DC Comics ამერიკული კომიქსების გამომცემლობაა. ის კინოფილმებისა და ტელეგადაცემის ამერიკული მწარმოებელ კომპანია – Warner Bros.-ს ეკუთვნის. DC იშიფრება, როგორც ”Detective Comics” (დეტექტიური კომიქსები).
DC მარველის სტუდიასთან ერთად, კომიქსების ტელეეკრანებზე გაცოცხლების კუთხით, ამერიკის ყველაზე პოპულარული სტუდიაა.
თუ გაინტერესებთ, რა თანმიმდევრული წყობით უნდა უყუროთ DC სტუდიის ფილმებს, ეს სტატია თქვენთვის არის. ჩვენ შემოგთავაზებთ ჯერ ქრონოლოგიურ სიას – ანუ როგორ ვითარდება DC-ის სამყაროში მოვლენები, შემდეგ კი კინოსტუდიის მიერ წლების მიხედვით გამოშვებული ფილმების ჩამონათვალს.
მაშ ასე, დავიწყოთ ქრონოლოგიური თანმიმდევრობით:
DC-ის სტუდიის ფილმები მოვლენათა ქრონოლოგიური თანმიმდევრობით
ქალი საოცრება
ქალი საოცრება მოვლენების განვითარების თანახმად ყველაზე ძველით თარიღდება. ფილმში ჩანს ზევსის მიერ ამაზონის ქალების გუნდის შექმნის ისტორია. ამაზონის ქალები საიდუმლო კუნულ თემისკირაზე ცხოვრობდნენ. ისტორია 1918 წელს ვითარდება, როცა აშშ-ს პილოტი – კაპიტანი სტივ ტრევორი, I მსოფლიო ომში ბრძოლისას შემთხვევით ხვდება თემისკირაზე. დაიანა პრინსი სტივს ლონდონში მიჰყვება და იქიდან ერთვება ომში.
ქალი საოცრება 1984
პროლოგის შემდეგ, Wonder Woman-ის გაგრძელება 1984 წელს ხდება. მთავარი პერსონაჟი კვლავ დაიანა პრინსია, რომლის როლს ორივე ფილმში გალ გადოტი ასრულებს. ამ ნაწილში ის უკვე ცივი ომის ეპოქაში იბრძვის და 1980-იან წლებში საბჭოთა კავშირს უპირისპირდება.
ფოლადის კაცი
რეჟისორ ზაკ სნაიდერის ფილმი ,,ფოლადის კაცი” 2010იან წლებში (კერძოდ 2013 წელს) მიმდინარე მოვლენებს ასახავს. კლარკ კენტის ნამდვილი სამშობლო პლანეტა კრიპტონია, რომელიც აფეთქდა. ახლა კი მთავარი გმირი დედამიწაზე თავს უცხოდ გრძნობს. თუმცა გამოსავალი მოიძებნება, ბოლოსდაბოლოს ის ხომ სუპერმენია!
ბეტმენი სუპერმენის წინააღმდეგ: სამართლიანობის გარიჟრაჟი
ბეტმენი სუპერმენის წინააღმდეგ გვაჩვენებს ბრიუს უეინის მოგონებების წარსულში დაბრუნებას, ანუ ე. წ. ,,ფლეშბექებს”, როცა მას 1981 წელს მშობლები დაუხოცეს. ,,ფოლადის კაციც” ბრიუს უეინის ,,ფლეშბექებით” სრულდება, ხოლო ბეტმენის ისტორია ,,ფოლადის კაცის” ეპიზოდიდან 18 თვის შემდეგ იწყება.
თვითმკვლელთა რაზმი
,,თვითმკვლელთა რაზმი” ბეტმენისა და სუპერმენის დაპირისპირების შემდეგ ვითარდება. ბეტმენის მხრიდან ჯოკერთან და ჰარლი ქუინთან დაკავშირებულ ფლეშბექებს ჯერ კიდევ ,,ფოლადის კაცის” გადაღებამდე ვხედავთ.
სამართლიანობის ლიგა
,,სამართლიანობის ლიგა” ,,ბეტმენი სუპერმენის წინააღმდეგ” ეპიზოდის დასრულებიდან 2 წლის შემდეგ იწყება, ხოლო ,,თვითმკვლელთა რაზმის” ისტორიიდან 1 წლის შემდეგ. აქ ვხედავთ სხვადასხვა გმირის კოლაბორაციას სამყაროს გადარჩენის მიზნით – ამ გმირებში კი დაიარა პრინსი და სუპერმენიც შედიან.
აკვამენი
აკვამენი ,,სამართლიანობის ლიგის” დასრულებიდან რამდენიმე თვის შემდეგ ვითარდება. ჯეისონ მომოას პერსონაჟი თავის სამეფოს იცავს. ამასთან აქაც ვხედავთ ,,ფლეშბექებს”, სადაც აკვამენის საწყისი ისტორია ჩანს 1985 წელს.
შაზამ!
შაზამს ყველაზე ავტონომიურ ფილმს უწოდებენ. მოქმედება 2018 წლის შობას ხდება, მაგრამ ფილმი იწყება 1974 წლის მოგონებებით. ფილმი მოგვითხრობს თინეიჯერ ბიჭუნაზე, რომელიც მოულოდნელად არარეალურ შესაძლებლობებს შეიძენს ჯადოქარი შაზამის დახმარებით.
მტაცებელი ფრინველები
ჰარლი ქვინი ,,თვითმკვლელთა რაზმის” დასრულებიდან 4 წლის შემდეგ კვლავ ჩნდება სიუჟეტში. ჯოკერთან დაშორების შემდეგ ის სხვა სუპერგმირებს უერთდება.
DC ფილმები გამოშვების წლების მიხედვით
ქრონოლოგიური სიის შემდეგ, ჩვენ გთავაზობთ დისის ფილმების სიას გამოშვების წლების მიხედვით.
ფოლადის კაცი (Man of Steel) – 14 ივნისი, 2013
ბეტმენი სუპერმენის წინააღმდეგ: სამართლიანობის გარიჟრაჟი (Batman v Superman: Dawn of Justice) – 25 მარტი, 2016
თვითმკვლელთა რაზმი (Suicide Squad) – 5 აგვისტო, 2016
ქალი საოცრება (Wonder Woman) – 2 ივნისი, 2017
სამართლიანობის ლიგა (Justice League) – 17 ნოემბერი, 2017
აკვამენი (Aquaman) – 21 დეკემბერი, 2018
შაზამ! (Shazam!) – 5 აპრილი, 2019
მტაცებელი ფრინველები (Birds of Prey) – 7 თებერვალი, 2020
ქალი საოცრება 1984 (Wonder Woman 1984) — 25 დეკემბერი, 2020
აქ იხილავთ, თუ როგორი თანმიმდევრობით უნდა ნახოთ სტუდია მარველის ფილმები.
თქვენ რომელ ეპიზოდს გამოარჩევდით სტუდია DC-ის ნამუშევრებიდან? გაგვიზიარეთ კომენტარებში!