ბედნიერი ადამიანის 10 წესი

Loading...

1. გაიღიმეთ

გაიღიმეთ ხშირად და გულწრფელად. ღიმილი ყველაზე საუკეთესო ფერმენტია, რისი გამოყოფაც შეუძლია ადამიანს, ასეთ დროს ყველა პრობლემა იწევს უკან.  თქვენი ღიმილით გარშემომყოფებს ანიჭებთ ბედნიერებას. უარყოფით ენერგიას ნამდვილად არ შეუძლია მოგიგვაროთ პრობლემები, ამიტომ ნუ დაითრგუნავთ თავს და გაიღიმეთ, ასე თქვენ მიიღებთ ბედნიერებას და გარშემომყოფებიც ასევე გიპასუხებენ.

მეცნიერებმა დაადგინეს რომ სიცილისას, სახის კუნთებიდან წამოსული იმპულსების მეშვეობით ადამიანის ტვინი იწყებს უკეთ მუშაობას და ისინი დადებითად მოქმედებენ ნერვულ სისტემაზე. მაშინაც კი როდესაც მოწყენილი ხართ და ძალით იღიმით, ეს იმპულსები მოქმედებენ და თქვენს მდგომარეობას საგრძნობლად აუმჯობესებენ. ამასთანავე გაითვალისწინეთ რომ სცილი არა მარტო თქვენ, არამდე თქვენს გარშემო მყოფ ხალხსაც მატებს ენერგიას.

დადგენილია რომ მოწყენილ ხალხს უფრო მეტად ემუქრება გულის დაავადებებით დაავადმყოფება, ვიდრე მხიარულებს.

2. იზრუნეთ ახლობლებზე

რა დროსაც არ უნდა ატარებდეთ ოჯახის წევრებთან, ეს მაინც არ იქნება საკმარისი. ოჯახი ის ადგილია სადაც სულ სჭირდებათ ყურადღება და მზრუნველობა, ყოველთვის ეცადეთ თავისუფალი დრო დაუთმოთ შვილებს, მშობლებს. ოჯახი ყოველთვის მხარს გვიმაგრებს, ისინი ზრუნავენ ჩვენზე და ჩვენც ასე უნდა ვუპასუხოთ. ნუ ეცდებით მათთან მხოლოდ სადილი ან ვახშამი გაიყოთ, პირიქით ეცადეთ ყველა დრო რომელიც დაგრჩებათ, მათთან გაატაროთ.

3. გვერდით ის ადამიანები იყოლიეთ, ვისთანაც კომფორტულად ხართ

დაუკვირდით როგორ ემოციებს გიტოვებენ ადამიანები, რომლებიც გარს გახვევიათ,როგორ ფიქრობთ არ მოაქვს რომელიმე მათგანს ნეგატივი თქვენს ცხოვრებაში? მართალია ბედნიერი დღეს ყველა ვერ იქნება თუმცა მიუხედავად ამისა ნუ შემოიკრებთ ადამიანებს რომლებიც ცდილობენ დაგთრგუნონ და დაგზაფრონ. შეეცადეთ დრო გაატაროთ ისეთ ადამიანებთან, რომლებიც კი არ დაგრთგუნავენ, პირიქით ხელს შეუწყობენ თქვენს შთაგონებას.

4. დაისახეთ მიზანი

მიზნის სწორად დასახვა – ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანის ერთგვარი მოვალეობაა.
ადამიანს, რომელსაც სურს იყოს ბედნიერი და წარმატებული, უხდება მრავალი დაბრკოლების გადალახვა მიზნის მისაღწევად. იმისათვის, რომ ეს ყველაფერი იყოს შედარებით მარტივად და ოგრანიზებულად მიღწევადი, საჭიროა ვიცოდეთ რა გვინდა, როდის გვინდა, რატომ გვინდა და რა ფორმით გვინდა.

5. იყავით მადლიერები იმისთვის რაც გაქვთ

ყოველთვის იქნება რაღაც, რაც გენდომებათ ცხოვრებაში. მთავარია დაიცვათ თქვენი ოცნებები და მიზნები, არ დაიხიოთ უკან თუ რაღაც მაშინვე არ გამოდის. გაიხსენეთ ყოველთვის ის ხალხი, ვისაც ისიც კი არა აქვთ რაც თქვენ, მაგრამ ისინი მაინც ბედიერები არიან. როდესაც თქვენ შეძლებთ ყოველ დღე დააფასოთ ის რაც გაქვთ, ასე კიდევ უფრო მეტად დააფასებთ თქვენს ცხოვრებას და თქვენს არჩევანს.

6. გახსოვდეთ რომ ყველაფერი წარმავალია

ცხოვრებაში არსებობს სირთულეები, პრობლემები და შესაძლოა მათ მოგვარებას წლები დასჭირდეს, მაგრამ ყოველთვის უნდა გახსოვდეთ, რომ ცხოვრებაში ყველაფერი წარმავალია, ყველაფერი მალე გაივლის და თქვენ შეძლებთ დაივიწყოთ ის ცუდი რაც იყო. გახსოვდეთ, თქვენ გაქვთ მხოლოდ ერთი სიცოცხლე და იცხოვრეთ რაც შეიძლება კარგად!

8. შეაქეთ ადამიანები

თუ ხედავთ, რომ თქვენს მეგობარს ან ახლობელს კარგად გამოუვიდა ის საქმე რისი გაკეთებაც ძალიან უნდოდა, შეაქეთ ის, გაიზიარეთ მისი ბედნიერება, ეს მასაც აუმაღლებს განწყობას და თქვენც.

9. იკითხეთ, იკითხეთ და კიდევ იკითხეთ

იკითხეთ წიგნები, ასე თქვენ შეიძენთ კიდევ უფრო მეტ ცოდნასა და გამოცდილებას.

10. იყავით ორგანიზებულები

თუ თქვენ შეძლებთ სწორად დაგეგმოთ თქვენი დღე, მაშინ მოახერხებთ იყოთ უფრო მშვიდად და ჰარმონიულად. ყველა რთული საქმე ჯობია მოაგვაროთ დილით, რადგან თუ თქვენ ამ საქმეს მთელი დღის განმავლობაში მოუგვარებელს დატოვებთ, დღის განმავობაში გექნებათ უკმაყოფილებისა და სირთულის შეგრძნება, ამიტომ გირჩევთ დილით შეძლოთ და მოაგვაროთ მსგავსი საკითხები.

Loading...
loading...

მსგავსი სტატიები