433
ურთიერთობის დასრულების საბოლოო ეტაპზე ყოფილ პარტნიორთნ მეგობრობა და ხშირი კონტაქტი ყოველთვის კარგი იდეა არ არის. თუმცა, მაინც არის მიზეზების ჩამონათვალი, თუ რატომ სჯობს არ გაწყვიტოთ მასთან საბოლოოდ კავშირი.
- კარგად გიცნობთ: რა თქმა უნდა, გარშემო გყავთ მეგობრები და საყვარელი ადამიანები, ვინც იცის, რა გჭირდებათ, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, მასზე უკეთ არავინ ესმის ამბები თქვენს შესახებ.
- გესმით ერთმანეთის: როცა ურთიერთობა სრულდება, ეს ნიშნავს, რომ ჩნდება გაურკვეველი კითხვის ნიშნები, მაგრამ მთავარი ინტერესები მაინც უცვლელია და სულ ასე იქნება.
- გყავთ საერთო წრე: თავს ვერ აარიდებთ იმ ფაქტს, რომ ურთიერთობის არსებობის შემთხვევაში საერთო ინტერესებთან ერთად, საერთო სამეგობრო წრეც ჩნდება. საერთო სამეგობრო წრე კი ბევრ მხიარულებას იწვევს.
- შეწყვეტს კამათს: რაში სჭირდებათ უაზრო არგუმენტები და არაფრისმომცემი კინკლაობა? გაიაზრებს თქვენს სიტუაციას და გულწრფელად გირჩევთ კიდეც, თუ ამის საჭიროება იქნება.
- გამუდმებით იხუმრებს: გამონაკლისი, გაუგებარი შემთხვევების გარდა, ეცდება იუმორით დაგანახოთ და იუმორითვე შეგაფასებინოთ სიტუაცია.
- გაგახსენებთ: ნუ დაგავიწყდებათ, რომ საერთო მოგონებები ბევრს ნიშნავს. ცუდი და კარგი მოგონებების გახსენება გამოცდილებისთვის ნამდვილად კარგია.
- გირჩევთ: თავად პიროვნება თუ არა, მასთან დაკავშირებული წარსული ყოველთვის გირჩევთ რაიმე ახალს.
- ბედნიერი იქნება თქვენთან ერთად: ასეთი ტიპის ურთიერთობა არ არის დაძალებული. მსგავსი საჭიროება არასოდეს იქნება და შესაბამისად, თავს გაცილებით უკეთ იგრძნობთ.
- დაგეხმარებათ: თუ ის ნამდვილი მეგობარია და ადარდებს თქვენს ცხოვრებაში მომხდარი სიახლეები, ნამდვილად დაგიდგებათ გვერდში და სიტყვასთან ერთად, ქმედებებითაც გაგრძნობინებთ, რომ მისთვის მნიშვნელოვანი ისევ ხართ.
- შეინარჩუნებთ კარგ იმიჯს: საჯარო ადგილებსა და ყოველდღიურ ურთიერთობაში არ მოგიწევთ ზურგი აქციოთ ერთმანეთს: არ წაშლით საერთო ფოტოებს სოციალური ქსელებიდან.
- იქნებით თავდაჯერებული: არ იფიქრებთ, რომ რაიმე არასწორად გააკეთეთ და გრძნობა, რომ რაღაც რიგზე ვერ არის, არასოდეს შეგაწუხებთ.