არქიმანდრიტი გიორგის რეცეპტი კიბოს წინააღმდეგ – ნაყენს 100%-იანი შედეგი აქვს მეოთხე სტადიაშიც

დეკანოზი სერაფიმე დანელია არტიმანდრიტი გიორგის მიერ გამოცდილ რეცეპტს აქვეყნებს. დეკანოზის თქმით, მამა გიორგი სიყმაწვილიდან მონაზვნურ ცხოვრებას იყო შემდგარი და მონასტრული მედიცინის უზარმაზარი ცოდნა ჰქონდა ღვთისგან ბოძებული. წლების მანძილზე არქიმანდრიტი უამრავ დასნეულებულ ადამიანს კურნავდა სულიერად თუ ხორციელად.

loading...

როდესაც დეკანოზმა მამა გიორგის თავისი მეუღლის ავადმყოფობის შესახებ გაუმხილა და უთხრა, რომ ქალს ავთვისებიანი სიმსივნე ჰქონდა, არტიმანდრიტმა დაამშვიდა და რეცეპტები მისცა, რომელიც 16 მცენარისგან შედგებოდა.

დეკანოზის მეუღლემ მაშინვე დაიწყო მამა გიორგის რეცეპტით მკურნალობა. მოხდა სასწაული და ქალი სრულად გამოჯანმრთელდა.

რეცეპტი თავდაპირველად საპატრიარქოს ჟურნალში გამოქვეყნდა. ახლა კი ჯენიუსი გთავაზობთ თავის მკითხველს.

ინგრედიენტები

1. სალბი-35 გრ
2. ჭინჭარი-25 გრ
3. ასკილი-20 გრ
4. ნეგო-20 გრ
5. დათვის კენკრა- 20 გრ
6. ორკბილა-20 გრ
7. აბზინდა(მწარე)-15 გრ
8. ფარსმანდუკი-10 გრ
9. გვირილა-10 გრ
10. ოქროსცოცხა-10 გრ
11. ბეგქონდარა-10 გრ
12. ხეჭრელის ქერქი-10 გრ
13. არაყის ხის კვირტები-10 გრ
14. წყლის სამყურა-10 გრ
15. ბერულა-10 გრ
16. შავბალახა-10 გრ

მომზადება

ეს ყველაფერი კარგად დააქუცმაცეთ და აურიეთ ერთმანეთში. შემდეგ აიღეთ 6 ს/კ ეს ნარევი და ჩაყარეთ ემალის ჭურჭელში, დაასხით 2,5 ლიტრი ადუღებული წყალი და ნელ ცეცხლზე დადგით 3 საათის განმავლობაში.

ამის შემდეგ გადმოდგით, გადაწურეთ, გააციეთ და შეინახეთ მაცივარში. დალიეთ 1 ს/კ (მძიმე შემთხვევის დროს 3 ს/კ) დღეში ჭამამდე 1 საათით ადრე. მკურნალობა 30 დღე გრძელდება. შემდეგ დაისვენეთ 10-12 დღე და გაიმეორეთ.

 

ნაყენი ინახება დიდხანს. შეგიძლიათ მაცივარში თვეობით შეინახოთ, სანამ არ გათავდება. არ დაგავიწყდეთ ჩვეულებრივ წყალში ნაკურთხი წყლის დამატება.

loading...

მსგავსი სტატიები