1.3K
გთავაზობთ სომხური ქადის კლასიკურ რეცეპტს, რომელიც ყველას ძალიან გვიყვარს. ქადის მომზადების პრინციპი ძალიან მარტივია.
საჭირო ინგრედიენტები:
- 500 გრ კარაქი ან მარგარინი
- 0.5 ლ მაწონი
- 2 ც კვერცხი
- 1 ს.კ სოდა
- 2 ს,კ ძმარი
- მარილი-გემოვნებით
- პურის ფქვილი
მასალა ქადის გულისათვის:
- 9 ს.კ ზეთი
- 1 .5 ჩ.ჭ შაქრის ფხვნილი
- 3 ჩ.ჭ ფქვილი
- ვანილი, მარილი-გემოვნებით
მომზადების წესი:
დაკეპეთ დანით კარაქი ან მარგარინი, დააყარეთ პურის ფქვილი და განაგრძეთ დაკეპვა. ამას დაუმატეთ სოდა გახსნილი ძმარში და ნელ-ნელა დაამატეთ მაწონი. გაყავით ცომი ოთხ ნაიწილად და სათითაოდ გააბრტყელეთ. ამას დავაყაროთ ქადის გული, გადავკეცოთ და შევდგათ მაცივარში. გავიმეოროთ 2-3 ჯერ.
ამის შემდეგ გააბრტყელეთ, გამოჭერით ფორმები, წაუსვით ზემოდან კვერცხის გული, დაალაგეთ ფქვილმოყრილ თუნუქის ფურცელზე და შედგით გაზქურაში.
ქადის გულის მოსამზადებლად პურის ფქვილი მოშუშეთ ტაფაზე, დააამატეთ ზეთი, შაქრის ფხვნილი,ვანილი და გაყავით 4 ნაწილად.