მთავარი კულინარია ბაჟეს მომზადების საუკეთესო რეცეპტი

ბაჟეს მომზადების საუკეთესო რეცეპტი

by guramus
ინგრედიენტები:
  • წყალი – 150 მლ
  • ნიგოზი – 100 გ
  • ხმელი სუნელი – 1 ჩ/კ
  • ნიორი – 4 კბილი
  • ხმელი ქინძი – 0,25 ჩ/კ
  • პაპრიკა – 1ჩ/კ
  • ყვითელი ყვავილი – 1 ჩ/კ
  • შავი პილპილი – 1/4 ჩ/კ
  • ქინძი – გემოვნებით
  • მარილი – გემოვნებით

 

მომზადების წესი:

ქინძს, ნიგოზს და ნიორს ვაბლენდერებთ ან ვატარებთ ხორცის საკეპ მანქანაში (თქვენი სურვილისამებრ). შემდეგ ვამატებთ სუნელებს და ნელ-ნელა ვამატებთ წყალს პარალელურად კოვზის საშუალებით ვაგრძელებთ მორევას. წყალს ვამატებთ იქამდე სანამ სოუსი ჩვენთვის სასურველ სისქესა არ მიიღებს.  წყლის მაგივრად შეგვიძლია ბულიონის გამოყენებაც. ასევე ოდნავი სიმჟავე ძალიან სასიამოვნო გემოს მისცემს, ამისათვის კი შეგვიძლია გამოვიყენოთ ბროწეულის წვენი ან 1 სუფრის კოვზი ძმარი და ჩვენი სოუსი მზადაა.