლობთ საინტერესო და უცნაური ფაქტების სიას? გთხოვთ გაგვიზიარეთ კომენტარებში!