მთავარი საკითხავი 3 მთავარი რჩევა, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ გასაუბრებაზე

3 მთავარი რჩევა, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ გასაუბრებაზე

by guramus

სამსახურის ძიება, რეზიუმეების გადაგზავნა და  პასუხის დაუსრულებელი მოლოდინი ჩვენი ქვეყნის შრომისუნარიანი მოსახლეობისთვის სულაც არ არის უცხო საკითხი.

ყოფილა შემთხვევები, როდესაც დამსაქმებელს რეზიუმე ნამდვილად მოსწონებია, თუმცა გასაუბრებაზე აპლიკანტს სულაც არ დაუტოვებია კარგი შთაბეჭდილება. რა არის ის 3 სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი  წესი, რაც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, თუ სამსახური გვინდა?

იყავი თავშეკავებული 

გასაუბრებაზე ერთ-ერთი ყველაზე მთავარი კითხვა შემდეგია: “როგორია თქვენი სასურველი ანაზღაურება?” ასეთ დროს მაქსიმალურად უნდა სცადოთ შეიკავოთ თავი კონკრეტული თანხის დასახელებისგან. სანაცვლოდ იკითხეთ თქვენი სამომავლო ვალდებულებების შესახებ: სასაუბრო თემა დიპლომატიურად გადაიტანეთ სხვა საკითხზე.

თქვი ზღვარი

იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური დამსაქმებელი გკითხავთ, თუ როგორი ანაზღაურება გქონდათ თქვენს ძველ სასახურში, უმჯობესია, არ დამალოთ კონკრეტული ციფრი. თქვენი ამ ნაბიჯით მათ საშუალება ექნებათ ჩამოიყალიბონ ზღვარი და თანხის შესაძლო მინიმუმი.

ნუ იტყვი, რომ ხელფასი მთავარია

როგორც არ უნდა გჭირდებოდეთ ხელფასი, ნუ იტყვით, რომ მთავარი ანაზღაურებაა, აქცენტი გადაიტანეთ საქმეზე. ეს დამსაქმებელს თქვენზე წარმოდგენას აუმაღლებს.