ჯორჯინა როდრიგესი მართლაც ძალიან ზრუნავს კრისტიანო რონალდუზე. ფეხბურთის ვარსკვლავი თავისუფლად აღნიშნავს ხოლმე, რომ გოგონა მისი წარმატების გასაღებია. კრისტიანო შეყვარებულს ყოველი თვის განმავლობაში საკმაოდ მსხვილ ავანსს აძლევს. ეს თანხა არც მეტი არც ნაკლები – 80 000 დოლარია.
წყვილი ოფიციალურად დაქორწინებული არ არის. მათ არც სამოქალაქო პარტნიორობა აკავშირებთ. არც განწორწინება მომხდარა მათ შორის. მაშინ, რატომ აძლევს კრისტიანო ჯორჯინას ამხელა რაოდენობის თანხას?!
ეს ავანსი ფარავს სამ ძირითად ხარჯს:
- მათი შვილების განათლებას;
- ყოველდღიურ ხარჯებს;
- რეკრეაციას და გართობას.
გაცემული თანხის ოდენობა ამტკიცებს, თუ როგორ ზრუნავს რონალდუ ჯორჯინაზე. თუმცა, ამავე დროს, ჯორჯინას საერთოდ არ სჭირდება კრისტიანოს თანხა იმისთვის, რომ იცხოვროს და ფინანსურად გადარჩეს. როდრიგესის პირადი შემოსავალიც მეტისმეტად მაღალია. ინფლუენსერი ინსტაგრამის თითოეული პოსტით 8.500 დოლარს გამოიმუშავებს. გასულ თვეს კი მან 20 პოსტი შემოგვთავაზა… ანუ 170 000 დოლარი თვეში.
ვის არ უნდა ამდენი თანხის გამომუშავება ინსტაგრამის საშუალებით?!
ჯორჯინას ასევე უხდიან თანხას სატელევიზიო ინტერვიუებში – თითო ინტერვიუს ღირებულება 105 000 დოლარია. მაშ, უკვე ცხადია, რომ ჯორჯინაც საკმაო თანხას გამოიმუშავებს ყოველ თვე. სწორედ ეს აძლევს მას საშუალებას, თავის ქმარს ისეთი საოცარი საჩუქრები გაუკეთოს, როგორიცაა, მაგალითად, ბოლო მოდელის ძვირადღირებული მანქანა.
მიუხედავად ჯორჯინას კარიერული წარმატებისა, კრისტიანო მაინც მუდმივად უზრუნველყოფს მას. გოგონას საპატიო და შეუცვლელი ადგილი უჭირავს რონალდუს ოჯახში.
,,შენ საოცარი ქალი ხარ, ჩვენი შვილებისთვის კი არაჩვეულებრივი დედა. ყველაფერზე მეტად მიყვარხარ ძვირფასო” – ეს კრისტიანოს სიტყვებია.
ჯორჯინა მხოლოდ ალინა მარტინას ბიოლოგიური დედაა. თუმცა მას არანაკლებ უყვარს ოჯახის სხვა წევრებიც და დანარჩენ სამ ბავშვსაც თავისად მიიჩნევს.
დღეს კრისტიანო რონალდუ იმაზე მეტადაა შეყვარებული, ვიდრე ოდესმე ყოფილა. მან თავისი ანდერძიც კი ჯორჯინას სასარგებლოდ შეცვალა.
,,29 აგვისტოს, კრისტიანო მადეირაში წავიდა თავის ადვოკატთან ერთად და ანდერძში ნახსენები ქონება ჯორჯინას სახელზე გააფორმა, თუმცა ჯორჯინამდე ამ ქონებაზე წვდომა კრიასტიანოს დედას – დოლორესს ექნება” – Novela 2000
კრისტიანო დღემდე უამრავ ფულად ანაზღაურებას უზიარებს თავის შეყვარებულს. მისი თქმით, ის ჯორჯინას 100%-ით ენდობა.
თქვენ როგორ მოგწონთ ეს წყვილი? გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში!