მთავარი ურთიერთობები როგორ გავიცნოთ ოცნების მამაკაცი ანუ წესები სწორი “ნადირობისთვის”

როგორ გავიცნოთ ოცნების მამაკაცი ანუ წესები სწორი “ნადირობისთვის”

by guramus

წესი 4. იპოვე შენ თავში “მარგალიტი”. ის, რაც გამოგარჩევს ყველასგან. ნუ დაემორჩილები სტანდარტულ ინსტინქტებს. ისწავლე შენი ძლიერი მხარეების დემონსტრირება, მაგრამ ძალიანაც ნუ გადააჭარბებ.

წესი 5. გაიღიმე. ჩვენ მენტალიტეტში არ არის მიღებული ისე, უბრალოდ იღიმებოდეს ადამიანი. ღიმილი კეთილგანწყობას გამოხატავს და გასაცნობად უნებლიე ბიძგია. არ არის საჭირო ელოდო ყურადღებას ან კომპლიმენტს მამაკაცისგან იმისთვის, რომ გაიღიმო; უბრალოდ იყავი მომღიმარი და შედეგიც არ დააყოვნებს.

წესი 6. გახსოვდეს, ცხოვრება თამაშია. არ არის საჭირო ყველაფერი სერიოზულად აღიქვა. არაფერი აფრთხობს მამაკაცებს ისე, როგორც ქალი რომელიც გამიზნულად ეძებს ქმარს. როგორ გრძნობენ ამას? ეს ქვეცნობიერების საიდუმლოდ რჩება.

წესი 7. გააანალიზე ყოველი შეცდომა, რომელიც დაგიშვია მამაკაცის გაცნობისას და მასთან ურთიერთობისას. თავი აარიდე მათ გამეორებას. თუ შენ ადამიანების გაცნობაში უამრავ ძალისხმევას დებ, მაგრამ მაინც მარტო ხარ, დაფიქრდი რატომ? იქნებ შენ:
– იქცევი როგორც “ყინულის დედოფალი”, ზემოდან დასცქერი მამაკაცებს და ფიქრობ, რომ “ყველა ერთნაირია”, “მათ მხოლოდ ერთი რამ უნდათ”. თუ გინდა წარმატებას მიაღწიო – შეცვალე შენი აზროვნება.
– გამოიყურები მეტისმეტად კარგად. მამაკაცებს ეშინიათ უარის მიღების და მიტოვების, ამიტომაც არ რისკავენ ასეთ ლამაზმანთან საქმის დაჭერას. ეძებე შენი თანასწორი.
– ზედმეტად არაბუნებრივად ხარ “ჩახატული”, ან მძაფრი სუნამო გასხია.
– სხვა შეცდომები ქცევაში.
გააანალიზე, იმუშავე შენ შეცდომებზე და გააგრძელე შენი ოცნების მამაკაცის ძებნა. წარმატება არ დააყოვნებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გამოიყენე ეს 14 რჩევა თუ გსურს, რომ წარმატებას მიაღწიო