როგორ დავიმახსოვროთ წაკითხული ტექსტი ისე, რომ აღარ დაგვავიწყდეს

Loading...

როდესაც წიგნს, ჟურნალს, სტატიას კითხულობთ და ფიქრებში გაერთობით აღმოაჩენთ, რომ ბოლო რამდენიმე წამში წაკითხული ტექსტი საერთოდ აღარ გახსოვთ ხომ? დარწმუნებული ვარ ბევრ ადამიანს ჰქონია ეს პრობლემა, რაღაც დოზით მაინც. პრობლემის მოგვარება ძალიან ადვილად შეიძლება, ამისთვის არსებობს რამოდენიმე რჩევა, თუ ყველაფერს სწორად გააკეთებთ, დარწმუნებული ვარ ეს პრობლემა აღარასოდეს შეგაწუხებთ.

როდესაც ცდილობთ ტექსტის სწავლას, დამახსოვრებას, ყურადღება გაამახვილეთ ქვემოთ აღნიშნულ ფაქტორებზე :

ამ უნარის დაქვეითების მიზეზი ის არის, რომ ტექსტის კითხვისას ყურადღებას ვაქცევთ პატარა დეტალებს და არა მთლიანად შინაარს. ყოველთვის შეეცადეთ, დაიმახსოვროთ “დედააზრი” და არა ცალკეული დეტალები. თუ გიჭირთ, რამდენჯერმე გადაიკითხეთ.

ასევე აუცილებელია, გონებაში დახატოთ სურათი, წარმოიდგინოთ სიტუაცია / მოქმედება, რომლის შესახებაც კითხულობთ.

კონცენტრაცია : აუცილებელია, რომ კითხვისას არაფერ სხვას ყურადღებას არ აქცევდეთ. მაგალითად : თუ კითხვისას კომპიუტერთან ზიხართ და რამეს უყურებთ ან უსმენთ, ძალიან დიდი შანსია რომ გონება გაგეფანტოთ და წაკითხულის 80% საერთოდ არ დაგამახსოვრდეთ.

არ წაიკითხოთ დიდი რაოდენობის მასალა ერთდროულად, თუ მისი კარგად დამახსოვრება გინდათ. წაიკითხეთ ნაწილ-ნაწილ (მაგალითად დაყავით აბზაცებად, რომლებიც 5-5 ხაზს შეიცავენ).

ფაქტია, მაგრამ დაწოლისას წაკითხული ტექსტი ბევრად უკეთესად ამახსოვრდება ადამიანს (მეც ხშირად მომსვლია), ცადეთ, დილით გაკვირებული დარჩებით.

ყველაზე მთავარი ვარჯიშია, ტვინი დანას ჰგავს, თუ არ “გალესეთ”, დაბლაგვდება, თუ არ გამოიყენეთ, დაჩლუნგდება. იმეცადინეთ, ხშირად იკითხეთ, ისწავლეთ ლექსები (ეს საუკეთესო საშუალებაა ტვინის სავარჯიშებლად), ეს ყველაფერი ყოველდღიურ საქმიანობად გექცევათ და სიამოვნებასაც მოგანიჭებთ, ძნელი დასაჯერებელია, არა? ცადეთ და აღმოაჩენთ!

Loading...
loading...
loading...

მსგავსი სტატიები