მთავარი საკითხავი 3 ბრძნული ციტატა, რომელიც ყველამ იცით, თუმცა მხოლოდ მოაზროვნეებმა გაიგეს

3 ბრძნული ციტატა, რომელიც ყველამ იცით, თუმცა მხოლოდ მოაზროვნეებმა გაიგეს

by guramus

ბოლოდროს თითქოს ჰობად გვექცა ფრაზების აკვიატება და ჩაძიება,  თუმცა ხანდახან ისეც ხდება , რომ არასწორი მიმართულებით ვეძიებით და ვერ ვხვდებით , თუ რისი თქმა სურდა ამ ფრაზით ავტორს.უმჯობესია ვიცნობდეთ ავტორს ან მის წიგნს მაინც, რომ რეალურად მივხვდეთ , თუ რისი თქმა სურდა და მხოლოდ მგრძნობელობით/პირდაპირი გაგებით არ მივუდგეთ საკითხს.

1.როგორი მოსაწყენები არიან მორცხვი ადამიანები! ყველაფრის თქმა და გაკეთება თავად გიხდება, მათგან კი არანაირი დახმარება. – კნუტ ჰამსუნი

ერთი შეხედვით ფიქრობთ, რომ ავტორმა სპეციალურად ასეთი ადამიანების დამცირების მიზნით დაწერა  მსგავსი რამ, თუმცა სულაც არა.წიგნში სახელად ” შიმშილი” -ში ამ სიტყვებს პერსონაჟი საკუთარ თავზე ამბობს  და ამით თითქოს საკუთარი თავს მოუწოდებს შეცვლისკენ. სწორედ ამ კუთხით უნდა გავიგოთ ეგ ციტატა. წიგნი კი ნამდვილად საოცარია და ციტატის კითხვას სჯობს, წიგნს ჩაუჯდეთ.

2.არაფერს არ უნდა მიეჩვიო, ქალის სხეულსაც კი. – რემარკი

ალბათ ამ სიტყვების გაგონებაზე ფიქრობთ , რომ მართლაც ასე უნდა მოიქცეთ და ყველაფერი დალაგდება – ასეთი მარტივი როდია  . თუ კი ადამიანი გიყვარს, შეიძლება გაბრაზდე და ისეთი რამ უთხრა, რასაც რეალურად არც კი გაიფიქრებდი. სწორედ ასეთი გაბრაზების შედაგად დაწერილი ფრაზაა, რომელიც პერსონაჟს ათქმევინმა ავტორმა და არანაირი მორალური ღირებულება არ გააჩნია მას.

3.ხდება ხოლმე, დიდხანს იტანჯები და არც კი იცი. – ალბერ კამიუ

უკვე დაიწყეთ იმაზე ფიქრი, რომ ჩვეულებრივი ფრაზაა და საერთოდ აქ რა ამის ადგილიაო , თუმცა ამ ფრაზით მთელი წიგნის აზრია გამოხატული , წიგნისა “შავი ჭირი” . ალეგორიული გზით, დაფარვით და სიმართლის შემოპარვით  გვესაუბრება ავტორი, რომ არ არსებობს ისეთი ტკივილი , რომლის შემჩნევაც შეუძლებელია. არ არსებობს ისეთი პრობლემა, რომელიც არ ჩანს. ხალხს ვერაფერს დაუმალავთ, რითაც შავ ჭირად მოევლინებით და სწორედ ამ მიმართულებით უნდა ჩავეძიოთ/ჩავიხედოთ ამ ფრაზაში.

D.T.