მოძებნეთ თქვენი გვარი სიაში: შვეიცარიის ბანკები მილიარდერების მემკვიდრეებს ეძებენ

Loading...

შვეიცარიის ბანკები იმ ასობით ანგარიშის მემკვიდრეებს ეძებენ,  რომელთა მფლობელებსაც ნახევარ საუკუნეზე მეტია არ მიუკითხავთ საკუთარი ფულისთვის. თანხები კი სოლიდურია – 500 ფრანკიდან რამდენიმე მილიარდ დოლარამდე.

თუ  პატრონი გამოჩნდება და დაადასტურებს გარდაცვლილ მეანაბრესთან ნათესაურ კავშირს, მას ქონება გადაეცემა. შესაბამისი კანონი შვეიცარიის პარლამენტმა მიიღო და 2015 წლის 1 იანვარს შევიდა ძალაში. მილიარდერების მემკვიდრეთა მოსაძებნად სპეციალური საიტიც შეიქმნა ,,dormantaccounts.ch”, (https://www.dormantaccounts.ch/narilo/ ) რომელზეც ნებისმიერ მსურველს შეუძლია შეამოწმოს, მის რომელიმე წინაპარს 60 და მეტი წლის წინ ხომ არ ჰქონია ანგარიში ამ ქვეყნის რომელიმე ბანკში.

წინაპრის პოვნა, რომელმაც შესაძლოა, ქონება დატოვა, შეიძლება ამ სიაში გვარის მითითებით, ასევე მთელი სიის უშუალო დათვალიერებით. თუ ჩათვლით, რომ იქ ნაპოვნ რომელიმე ანგარიშზე არსებულ თანხაზე გაქვთ უფლება, უბრალოდ უნდა დააწკაპუნოთ მაუსს იმ ადგილას და შესაბამისი ფორმა შეავსოთ.

© metronome.ge

loading...

მსგავსი სტატიები