მთავარი კულინარია ბლინების მომზადების მარტივი წესები დიასახლისებისთვის
blinebi

ბლინების მომზადების მარტივი წესები დიასახლისებისთვის

by guramus

ბლინები, იგივე ფენქეიქები ყველა მზარეულს ერთხელ მაინც მოუმზადებია. მისი უამრავი რეცეპტი არსებობს, დაწყებული ტრადიციული ვარიანტებიდან და დამთავრებული ამერიკულ-ევროპული მოდერნიზებული ვარიანტებით.

ყველა რეცეპტს, რა თქმა უნდა, ამ სტატიაში ვერ შემოგთავაზებთ, თუმცა შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი ბლინების კატეგორია, სადაც უფრო მეტი რეცეპტი დაგხვდებათ.

დარწმუნებული ვართ, ერთი მაინც გახდება თქვენი ფავორიტი და ხშირად მოამზადებთ.

მაშ ასე, დავიწყოთ. ამ სტატიაში გთავაზობთ რჩეულ ვარიანტებს:

კლასიკური ბლინები:

ინგრედიენტები:

  • შაქარი – 100 გრ
  • ფქვილი – 160-180 გრ
  • მაწონი – 500 მლ
  • კარაქი – 40 გრ
  • ვანილი – გემოვნებით
  • მარილი – 1/4 ჩ/კ
  • კვერცხი – 3 ცალი
  • წყალი – 500 მლ
  • სოდა 1/2 ჩ/კ

მომზადების წესი:

მარილი, 3 კვერცი და შაქარი ავთქვიფოთ, შემდეგ დავამატოთ 500 გრ მდუღარე წყალი და 250 გრ მაწონი და ისევ ავთქვიფოთ კარგად, პარალელურად ნელ-ნელა ვამატოთ ფქვილი და ვეცადოთ ისე გავხსნათ მიღებულ მასაში, რომ არ შეიკრას. ცხელ ტაფაზე დავდოთ კარაქი ან დავასხათ ზეთი და შევწვათ იქამდე სანამ ბლინის ორივე მხარე ოქროსფერი არ გახდება. ბლინები შეგვიძლია მივირთვათ შოკოლადის სიროფით, მურაბით, ან ….

 

ვაშლის უგემრიელესი ბლინები საუკეთესო საუზმისთვის

გასინჯეთ არომატული ბლინები და დარწმუნდით, რომ ის არაფრით ჩამორჩება ვაშლის ღვეზელს.

ინგრედიენტები:

ვაშლი 3 ც.

რძე 0.5 ჭიქა

ფქვილი 150 გ

შაქარი 1-2 ს.კ.

კვერცხი 1 ც.

არაჟანი 2 ს.კ.

მარილი გემოვნებით

მცენარეული ზეთი 3 ს.კ.

დარიჩინი, ფხვნილი 1 ჩ.კ.

ლიმნის წვენი 1 ჩ.კ.

მომზადება:

ვაშლი გაასუფთავეთ და გახეხეთ მსხვილ სახეხზე, დაასხით ლიმნის წვენი და მოაყარეთ დარიჩინი.

აურიეთ სხვა ჭურჭელში რძე, არაჟანი, შაქარი და კვერცხი. დაუმატეთ ფქვილი და ვაშლი. აურიეთ ერთგვაროვნობამდე.

შეწვით ბლინები საშუალო ცეცხლზე მომზადებამდე.

ბლინები

მოამზადეთ უნაზესი ამერიკული ფანქეიქები თქვენი ხელით

ამერიკული და ევროპული კერძები უფრო და უფრო დიდ ადგილს იკავებს ჩვენს ყოველდღიურ სამზარეულოში. ერთ-ერთი ასეთია დესერტი – ამერიკული ფენქეიქები, რომელმაც ჩაანაცვლა დილის შემწვარი კვერცხი.

იმისთვის, რომ ეს კერძი ფუმფულა გამოვიდეს, რომელსაც იდეალური ქერქი ექნება, საჭიროა პროპორციების მკაცრი დაცვა. მის მოსამზადებლად საჭიროა 5 ძირითადი ინგრედიენტი. გაეცანით მათ.

ინგრედიენტები

  • 180 გ ფქვილი
  • 2 ცალი კვერცხი
  • 50 გ კარაქი
  • 275 მლ რძე
  • 50 გ შაქარი
  • ერთი ჩ. კ. ვანილის ექსტრაქტი
  • ნახევარი ჩ. კ. მარილი
  • 15 გ გამაფხვიერებელი
  • ზეითუნის ზეთი გემოვნებით

მომზადება

1. ღრმა თასში ათქვიფეთ კვერცხი, დაამატეთ მას შაქარი და აურიეთ. ამ მასაში ჩაასხით გამდნარი კარაქი, კვლავ აურიეთ.

2. მასას დაამატეთ ვანილის ექსტრაქტი და რძე. აურიეთ სათქვეფით. ცალკე შეურიეთ ერთმანეთს ფქვილი და გამაფხვიერებელი, ჩააცერით ისინი თხევადი ინგრედიენტების მასას.

3. დაამატეთ ცოტა მარილი და კვლავ აურიეთ სათქვეფით. უნდა მიიღოთ ხავერდოვანი და ერთგვაროვანი ცომი, რომელიც ოდნავ ბლინის ცომზე სქელი იქნება.

4. ტაფა კარგად გაახურეთ და მოუსვით ცოტა ზეითუნის ზეთი. ცენტრში ჩაასხით ნახევარ ჩამჩაზე ცოტა მეტი ცომი.

5. 7-10 წამის შემდეგ ცომი ქვემოდან გაწითლდება. ფრთხილად გადააბრუნეთ ის. მეორე მხარესაც 7 წამის განმავლობაში გააჩერეთ. განაგრძეთ ასე, სანამ ცომი გამოილევა.

ფენქეიქები უნდა დაალაგოთ ერთმანეთზე, რამდენიმე სვეტად, იმის მიხედვით, თუ რამდენი ადამიანია სუფრასთან. თითოეულ მწკრივს ზემოდან დაადეთ კარაქის კუბი და მოასხით ნეკერჩხლის სიროფი და მიიტანეთ სუფრასთან. გემრიელად მიირთვით!

თქვენ თუ ამზადებთ ამერიკულ ფენქეიქებს? მოგვიყევით კომენტარებში, თუკი რამეს განსხვავებულად აკეთებთ! ეს რეცეპტი კი თქვენს მეგობრებსაც აჩვენეთ!

კვერცხის ბლინები შიგთავსით

ინგრედიენტები

  • 4 კვერცხი
  • 160 გ ხაჭო
  • 2 ს.კ. არაჟანი
  • 3 კბილი ნიორი
  • 0,25 ბულგარული წიწაკა
  • მარილი, შავი პილპილი

მომზადება

ათქვიფეთ კვერცხი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე, მოაყარეთ მარილი და პილპილი. პატარა ტაფას დაასხით ზეთი და გააცხელეთ. პორციებად დადეთ კვერცხი და შეწვით ბლინები თითოეულ მხარეს 1-1 წუთით.

მიიღებთ 4 საშუალო სისქის ბლინს. ისინი ძალიან თხელი არ უნდა იყოს. აურიეთ ხაჭო დაჭყლეტილ ნიორთან და არაჟანთან, მოაყარეთ მარილი და პილპილი.

გაასუფთავეთ შიგთავსისგან ბულგარული წიწაკა, დაჭერით კუბიკებად და დაუმატეთ ხაჭოს. შეახვიეთ შიგთავსი ბლინით.

ბლინების ტორტი შოკოლადითა და ბანანით

ბლინის ტორტი გააოცებს და მოხიბლავს იმ ადამიანსაც კი, ვისაც ტკბილი არ უყვარს. იგი ერთდროულად გემრიელიც არის და ლამაზიც. თუმცა სიმართლე რომ ვთქვათ, არც ისე ცოტა დრო სჭირდება მის მომზადებას, მაგრამ შედეგი ამად ღირს.

თუ გაქვთ ცოტაოდენი თავისუფალი დრო, სცადეთ მისი მომზადება. ამას არ ინანებთ!

ინგრედიენტები

  • 15 ცალი ბლინი
  • 300 გ ნუტელა
  • 350 გ ყველი მასკარპონე
  • 75 მლ ნაღები
  • 3 ცალი ნაღები
  • 150 გ შავი შოკოლადი
  • 150 გ თეთრი შოკოლადი
  • კენკრა გემოვნებით

მომზადება

1. მასკარპონე ათქვიფეთ ნაღებთან ერთად, ბლინები ჩაალაგეთ თასში ისე, რომ მათ ფსკერი და კედლები დაფარონ. ქვედა ბლინს წაუსვით მიღებული ნაღების კრემი.

2. ცალკე ბლინს წაუსვით შოკოლადის პასტა და მოათავსეთ მასზე ბანანის ნაჭრები. ეს ბლინი გადაახვიეთ ხვეულას მილაკის ფორმით. დაგჭირდებათ 4 ასეთი მილაკი, რათა ისინი ნაღებიანი კრემის მქონე ტორტის ფსკერზე მოათავსოთ.

3. მილებს წაუსვით კრემი, დააფარეთ ზემოდან ბლინი და კვლავ წაუსვით კრემი. ამის შემდეგ საჭიროა კვლავ 5 მილაკი შიგთავსით და კვლავ კრემის ფენა.

4. ტორტის ნაპირები შემოკეცეთ და დააფარეთ ბლინი ისე, როგორც ვიდეოშია. დააფარეთ ჯამს დიდი თეფში და გადააბრუნეთ.

5. პლასტმასის ბოთლს მოაჭერით ქვედა ნაწილი, დადეთ ის განაჭერით ქვემოთ ტორტზე და დაასხით მარჯვნივ შავი, მარცხნივ კი თეთრი გამდნარი შოკოლადი. ბოთლი მსუბუქად შეატრიალეთ და კვლავ ჩაასხით ორივე შოკოლადი.

6. ამოაცალეთ ბოთლი ტორტს და დარჩენილი ადგილი ამოავსეთ კრემითა და ბანანის ნაჭრებით. ტორტის გარშემო, ძირზე შეამოაწყეთ კენკრა.

უბრალოდ ნახეთ როგორ ლამაზად და სადღესასწაულოთ გამოიყურება ეს ტორტი სუფრაზე. სცადეთ და თავი შეიკავეთ ამ ნუგბარისგან, თუ გამოგივათ. ბლინების მომზადებისას ბევრი შაქარი არ გამოიყენოთ, ტორტის მომზადების შემდეგ მას ისედაც დაატკბობს შოკოლადის პასტა.