როგორ ვისწავლოთ კრიტიკის მიღება

People pointing at businessman, close-up (blue tone, grainy)
Loading...

ყველა ადამიანს უყვარს წარმატებების მიღწევა და ამ წარმატებების გამო შექების დამსახურება, თუმცა სამწუხაროდ წარუმატებლობისას, ან უბრალოდ მცირე შეცდომის გამოც კი უბრალოდ კრიტიკის მიღებას თითქმის ხელოვნებაა და სპეციალური ნიჭი სჭირდება. ხშირად კი დამსახურები კრიტიკის მიღება საჭიროა განვითარებისთვის. გაეცანით ინსტრუქციას და ნახეთ თუ როგორ შეიძლება კრიტიკის მიღება.

  1. სასარგებლო კრიტიკას ეწოდება კონსტრუქტიული კრიტიკა. როგორც წესი მას მიმართავენ მხოლოდ მაშინ როცა არსებობს მხოლოდ კეთილი მიზნები და განზრახვები. ასეთი კრიტიკის მოსმენისას ხშირად შეიძლება საკუთარი ნაკლის და შეცდომების აღმოჩენა და თვითგანვითრების დაჩქარება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა არანაირად არ არის სასიამოვნო როცა თქვენს მისამართით მოდის კრიტიკა, თუმცა აქვე გასათვალისწინებელია, რომ ეს ეხება არა მთლიანად თქვენს პიროვნებას, თქვენს ხასითს და საქმიანობას, არამედ მის რაღაც კონკრეტულ ნაწილებსა და ასპექტებს. ასეთ დროს უმჯობესია მიიღოთ კრიტიკა, დაიანხოთ შეცდომა და აღიაროთ, ხოლო მცირე დროში მოახერხოთ მისი გამოსწორება, მთელი კრიტიკის აზრი და შინარსი და მიზანი თუ ეს არის პრობლემაც მოგვარდება.

  2. გირჩევთ, რომ კრიტიკულ შენიშვნებზე იმ წამსვე არ მოახდინოთ რეაგირება, კერძოდ არ უპასუხოთ მაშინვე, ეს რჩევა განსაკუთრებით ეხებათ ფიცხი ხასიათის მქონე ადამიანებს. ყველაზე კარგი რეაქცია იქნება მადლიერების გამოხატვა, ასეთ დროს აუცილებელია შეინარჩუნოთ ღირსება და თავდაჯერებულობა. ნებისმიერ კრიტიკა იმსახურებს იმას რომ მოახდინოთ მისი ანალიზი და დაფიქრდეთ რამდენად სამართლიანია. გირჩევთ, რომ პირველ რიგში მოძებნოთ მიზეზი, თუ საიდან არის გამოწვეული ის და მოახდინოთ პრობლემის საწყისის განეიტრალება.მიზნის მისაღწევად და თვითგანვითარებისთვის აუცილებელია კრიტიკული დამოკიდებულების ქონა ყველგან, განსაკუთრებით იქ, სადაც ის არ შეიმჩნევა.

  3. გარდა ჯანსაღი და სასარგებლო კრიტიკისა, არსებობს უსაფუძვლო კრიტიკა, რომელს გაგებაც და მშვიდად მიღება დამერწმუნეთ ძალიან რთულია და ხშირა შეუძლებელიც. ასეთ დროს საჭიროა თავის მაქსიმალური შეაკავება, მოიკრიბეთ ძალები და შეეცადეთ არ უპასუხოთ აბსურდულ ბრალდებებს და შენიშვნებს და ამ გზით გაუფრთხილდეთ ნერვებს. ასეთი რეაქცია ნათლად გამოავლენს თქვენს უპირატესობას და სიბრძნეს. უსაფუძვლო და მცდარი კრიტიკა აკაჟებს ხასიათს, გხდით უფრო ძლიერს, მომთმენს თავშეკავებულს და გასწვალით ემოციების კონტროლს, ეს თვისებები კი საჭიროა ცხოვრებისეული წარმატებების მისაღწევად. გახსოვდეთ, რომ კრიტიკა ხანდახან შეიძლება იყოს შურის ბრალი, ან მაშინ როცა არსებობს სხვადასხვა აზრი და ბევრს არ შეუძლია ახალ იდეებთან და წამოწყებებთან შეგუება. ეს ყველაფერი დამხასიათებელია დესტრუქციული კრიტიკისთვის.
Loading...
loading...
loading...

მსგავსი სტატიები