20 ციტატა ფილმიდან “ხელშეუხებელნი”, რომელებიც დადებითად დაგმუხტავთ

1472034121_intouchables-7
Loading...
  • ტკვივილი ხანდახან მიდის, მაგრამ ფიქრები ხომ რჩება.
  • თუ მუსიკაზე არ ცეკვავენ – ის მუსიკა არ არის.
  • არ აქვს მნიშვნელობა ვინ ხარ ფიზიკურად, მთავარია – ვინ ხარ შიგნიდან.
  • — მითხარით, დრის, რატომ იზიდავს ხელოვნება ხალხს?
    — იქნებ, იმიტომ რომ ძალიან შემოსავლიანია?
    — არა, ეს არის ერთადერთი გზა დატოვო კვალი დედამიწაზე.
  • — ბიჭებს ქუჩიდან არ აქვთ შეცოდების გრძნობა.
    — საქმეც ამაშია. არ მინდა, რომ ვინმემ შემიცოდოს.
  • — გიყვართ ფერწერა?
    — დიახ, ძალიან. მიყვარს რაფაელი.
    — მე უფრო კუ-ნინძები მომწონს.
  • გაყინული ხორცის ნაჭერივით ვარ, რომელსაც ზეთში აგდებენ: ვერაფერს ვგრძნობ, მაგრამ მაინც ცუდად ვარ.
  • შეიძლება მიამიტი ვარ, მაგრამ ჩემში არის კიდევ რაღაც კარგი, საბანკო ანგარიშების გარდა.
  • არ ელოდო რომ უკეთესად გახდები. არ გახდები. სირთულეები ყოველთვის იქნება. ისწავლე იყო ბედნიერი ამ წამს. სხვაგვარად ვერ მოასწრებ.
  • ყველაზე საშიში ის კი არ არის რომ ეტლში ვარ, არამედ ის რომ მის გარეშე ვარ.
  • — გაქვთ რეკომენდაციები?
    — დიახ. უამრავი.
    — კარგით. გისმენთ.
    — ნუ რა ვიცი, «Kool and the Gang», «Earth, Wind and Fire». რეკომენდაციას ვუწევ.
  • — და თქვენ იცით შუბერტი, შოპენი, ბერლიოზი?
    — ვიცი თუ არა ბერლიოზი? გასაკვირია, თქვენ რომ იცით ბერლიოზი.
    — მე სპეციალისტი ვარ.
    — ვა მართლა, ვის იცნობთ იქ? რომელი ბინიდან?
    — რას ნიშნავს “რომელი ბინიდან” არა, მომისმინეთ, ეს ეხლა არის ბერლიოზი – პარიზის რაიონი, ხოლო მე-19 საუკუნეში ის იყო კომპოზიტორი, მწერალი და კრიტიკოსი.
  • — ეს რა მუსიკაა?
    — ეს არის ანტონიო ვივალდის “წელიწადის დროები”.
    — ააა, “ტომი და ჯერიდან”?
  • — ორმოცდაცამეტი კილო.
    — ორმოცდაცამეტი? ნორმალურია, თუ სიმაღლეში ერთი მეტრი არ ხარ.
  • — ბიჭს პრობლემა აქვს. თან როგორი პრობლემა…
    — ჩ-ჩ-ჩ!!
    — ის ხეა… მომღერალი ხე…. გერმანულიო… ახლა გერმანულადაც….
    — ჩ-ჩ-ჩ!
    — მორჩი გაჩუმებას! ის ხომ ახლა გერმანულადაც მღერის, თითქოს ხე რომ იყო ის არ მეყო. შეიძლება გავგიჟდე. და რამდენი ხანი გრძელდება?
    — 4 საათი.
    — ამის დედაც!
  • ხალათი გაიხადეთ, თორემ თავი საგიჟეთში მგონია.
  • — ჩემთვის ისეთივე მთავარი არ არის სილამაზე, როგორც სულიერი კავშირი ადამიანთან.
    — ადამიანთან გასაგებია, მაგრამ თუ ის ვიღაც გომბეშოა? მაშინ თქვენ გექნებათ სულიერი კავშირი გომბეშოსთან.
  • — მოკლედ ფელიპე. მე არ ვრჩები სადილზე…
    — რატომ?
    — თქვენ არ იქნებით მარტო… ასე გამოვიდა, რომ ახლა პაემანი გაქვთ.
    — პაემანი?! რეებს ბოდავ?!
    — ნუ ნერვიულობთ, ყველაფერი კარგად იქნება… ოღონდ ახლა თქვენ აღარ გაიქცევით..
  • არ დანებდე, არასდროს არ დანებდე, სანამ ბრძოლა არ დასრულებულა.
loading...

მსგავსი სტატიები