ყოვლის შემძლებელო! რისთვის გააჩინე ადამიანი ამგვარი?

Loading...

ძველბერძნულ მითოლოგიაში ცის, ელვისა და ქუხილის ღმერთმა – ზევსმა, რომელიც განაგებდა მთელს მსოლიოს, ერთხელ თავისთან ერთ­-ერთი ჭკუითა და გამჭრიახობით გამორჩეული ძე – ჰერმესი მიიხმო, რის შემდეგაც უბრძანა: ­ წადი დედამიწაზე და გაიგე, როგორ ცხოვრობენ ჩემ მიერ გაჩენილი ადამიანები.

ჰერმესმა აასრულა უზეანესის ბრძანება და გასწია დედამიწისაკენ.  მან დედამიწის ყოველი მხარე მოიარა, დაათვალიერა ყოველი კუთხე, ნახა ყველაფერი, რის შემდეგაც დაბრუნდა ზენაართ საყოფს დანაღვლიანებული. ასეთივე დანაღვლიანებული წარუდგა იგი ზევსს და სევდით სავსემ მოახსენა: ­ ყოვლის შემძლებელო! რისთვის გააჩინე ადამიანი ამგვარი?  ყველაფრისთვის, რაც ცხოვრებაში უკვდავია, მშვენიერი, რაც ადამიანს მხოლოდ ბედნიერებისაკენ ეზიდება, მას ფრთები შეუკვეცავს, საკუთარი გრძნობისათვის, აზრის და გონებისათვის მას ბორკილი დაუდევს და თავისი თავი მონად გაუხდია.

ზევსი ჩაფიქრდა და შემდეგ ჰერმესს დინჯად მიუგო: ­ მე გავაჩინე ადამიანი თავისუფალ არსებად და არა ჩემს მონად, მე ჩავუნერგე მას მისწრაფება უზენაესი,უკვდავი,ჭეშმარიტებისაკენ. დეე, ბორკილები  უჭედოს მან ყოველისფერს, ისევე ადამიანი დაამსხვრევს ამ ბორკილებს და უკვდავ ჭეშმარიტებას გაამეფებს!

loading...

მსგავსი სტატიები