რა გავლენას ახდენს ფიქრები ჩვენს ჯანმრთელობაზე?

აღმოსავლური სიბრძნის მიხედვით, ყველაზე დიდი მტერიც კი ვერ უსურვებს ადამიანს ისეთ საშინელ უბედურებას, როგორც მისი აზრები.

ემილ კუემ, რომელიც იმ დროს ახალგაზრდა დამწყები ფსიქოლოგი იყო, პარიზის ერთერთ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ჩაატარა ექსპერიმენტი. კვლევის არსი მარტივი იყო. ავადმყოფებს დღეში სამჯერ გონებაში გააზრებულად უნდა გაემეორებინათ 10-ჯერ ფრაზა: “ყოველ დღე მე სულ უფრო უკეთესად ვგრძნობ თავს!”

ერთი თვის შემდეგ კუეს პაციენტები მთელი საავადმყოფოს განხილვის საგანი გახდნენ. ცოტა ხანში კი მათზე მთელი საფრანგეთი ალაპარაკდა. მძიმედ დაავადებული პაციენტები ერთ თვეში სრულად გამოჯანმრთელდნენ.

მოცემულმა ექსპერიმენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა უდიდესი მეცნიერის პარაცელსის აზრი, რომელიც ამტკიცებდა რომ რწმენას სასწაულის მოხდენა შეუძლია. ჩვენი ჯანმრთელობა პირდაპირ არის დამოკიდებული ჩვენს აზროვნებაზე. ადამიანის ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ მდგომარეობას შორის პირდაპირი კავშირია.

“ნეგატიური აზრები ანადგურებს. მაგალითად, სიბრაზე იწვევს კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან დაკავშირებულ ავადმყოფობებს, წყენა – დროთა განმავლობაში იწვევს ღვიძლისა და პანკრეასის დაავადებებს და ასევე ქოლეცისტიტს.”

მსგავსი სტატიები