მთავარი საკითხავი ასეთი ჭიქები ყველას გვაქვს სახლში. აი, რა მნიშვნელობის ორნამენტებია გამოსახული მათზე.

ასეთი ჭიქები ყველას გვაქვს სახლში. აი, რა მნიშვნელობის ორნამენტებია გამოსახული მათზე.

by Keti

ალბათ ბავშვობაში ყველას გვიყვარდა შუშის კრისტალებზე გამოსახული ლამაზი ნახატების თვალიერება. თუ ამ ჭურჭლებს სინათლე ხვდებოდა, მაშინ ეს ორნამენტები განსაკუთრებით ლამაზდებოდა. თუმცა მგონი არავის უფიქრია ამ ნიმუშების მნიშვნელობაზე.

ჩვენი წინაპრები თვლიდნენ, რომ სიმბოლოებს შეუძლიათ გავლენა მოახდინონ ადამიანზე. ბევრი ფიქრობდა, რომ ამ დეტალებს მათი ბოროტებისგან დაცვა შეეძლო. მაგრამ ამ ნიშნებს სხვა მხარეც აქვს. მათ შეიძლება მოიტანონ სიღარიბე, დაავადებები და უბედურება.

რა არის გამოსახული ბროლის ჭურჭლებზე და ღირს მათი სახლში შენახვა?

კრისტალზე არსებული ორნამენტების საიდუმლო მნიშვნელობა

აიღე ხელში ნებისმიერი ბროლის ჭიქა. დააკვირდით და ნახავთ, რომ ეს ნახატი თქვენთვის ნაცნობია. საქმე მხოლოდ იმაში კი არ არის, რომ ეს ჭურჭლები მსგავსი სტანდარტების მიხედვით მზადდებოდა. აქ გარკვეული საიდუმლოც იმალება.

ნამდვილი ბროლი რამდენიმე ტიპის იყო:

  • ბროლის მინა – 10% ტყვიის ოქსიდი;
  • დაბალი ტყვიის კრისტალი – 18-25% ტყვიის ოქსიდი;
  • ძვირადღირებული ტყვიის კრისტალი – 25-30% ტყვიის ოქსიდი;
  • ელიტარული კრისტალი – 30% -ზე მეტი ტყვიის ოქსიდი.

ასეთი კომპოზიცია საშუალებას გაძლევთ მიაღწიოთ სინათლის სრულყოფილ თამაშს და იმ უნიკალურ მელოდიას, რომელსაც ჭიქები გამოსცემენ.

ტყვია დამატებული კრისტალი პირველად ლონდონში გამოჩნდა – დაახლოებით 350 წლის წინ. გაითვალისწინეთ, რომ გვერდებზე არსებული ორნამენტები იგივე იყო, რაც ახლაა.

თუ კრისტალური პროდუქტების წარმოების განვითარების ისტორიას გაეცნობით, შეამჩნევთ, რომ სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ქვეყანაში წარმოებული ნიმუშები ერთმანეთის მსგავსია.

და რა არის მასზე გამოსახული? მთავარი სიმბოლო გვიმრის ფოთლებია.

ალბათ გსმენიათ გვიმრის ყვავილის ჯადოსნური თვისებების შესახებ. მასზე ბევრი ლეგენდა დადის. ამბობენ, ვინც ყვავილს იპოვის, ის დაცული იქნება დაავადებებისგან და ცუდი ბედისგანო. “პერუნოვის ფერი” (გვიმრის უძველესი სახელი) ითვლებოდა ძლიერ ამულეტად.

მცენარის ფოთლები ადამიანს ნეგატიური ემოციებისა და კოშმარებისგან გათავისუფლებაში ეხმარება. ისინი ბოროტი თვალისგანაც იცავენ. ამიტომ რეკომენდებულია, რომ კრისტალს ყოველთვის შიშველი ხელით შევეხოთ – მასთან პირდაპირი კონტაქტის დასამყარებლად.

შეინახეთ ბროლი თვალსაჩინო ადგილას. არავის აჩუქოთ და არც გადააგდოთ, რადგან შეიძლება მისი სიკეთეები დაკარგოთ. ხშირად გამოიტანეთ ჭურჭელი კარადიდან და შეავსეთ ის სხვადასხვა სასმელით.

საინტერესო ფაქტი: ფრანგულიდან სიტყვა “fougere” (ფუჟერი) ითარგმნება როგორც გვიმრა. როგორ ფიქრობთ, ეს დამთხვევაა? დარწმუნებული ვარ, რომ ამ ბროლს ნამდვილად მოაქვს ბედნიერება.

გვიმრის ყვავილების პოვნა კვლავ სახალისო რიტუალად რჩება. მაგრამ მე ვიცი, სადაც არის ის. უბრალოდ გააღეთ კარადა და აიღეთ ბროლის ჭიქა ხელში. ახლა კი იღბალი თქვენს ხელშია. მთავარია ეს  დაიჯეროთ!