როგორ ფიქრობთ, რომელი ცხოველია ყველაზე ჭკვიანი? ცხადია, ეს რთული შეკითხვაა, რადგან თითოეულ ცხოველს თავისი ძლიერი მხარე აქვს. ამ მიზეზით, იაპონელმა მკვლევარებმა გადაწყვიტეს გაერკვიათ, თუ რომელი ცხოველია საუკეთესო ყველაზე რთულ მეცნიერებაში: ფიზიკაში. პასუხი საკმაოდ საყვარელი და ფუმფულა აღმოჩნდა – კატა!
კატების უნარების გასარკვევი კლასიკური ტესტი, მოვლენებს შორის ლოგიკური კავშირის პოვნისთვის, საკმაოდ მარტივია. თავიდან ცხოველებს 2 ჯამს აჩვენებენ – ერთს საჭმელებით სავსეს, მეორეს ცარიელს. შემდეგ ეს ჯამები მოძრაობას იწყებენ და ფარდის უკან ,,იმალებიან.” ცხოველებმა კი უნდა იპოვონ საჭმლით სავსე თასი. ბევრი ცხოველი ამ ტესტში მარცხდება, მათ შორის, ჩიტები, რეპტილიები და მაიმუნებიც კი.
ხოლო კატებისთვის მეცნიერებმა ეს დავალებმა უფრო გაართულეს. კატებს დაუდეს ნახევრად გამჭვირვალე ყუთი, რომელსაც ხვრელი ჰქონდა. ეს ყუთი პერიოდულად შრიალის ხმას გამოსცემდა, თუმცა რეალურად შიგნით არაფერი იყო. კატებმა ამ ყუთის კვლევა დაიწყეს, ეხებოდნენ მას თათებით და გაოგნებულები იყურებოდნენ. აღმოჩნდა, რომ კატებს შეუძლიათ ერთმანეთთან დააკავშირონ ხმა და ყუთი, თუნდაც ყუთში საგანი არ დახვდეთ.
ექსპერიმენტმა დაამტკიცა, რომ კატებს მიზეზ-შედეგობრივი კავშირის გაგების უნარი აქვთ, ეს კი ფიზიკის კანონებს ეფუძნება. ამიტომ, თუ ჩათვლით, რომ კატა უცნაურად იქცევა და და მეტისმეტად არის დაინტერესებული უმნიშვნელო რაღაცებით, ესე იგი, ყველაფერი არ გესმით, ალბათ კატა იმის თქმას ცდილობს, რომ:
,,რასაც ვხედავ ალოგიკურია. ნუ ღელავ, ამის გარკვევაზე მე ვიზრუნებ.”