მთავარი გასართობი 3 სულისშემძვრელი სიმღერა, რომელიც სუნთქვას შეგიკრავთ და გულს აგიძგერებთ

3 სულისშემძვრელი სიმღერა, რომელიც სუნთქვას შეგიკრავთ და გულს აგიძგერებთ

by guramus

არსებობს დაუფასებელი ქართული სიმღერები, რომლებსაც არცერთ შოუში არ მღერიან, მაგრამ ყველგან გვესმის , რაც ადამიანთა ნაწილს სულს უვსებს, ნაწილს კი გულსურევს.
შემოგთავაზებთ ამ საოცარი  სიმღერების ვარიაციას.

1.ტრულაილას ფული რათ უნდა

1 შეხედვითაც ჩანს, რომ აქ საუბარია მატერიალისტურ თემებზე, რომლებშიც ფულს გულგრილად უყურებენ. “არც ჰოს ამბობ და არც არას” თითქოს ფილმ Her -ის დიალოგებია სიმღერაში (I’m yours and I’m not yours) . ამ საოცარი სიტყვების აზრები ეჯახებიან ერთმანეთს , რაც გაურკვევლობას ქმნის.ქალები ყოველთვის ზედმეტს ფიქრობენ . და ბოლოს, სიმღერაში გაჟღერებული ბოლო აკორდი “ააააააააა”  , თითქოს სიამოვნების განწყობას გამოხატავს, რაც ბურძგლებს იწვევს და ყურის ბარაბანზეც სერიოზულად მოქმედებს.

https://www.youtube.com/watch?v=zWHpBuhTztg

2. გაპატიებ

სათაურშიც დიდი ტკივილია, რომელიც სულგრძელი ადამიანის სიტყვებში იგრძნობა. მეოცე საუკუნის მიწურულს გია-ს პოპულარულობის მაჩვენებელი ზენიტში იყო,შემდეგ დაიწია, თუმცა ბოლოდროს შეინიშნება ტენდეცია, რომელმაც წინაპლანზე გადმოწია გია და მისი სიმღერები.

3. რომ შემისრულდა 17 წელი

კლასიკად აღიარებული სინგლი, რომელსაც 1 დროს ყველაგან მოისმენდით. სიმღერა მოგვითხრობს ადამიანზე, რომელსაც ერთხელ “ხელი დაეწვა”  , ამის გამო კი ძალიან ბევრი წელი მიუსაჯეს, რაც დამაბნეველ გარემოს ქმნის (მისტიკურია) . არის გარკვეული ინსტანციების მიმართულებით წყევლაც : “არ გაიხაროს იმ მოსამართლემ” ეს დღესაც წყევლად რჩება. რომ არ დაგასპოილეროთ მეტად, თავად დააგემოვნეთ ფინალი, რომელიც ძალიან დრამატულია.

https://www.youtube.com/watch?v=vGWC61_QAUc