სახლის კონსერვები ყველაზე გემრიელია, მით უმეტეს, ხორცის. ჩვენ დღეს შემოგთავაზებთ ღორის მკერდის რეცეპტს, რომელიც ქილაში ინახება. გამოიყენეთ ეს რჩევები და მოამზადეთ შესანიშნავი პროდუქტი.
ინგრედიენტები
- 2 კგ ღორის მკერდი
- 1 ლ წყალი
- 200 გ მარილი
- 1 ს. კ. ვაშლის ძმარი
- 3 ცალი დაფნის ფოთოლი
- 9 კბილი ნიორი
- 15 ცალი სურნელოვანი პილპილი
- 30 ცალი მარცვლოვანი შავი პილპილი
- 6 ცალი მიხაკი
- 1,5 ჩ. კ. კორეანდრი
მომზადება
1. მკერდის ნაწილი დაჭერით 5 სმ სისქის ნაჭრებად ისე, რომ ისინი ერთ ლიტრიან ქილაში მოთავსდეს. ჩვენ დაგვჭირდება სამი ქილა.
2. ქილებში ჩაალაგეთ თითო დაფნის ფოთოლი, 3 კბილი ნიორი, 5 სურნელოვანი და 10 მარცვლოვანი პილპილი. ასევე 2-2 მიხაკი და ნახევარი ჩ. კ. კორენადრი.
3. მოამზადე მარილხსნარი: აადუღე წყალი მარილთან ერთად. გადმოდგი და ჩაასხი მაშში ერთი კოვზი ძმარი.
4. მარილხსნარი ჩაასხი ქილებში ცხელი სახით. ქილებს დააფარე და გაასტერილე დაბალ ცეცხლზე ადუღებიდან 2 საათის განმავლობაში. შემდეგ მოხუფე და გადაიტანე გრილ ადგილას.
დაკონსერვებული ღორის მკერდი ძალიან მოუხდება ყველა სადღესასწაულო სუფრას. შეგიძლიათ გამოიყენოთ ყოველდღე ბუტერბროდებისთვისაც. ძალიან უხდება ჩვეულებრივ კვერცხსაც. შეინახეთ ეს გემრიელი რეცეპტი და გაუზიარეთ თქვენს მეგობრებსაც!