რა არის თქვენი პრიორიტეტი ცხოვრებაში – ფული თუ სულიერება? ვარკვევთ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

130916123657-angel-investors-620xa
Loading...

არსებობენ ინდივდები, ვისაც რეალობისთვის თვალის გასწორებას ილუზიებში ცხოვრება და ოცნებებისთვის თავის შეფარება ურჩევნია.. ამ “სიმპტომებით” ქალებიც გვხვდებიან და მამაკაცებიც. მაგრამ მეორე უკიდურესობასაც ხშირად ვხვდებით ადამიანებში – გადამეტებულ რეალიზმს და ხშირად პესიმიზმამდე მისულ დამოკიდებულებას სამყაროს მიმართ. ჰოდა, სად გადის ზღვარი ამ ორ ფსიქოტიპს შორის, როგორ ვიპოვოთ “ოქროს შუალედი” ისე, რომ “არც მწვადი დაიწვას და არც შამფური?..” ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ ზოდიაქოს ნიშანი ხშირად გადამწყვეტ როლს თამაშობს პიროვნების მსოფლმხედველობისა და ფასეულობათა სისტემის საბოლოო ჩამოყალიბებაში. რაღა თქმა უნდა, აქ მნიშვნელობა ენიჭება გარემოს, აღზრდასა და გენეტიკურ ფაქტორებსაც, მაგრამ ეს ყველაფერი, მარტოოდენ “შეფერილობას” აძლევს ინდივიდის უმთავრეს საბაზისო სახასიათო შტრიხებს, რომელიც ზოდიაქოს ნიშნისთვის დამახასიათებელ ფსიქოტიპს ეფუძნება.

როგორც აღმოჩნდა, “წყალწაღებულ მეოცნებეთა” და გამოუსწორებელ იდეალისტთა რიცხვში ყველაზე ხშირად ხვდებიან თევზები, ტყუპი, სასწორები, მერწყულები, მშვილდოსნები და ვერძები. თუმცა, მათ შორისაც არსებობს გარკვეული კლასიფიკაცია – თევზი და სასწორი ტიპური მეოცნებეა, ხშირად უჭირს თვალი გაუსწოროს რეალობას და მუდმივად აქვს იმედი, რომ ვიღაც “მითური სხვა” მოაგვარებს მის ცხოვრებაში წარმოქმნილ პრობლემებს.

რაც შეეხებათ ვერძებს, ტყუპს, მერწყულებსა და მშვილდოსნებს, მათი დიდი ნაწილი უნაპიროდ და უსაზღვროდ ოპტიმისტი და იდეალისტია. ამ ხალხის უმრავლესობა ყოველთვის ისახავს გრანდიოზულ გეგმებს, მაგრამ ხშირად მოთმინება და ნებისყოფა ღალატობს დაწყებული საქმის ბოლომდე მისაყვანად. თუმცა, რაც არ უნდა წარუმატებლობა განიცადონ, იმედს ხვალინდელი დღისას არასოდეს კარგავენ და ახალი შემართებით იწყებენ მორიგი, უფრო მაღალი მწვერვალის დასაპყრობად სვლას.

მატერიალისტური ხედვა და რეალისტური დამოკიდებულება გააჩნიათ ცხოვრების მიმართ კუროებს, ქალწულებს, კირჩხიბებს, თხის რქებს, მორიელებსა და ლომებს. ამასთან ერთად, ამ ჯგუფშიც არსებობს კონკრეტული კლასიფიკაცია ჯანსაღ რეალიზმსა და პესიმიზმნარევ მატერიალიზმს შორის. ასე მაგალითად, ლომები, კუროები და მორიელები ხშირად გამოიჩევიან ცხოვრების მიმართ აზარტული დამოკიდებულებით, ნაკლებად ძუნწობენ და არ ეშინიათ გონივრული რისკის.

მაშინ როცა კირჩხიბს, თხის რქასა და ქალწულს ხშირად მომავლის ერთობ პირქუში ხედვა ახასიათებთ. ამიტომ ისინი გამუდმებით ზრუნავენ იმაზე, რომ ნაკლები რისკის ფასად მიაღწიონ ყველაფერს. თუმცა, წარუმატებლობა მათზე ხშირ შემთხვევაში დამღუპველად მოქმედებს. მოგეხსენებათ, ცხოვრებაში ყველაფერს ვერ გათვლით და გაიანგარიშებთ! ასე რომ, მეტი ოპტიმიზმი უნდა ისწავლოთ ძვირფასო კირჩხიბებო, თხის რქებო და ქალწულებო ცხოვრების მიმართ.

 

წყარო: astrologi.ge

loading...

მსგავსი სტატიები