5 ოქროს წესი – თუ როგორ ვასესხოთ მეგობარს ფული

Loading...

1. გახსოვდეთ, რომ შესაძლებელია ფული უკან აღარ დაგიბრუნდეთ

თუ თქვენი ოჯახის წევრი ან მეგობარი გთხოვთ ასესხოთ თანხა, ნაცვლად იმისა, რომ ბანკიდან აიღოს სესხი, ეს არ არის კარგი ნიშანი. ასეთ შემთხვევაში, თუ ასესხებთ თანხას მეგობარს ან ოჯახის წევრს, უნდა შეწყვიტოთ ფიქრი თანხის უკან დაბრუნების თარიღზე.

2. გააფორმეთ ხელშეკრულება

შესაძლოა თქვენს მეგობარს სურს თანხის სესხება ე.წ. ხელის ჩამორთმევის ხელშეკრულებით და დებს პირობას, რომ თანხას დათქმულ დროს დააბრუნებს უკან. არ დათანხმდეთ ამაზე!

თუ თქვენ ნამდვილად გსურთ გასესხებული თანხა უკან დაიბრუნოთ, ე.წ. ხელის ჩამორთმევის ხელშეკრულება არაფერს არ ნიშნავს.

საკმარისია უბრალო ქაღალდი, სადაც ორივე მხარე დაადასტურებთ სესხის გაცემის-მიღების პირობებს. არაა სავალდებულო სტანდარტული ხელშეკრულების დადება.

3.  არ ელოდოთ სანაცვლოდ რაიმეს გაკეთებას

თანხის გასესხების შემდეგ ვფიქრობთ ხოლმე, რომ ეს ადამიანი სანაცვლოდ რაიმე საქმიანობას განახორციელებს ჩვენს სასარგებლოდ. ეს არ არის სწორი!

თქვენ თანხმდებით მხოლოდ იმაზე, რომ თანხას აძლევთ მეგობარს და ის აბრუნებს მას დათქმულ დროს. სხვა დამატებითი პირობები არაა გათვალისწინებული.

4. ჰკითხეთ მეგობარს სხვა გზით თუ შეგიძლიათ დაეხმაროთ

ფულის მიცემის გარდა, ყოველთვის არსებობს სხვა გზა მეგობრის დასახმარებლად. თქვენ შეგიძლიათ ასწავლოთ მას, თუ როგორ შეძლოს ფულის დაზოგვა. თუ მას გადასახადებისთვის სჭირდება თანხა, თქვენ შეგიძლიათ პირდაპირ ეს გადასახადები გადაიხადოთ, ნაცვლად ფულის მეგობრისთვის სესხებისა.

5.  ისწავლეთ “არა”-ს თქმა

თუმცა, უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად ვენდობით ფულის მთხოვნელს. ალბათ, ყველას გვყავს ნაცნობი, რომელსაც 50 თეთრზეც ვერ ვენდობით.

 

Loading...
loading...

მსგავსი სტატიები